RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

"სანდა" ევროპისკენ მიემართება

12 დეკემბერს ჯგუფი სოლო კონცერტს გამართავს

24 საათი 10.12.09

12 დეკემბერს ჯგუფი სოლო კონცერტს გამართავს

90-იანი წლების დასაწყისის თბილისი - ბნელი, ცივი, უსიცოცხლო, მხედრიონელებით ქუჩებში და შევარდნაძით ტრაპზე. ეს თბილისის ერთი, ყველაზე ხილული და მძაფრად შესაგრძნობი მხარე იყო. იყო მეორე მხარეც, რომელიც ასევე ბნელ და ცივ, თუმცა სიცოცხლით სავსე სარდაფებში იბადებოდა, ძალას იკრებდა და იშვიათ, უფრო კი იღბლიან შემთხვევაში დღის სინათლეზეც გამოდიოდა. ეს იყო 70-80-იანი წლებიდან შემორჩენილი როკტალღის ახალი ნაკადი, რომელმაც სხვა ჯგუფებთან ერთად "სანდაც" მოიყვანა. ჯგუფი რამდენიმე თვეში კიდევ ერთ ახალ ნაბიჯს დგამს - საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მისი კონცერტებია დაგეგმილი, მანამდე კი ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს.

"სანდას" ფრანგული გასტროლების ორგანიზატორი ბოლო დროინდელი როკ კონცერტების ინიციატორი საპრომოუტერო-საპროდუსერო კომპანია "პრომო ინდასტრისია", რომელიც "სანდასთან" ერთად ემზადება თავისი პირველი უცხოური პროექტისთვის. "კონცერტები სავარაუდოდ მომავალი წლის მარტში გაიმართება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დგინდება, ასევე ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი კონცერტების რაოდენობა. პირველადი ინფორმაციით ექვსი კონცერტი უნდა ჩავატაროთ, თუმცა შესაძლოა გაცილებით მეტი გამოსვლა დაიგეგმოს. "სანდა" საფრანგეთში ქართულ-ფრანგული მეგობრობის სახლმა, ბრეტონის სახელმწიფო რადიომ და კლუბების ქსელმა "ბონ ვოიაჟმა" მიიწვია. როგორც უკვე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ კონცერტები რენში, კანში, ბორდოსა და პარიზში გაიმართება. მზად გვაქვს ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც კონცერტების სარეკლამო კამპანიისთვის გამოიყენება. დაგეგმილია "სანდას" წევრების მიწვევა ადგილობრივ ტელევიზიაში, ინფორმაცია განთავსდება პრესაშიც", - ამბობს "პრომო ინდასტრისის" ხელმძღვანელი ლევან ბეიტრიშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კომპანიის მიერაა ორგანიზებული შემოდგომის განმავლობაში ჩატარებული კონცერტები Tribute To Led Zeppelin, Good old 70`s და Blues 4U. მათში "სანდაც" მონაწილეობდა, ახლა კი ჯგუფი სოლო კონცერტისთვის ემზადება - "კლუბ მაგთიში" 12 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტი ფრანგული გასტროლის მოსამზადებელი ციკლის ერთ-ერთი ნაწილია. აღნიშნულ კონცერტზე საკუთარი კომპოზიციების გარდა ჯგუფი "პინკ ფლოიდის", U2-ს, "რედიოჰედის". "ქოლდფლეის", სინდი ლაუპერის, დევიდ ბოუისა და სხვა მუსიკოსების ცნობილი ჰიტების ქოვერებს შეასრულებს.

თუ "ბერმუხას" არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ "სანდა" ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქართული ჯგუფია. მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე შესავალში ნახსენები პერიოდი დადგებოდა. ჯგუფის პირველ ნაბიჯებს მისი ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი ირაკლი ლომსაძე იხსენებს: "1990 წელს სპორტის სასახლეში ფესტივალი "როკ დებიუტი" ჩატარდა, სადაც სხვა ბენდებთან ერთად "სანდას" წინამორბედი ჯგუფი "ჩრდილიც" გამოდიოდა. მაშინ მის შემადგენლობაში ჩემთან ერთად ელდარ ჯინჭარაძე, სერგო ოგანოვი და გოგი ძოძუაშვილი უკრავდნენ. იმ პერიოდში ჩვენს გარდა კიდევ ორი ჯგუფი: "ლიმუზინი" და "მისტერია" იყო პოპულარული, ხანდახან ვახერხებდით კონცერტების ორგანიზებას, თუმცა ძირითადად სარდაფებში, ძალიან უხარისხო აპარატურისა და ინსტრუმენტების თანხლებით გავდიოდით რეპეტიციებს. ერთ-ერთი ბოლო კონცერტი 1991 წლის 21 დეკემბერს გვქონდა, მეორე დღესაც უნდა დაგვეკრა, მაგრამ თბილისის ომი დაიწყო, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ჩვენი სარდაფი აპარატურიანად დაიწვა, მთლიანად განადგურდა. ეს ჯგუფისთვის დიდი დარტყმა იყო".

აქ "ჩრდილის" ისტორია მთავრდება, ირაკლი ლომსაძისთვის კი ექვსთვიანი იძულებითი შესვენების პერიოდი იწყება. ექვსი თვის შემდეგ კი იგი ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას, რისთვისაც მუსიკოსებს ეძებს. პირველად გიტარისტ გიზო ფერაძეს შეხვდა, ერთმანეთს კარგად გაუგეს, დამეგობრდნენ. შემდეგ ვოკალისტი და გიტარისტი სოსო საყვარელიძე აღმოაჩინეს, რომელიც საბჭოთა ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო და მუსიკალურ თავგადასავალს ეძებდა. ყველაზე საინტერესო მაინც დრამერ დიმა ასატუროვის ისტორიაა: "იმ პერიოდში თავისუფალი დრამერების დეფიციტი იყო, დიმა კი საერთოდაც არ გახლდათ დრამერი, ამ ინსტრუმენტზე არა თუ არ უკრავდა, ნანახიც კი არ ჰქონდა. პირველი გაკვეთილები მე და ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა ჩავუტარეთ, შემდეგ კი გურამ ტეცოშვილის მოსწავლე გახდა. ამ უკანასკნელის რჩევით მოგვიანებით მუსიკალურ ტექნიკუმშიც კი ჩააბარა და პროფესიონალ მუსიკოსად იქცა."

დიმა ასატუროვის პროგრესი ჯგუფისთვის სტიმულად იქცა და ორი თვის შემდეგ პირველი ალბომიც ჩაწერეს, ცოტა ხანში კი "სანდა" იმ დროს ძალიან პოპულარულ კლუბ "ყაზბეგის" საკლუბო ჯგუფი გახდა. ამას მოჰყვა მონაწილეობა ფესტივალ "ხელებში", "მარგარიტაზე", კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ახალი ჩანაწერები, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო 1997 წელს "სანდამ" მოღვაწეობა შეწყვიტა.

ირაკლი ლომსაძე: "ძალიან გაგვიჭირდა, განვითარებას პრაქტიკულად ვერ ვახერხებდით, რაშიც ნორმალური ინსტრუმენტებისა და აპარტურის არქონაც გვიშლიდა ხელს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჯგუფი დაშლილიყო. ყველამ ჩვენს საქმეს მოვკიდეთ ხელი, ზოგმა ბიზნესიც წამოიწყო, თუმცა როგორც კი ამის საშუალება მოგვეცა, "სანდა" კვლავ აღვადგინეთ და 2005 წელს ახალი სიცოცხლე დავიწყეთ."

შეიძლება ითქვას, რომ "სანდა" პირველი ქართული ჯგუფი იყო, რომელმაც საკუთარ ჟღერადობაში ფოლკლორის ელემენტები შემოიტანა. პირველი ფოლკ კოპოზიცია "შენ ხარ ვენახი" დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ირაკლი ლომსაძე არ მალავს, რომ გარკვეული გავლენა არაჩვეულებრივი მუსიკოსებით დაკომპლექტებულ ჯგუფ "ადიოსგანაც" (შემდგომში "შინ") ჰქონდათ. "ადიოს" მუსიკამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თამამად ვიტყვი, რომ ასეთი საინტერესო მუსიკა არც ერთ ქართულ ჯგუფს არ შეუქმნია. ასევე ინდივიდუალური ჟღერადობა შექმნა "სანდამაც", რითაც დღემდე ვართ ცნობილი მსმენელში", - ამბობს ირკლი ლომსაძე.

ამჟამად "სანდას" შემადგენლობაში ნათია ნამგალაური, ირაკლი ლომსაძე, სოსო საყვარელიძე, დიმა ასატუროვი, ზურაბ ლანჩავა, ქეთი ჯოხაძე და ვანო ხიმშიაშვილი არიან. კონცერტებისა და სტუდიური ჩაწერებისას ჯგუფს კლასიკური მუსიკოსების კვარტეტიც (მარიამ წიბახაშვილი, ვაჟა მამათელაშვილი, ელენე შაშიაშვილი, მარიამ ლორია) ეხმარება. რაც შეეხება საფრანგეთში დაგეგმილ კონცერტებს, ჯგუფს ქართული ჟღერადობის კომპოზიციებისა და ელექტრონული მუსიკის გარდა ცნობილი შემსრულებლების ქოვერებიც მიაქვს.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი