RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ახალი დისკი, ახალი ორკესტრი, ახალი შეკითხვები

სამხატვრო აკადემია რადიო "მუზასთან" ერთად...

24 საათი 14.01.10

სამხატვრო აკადემია რადიო "მუზასთან" ერთად...

ორი წლის წინ თბილისში ერთი დამოუკიდებელი შემოქმედებითი გაერთიანება შეიქმნა. სხვა გაერთიანებებისგან განსხვავებით მათ არც ქონება ჰქონდათ და არც პრეტენზია მისი მისამართით. ხელოვანთა ამ ტიპის გაერთიანება ყველაზე უნიკალურია, რაც კი რამ მოუგონია კულტურულ საზოგადოებას - ორკესტრი. ალექსანდრე ხაინდრავას ინიციატივით ჩამოყალიბებულმა ორკესტრმა დაბადებიდან სულ მალე ბინა თბილისის სამხატვრო აკადემიის კედლებში დაიდო და რექტორის, გია ბუღაძის ხელშეწყობით დღევანდელ დღემდე მოვიდნენ. დღეს კი ორკესტრის წინაშე ახალი პერსპექტივებია. ამჯერად, ნიჭიერი მუსიკოსების გაერთიანებას უკვე ბევრად ზემდგომმა სახელმწიფო სტრუქტურამ მიაქცია ყურდღება. მართალია აქამდე თბილისის სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრი დაფინანსებას ვერ შოულობდა, მაგრამ ამბობენ, რომ უკვე როგორც დამოუკიდებელი ორგანიზმი ბევრისთვის და ბევრი ღონისძიებისთვის გახდება მიმზიდველი. სულ მალე სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრი დარეგისტრირდება როგორც "თბილისის სიმფონიეტა" და რომელსაც, როგორც ორკესტრის მენეჯერები ამბობენ, მეურვეობას სახელმწიფო გაუწევს. ორკესტრის იმედები უსაფუძვლო არ არის. მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი სახელმწიფომ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახით უკვე განაცხადა.

მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მომხდარა, ჯერ ისევ სამხატვრო აკადემიის კედლებში მოღვაწეობენ... სულ ახლახანს აკადემიამ და მასთან დამეგობრებულმა რადიო "მუზამ" ახალგაზრდა ორკესტრს მშვენიერი საჩუქარი უსახსოვრეს, ჩაწერეს რა უსასყიდლოდ ორკესტრის პირველი დისკი, რომელშიც შევიდა ასტორ პიაცოლას "წელიწადის დონი" (ოთხი ნაწილისგან) და მეხუთე - პიაზოლას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები Oblivion.

ორი დღის წინ სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში "აკადემიმია ჰოლი" სწორედ ამ დისკის პრეზენტაციისთვის მიძღვნილი მინი კონცერტი გაიმართა, სადაც აკადემიისა და რადიო "მუზას" წარმომადგენლებმა კამერული ორკესტრის შესაძლებლობებზე და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ხვალ უკვე "თბილისის სიმფონიეტას" წარმატებები და საკმაოდ კარგი შესრულების დონე საოცარი არ არის. ამ ორკესტრში თავი მოუყარეს საუკეთესო მუსიკოსებს სხვადასხვა სახელმწიფო ორკესტრებიდან. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კამერულ ორკესტრს სახელმწიფოს მიერ დოტაციის პერსპექტივა გამოუჩნდა და მისით ასე რიგად დაინტერესდნენ. ამის პარალელურად ასევე სახელმწიფო და სტრუქტურულად მასშტაბურ ინსტიტუციაში - ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ხელფასები ისევ ნახევრდება. მუსიკალური ცენტრი სახელმწიფო პროექტი გახლავთ, რომელშიც რამდენიმე ორკესტრი და გუნდია გაერთიანებული. მასზე სულ რაღაც ორი წლის წინ დიდ იმედებს ამყარებდნენ და მისი განვითარებისთვის შემდგომ ნაბიჯებს გეგმავდნენ. ამ ცენტრის გარდა, მასთან ტერიტორიულად სულ ახლოს არის მასზე ბევრად სტაჟიანი და საინტერესო წარსული მქონე ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი. რომელიც განახლებულ კედლებში სულ მალე "განახლდება" და ასევე დასჭირდება ყურადღება. ასე რომ პატარა თბილისი საკმაოდ მდიდარია თბილისის სახელობის თუ სახელმწიფო ორკესტრებით. სწორედ ამის გამო შეიძლება გვეუცნაუროს "შიმშილი" მაინც და მაინც სახელმწიფო გრიფის მქონე მუსიკალური გაერთიანების არსებობის გამო.

მაგრამ, მოდით ეს საკითხი უკვე ამ თემაზე მოჩურჩულე კულუარებს ვანდოთ, ამ ეტაპისთვის მაინც და მათ, ვინც დღეს ავანგარდშია, წარმატებები ვუსურვოთ.

ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეიძლება ითქვას: რაც მეტი, მით უკეთესი. მთავარია, კულტურის პოლიტიკასა და პროცესების თანმიმდევრობაში ალოგიკურობა არ შეიპაროს.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი