RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

მო­ქა­ლა­ქე კე­ი­ნის თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა

ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­ინ­ს­ტი­ტუტ­მა ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა

24 საათი 06.08.12

  •   aa
    კარ­დი ფილ­მი­დან “თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა”
  •   aa
    კად­რი ფილ­მი­დან “მო­ქა­ლა­ქე კე­ი­ნი”

ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­ინ­ს­ტი­ტუტ­მა ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა

ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­ინ­ს­ტი­ტუ­ტი (BFI) ათ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო 50 ფილმს ასა­ხე­ლებს. ასე გრძელ­დე­ბა 1952 წლი­დან, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან­მა კი­ნოკ­რი­ტი­კო­სებ­მა ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მად ვი­ტო­რიო დე სი­კას "ვე­ლო­სი­პე­დე­ბის გამ­ტა­ცებ­ლე­ბი" და­ა­სა­ხე­ლეს. მას შემ­დეგ ოთხი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე ორ­სონ უელ­სის "მო­ქა­ლა­ქე კე­ი­ნი" იყო მოქ­ცე­უ­ლი, რომ­ლის ზე­ო­ბის ხა­ნაც უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, რად­გან 846-მა კრი­ტი­კოს­მა 50-ეულის სა­თა­ვე­ში ალ­ფ­რედ ჰიჩ­კო­კის "თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა" გა­ნა­თავ­სა.

მსგავ­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან ოთხ­გ­ზის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი "კე­ი­ნის" თუნ­დაც მხო­ლოდ ერ­თი სა­ფე­ხუ­რით ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბას არა­ვინ ელო­და. ალ­ბათ არ ელოდ­ნენ იმა­საც, რომ უელ­სის შე­დევრს ჰიჩ­კო­კის სწო­რედ ეს ფილ­მი აჯო­ბებ­და, რად­გან ამ რე­ჟი­სო­რის ხსე­ნე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლას მა­შინ­ვე აბა­ზა­ნა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სის­ხ­ლის­ღ­ვ­რა ახ­სენ­დე­ბა და არც თუ ტყუ­ი­ლად...

ზო­გა­დად სია საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად და ზედ­მე­ტად შავ-თეთ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მის­თ­ვის ცა­ლი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბაც საკ­მა­რი­სია, იმის მი­სახ­ვედ­რად, რომ იმ 846 კრი­ტი­კო­სი­დან ნა­ხე­ვარს ფე­რა­დი ფილ­მე­ბი არც უნა­ხავს, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნის შე­სა­ხებ კი ალ­ბათ არც სმე­ნია და არც უნ­და გა­ი­გოს. ცხა­დია, თა­ნა­მედ­რო­ვე ფილ­მე­ბის 80% სრულ აბ­და­უბ­დას წარ­მო­ად­გენს და ჯობს, მათ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა სხვა საქ­მე გა­მო­ნა­ხონ, მაგ­რამ უკა­ნას­კ­ნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მ­ნი­ლი კი­ნო­სა­გან­ძუ­რის ასე ერ­თ­ბა­შად უარ­ყო­ფა ნამ­დ­ვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. ამ გა­მო­კითხ­ვის ავ­ტო­რებს ალ­ბათ იმის შეხ­სე­ნე­ბა სჭირ­დე­ბათ, რომ 1952 წლის შემ­დეგ მთე­ლი 60 წე­ლია გა­სუ­ლი და თუ მა­შინ ყვე­ლა დრო­ის ფილ­მე­ბი 50 ერ­თე­უ­ლი­ან სი­ა­ში ეტე­ო­და, დღეს ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია და ჯობს სი­ის მო­ცუ­ლო­ბა გა­ზარ­დონ.

სი­ას და­ვუბ­რუნ­დეთ: მე­სა­მე ად­გილ­ზე იასუ­ჯი­რო ოძუს მი­ერ 1957 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი მარ­თ­ლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი და ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი "ტო­კი­ოს ის­ტო­რია" გა­ვი­და. მე­ოთხე­ზეა ფრან­გი ჟან რე­ნუ­ა­რის "თა­მა­შის წე­სე­ბი", ხო­ლო მომ­დევ­ნო ად­გი­ლი გერ­მა­ნე­ლი ფრიდ­რიჰ მურ­ნა­უს 1927 წლის ფილ­მ­მა, უხ­მო კი­ნოს ერთ-ერთ შე­დევ­რად აღი­ა­რე­ბულ­მა "აის­მა" და­ი­კა­ვა (ეს ფილ­მი ჩვენს კი­ნო­სა­ი­ტებ­ზე დევს და გირ­ჩევთ, ნა­ხოთ).

მე­ექ­ვ­სე ად­გი­ლი ჟან­რის უდა­ვო შე­დევრს, სტენ­ლი კუბ­რი­კის "2001: კოს­მო­სუ­რი ოდე­ი­სე­ას" ერ­გო, რო­მელ­საც კვალ­დაკ­ვალ მოს­დევს ამე­რი­კუ­ლი კი­ნოს პატ­რი­არ­ქი, ოთხ­გ­ზის "ოს­კა­რო­სა­ნი" ჯონ ფორ­დი და მი­სი ვეს­ტერ­ნის ჟან­რის კლა­სი­კად აღი­ა­რე­უ­ლი ‘მა­ძი­ებ­ლე­ბი". მომ­დევ­ნო ად­გილ­ზე საბ­ჭო­თა და მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის შე­დევ­რად მიჩ­ნე­უ­ლი, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ადა­მი­ა­ნი კი­ნო­კა­მე­რით" (1929) გა­ვი­და. მას კარლ დრე­ი­ე­რის 1928 წლის "ჟა­ნა დ’არ­კის ვნე­ბა­ნი" მოს­დევს, ხო­ლო პირ­ველ ათე­ულს ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის "8 1/2" ას­რუ­ლებს.

აქ­ვე მოკ­ლედ გეტყ­ვით, რომ სი­ა­ში ასე­ვე მოხ­ვ­და სერ­გეი ეიზენ­შ­ტე­ი­ნის "ჯავ­შ­ნო­სა­ნი "პო­ტი­ომ­კი­ნი", ჟან-ლუკ გო­და­რის "უკა­ნას­კ­ნელ ამო­სუნ­თ­ქ­ვა­ზე" და "სუ­ლე­ლი პი­ე­რო", ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლას "აპო­კა­ლიფ­სი დღეს" და "ნათ­ლი­ას" პირ­ვე­ლი ორი ნა­წი­ლი, აკი­რა კუ­რო­სა­ვას "შვი­დი სა­მუ­რაი" და "რა­შო­მო­ნი", ინ­გ­მარ ბერ­გ­მა­ნის "პერ­სო­ნა", ან­დ­რეი ტარ­კოვ­ს­კის "სარ­კე", "ან­დ­რეი რუბ­ლო­ვი" და "სტალ­კე­რი", ვი­ტო­რიო დე სი­კას "ვე­ლო­სი­პე­დე­ბის გამ­ტა­ცებ­ლე­ბი", ალ­ფ­რედ ჰიჩ­კო­კის "ფსი­ქო", მარ­ტინ სკორ­სე­ზეს "ტაქ­სის მძღო­ლი", ფრიც ლან­გის "მეტ­რო­პო­ლი­სი", ფრან­სუა ტრუ­ფოს "400 დარ­ტყ­მა", დე­ვიდ ლინ­ჩის "მალ­ჰო­ლანდ დრა­ი­ვი", ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის "დი­დი ქა­ლა­ქის ჩი­რაღ­დ­ნე­ბი" და სხვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად 358 რე­ჟი­სო­რის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლიც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რომ­ლის შედ­გე­ნა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ვუ­დი ალე­ნი, ნუ­რი ბილ­გე ჯე­ი­ლა­ნი, კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნო, ძმე­ბი დარ­დე­ნე­ბი, მარ­ტინ სკორ­სე­ზე, მა­იკ ლი, მა­იკლ მა­ნი, აკი კა­უ­რის­მა­კი, ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლა და სხვე­ბი. მა­თი სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: იასუ­ჯი­რო ოძუს "ტო­კი­ოს ოს­ტო­რია", სტენ­ლი კუბ­რი­კის "2001: კოს­მო­სუ­რი ოდი­სეა", ორ­სონ უელ­სის "მო­ქა­ლა­ქე კე­ი­ნი", ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის "8 1/2", მარ­ტინ სკორ­სე­ზეს "ტაქ­სის მძღო­ლი", ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლას "აპო­კა­ლიფ­სი დღეს" და "ნათ­ლია", ალ­ფ­რედ ჰიჩ­კო­კის "თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა" (ამ ორ­მა უკა­ნას­კ­ნელ­მა ფილ­მ­მა ხმა­თა თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბა და­აგ­რო­ვა), ან­დ­რეი ტარ­კოვ­ს­კის "სარ­კე" და ვი­ტო­რიო დე სი­კას "ვე­ლო­სი­პე­დე­ბის გამ­ტა­ცებ­ლე­ბი".

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი