RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

მუსიკა 80-იანებიდან

ალბათ დაკვირვებული ხართ, როგორც კი 80-იანი წლების მუსიკაზე ჩამოვარდება საუბარი, ყველას ირონიულად ეცინება და ამ ეპოქისადმი თავის უარყოფით დამოკიდებულებას ხელის ჩაქნევით გამოხატავს.

24 საათი 30.03.10

ალბათ დაკვირვებული ხართ, როგორც კი 80-იანი წლების მუსიკაზე ჩამოვარდება საუბარი, ყველას ირონიულად ეცინება და ამ ეპოქისადმი თავის უარყოფით დამოკიდებულებას ხელის ჩაქნევით გამოხატავს.

ეს ტიპური სტერეოტიპია, რასაც 80-იანელთა მუსიკალური სტილის გარდა სასცენო იმიჯის თავისებურებაც განაპირობებს. არადა ფაქტია, რომ ყველა პერიოდმა თანამედროვე მუსიკაში საკუთარი ერა შექმნა, რომელიც შემდგომი საფეხურის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპივით იყო. ასეთი დამოკიდებულების "მსხვერპლი" ხშირად გამხდარა ბოი ჯორჯი, მუსიკოსი მკვეთრად გამოხატული იმიჯითა და მუსიკალურობით. თუმცა 48 წლის მუსიკოსს დროის მსვლელობა არ აშინებს და შოუ ბიზნესში ტრიუმფალურ დაბრუნებას გეგმავს.

2011 წელს ზუსტად 30 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ლონდონის სცენაზე ახალი ტალღის პოპ ჯგუფი Culture Club გამოჩნდა. ბოი ჯორჯს ჯგუფის აღდგენა სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად სურს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ BBC 5 Live-ის ეთერში ილაპარაკა: "30 წელი მნიშვნელოვანი თარიღია, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, თუ ძველ დროს გავიხსენებთ, ჩვენს მუსიკას ახალი ელემენტებით გავამდიდრებთ და მსმენელის წინაშე წარვსდგებით. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი ჩვენი ფანები, ისინი ალბათ სიხარულით მოვლენ კონცერტზე". მან ისიც არ გამორიცხა, რომ ჯგუფი მხოლოდ ერთი კონცერტით არ შემოიფარგლება, შესაძლოა პატარა ტურნეც დაიგეგმოს და იქვე დასძინა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე იქნება.

Culture Club-მა ოფიციალურად არსებობა ჯერ კიდევ 1986 წელს შეწყვიტა, თუმცა 1998 წელს მცირე ხნით მაინც სცადა სცენაზე დაბრუნება. 2001 წელს ჯგუფმა ლონდონის Royal Albert Hall-ში 20 წლის იუბილე აღნიშნა. კონცერტს საკმაოდ ბევრი მსმენელი დაესწრო, რამაც ხაზი გაუსვა, რომ ბოი ჯორჯი და კომპანია ხალხს ჯერ კიდევ აინტერესებს.

თუმცა 80-იან წლებში გაცილებით აინტერესებდა, რადგან იმ პერიოდის მსგავსი ტიპის ჯგუფებს შორისაც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა ახასიათებდა. 1981 წლიდან 1986 წლამდე ხუთი სტუდიური ალბომის გამოშვება მოახერხეს, რაც უდავოდ ერთგვარი რეკორდია. გარდა ამისა, გამოშვებული აქვთ ამდენივე ნაკრები ალბომი. მაგრამ ჯგუფს პოპულარობა პირველ რიგში რამდენიმე ჰიტმა Do You Really Want To Hurt Me, Karma Chameleon მოუტანეს. Culture Club-მა შვიდჯერ მოიპოვა "გრემის" ჯილდო, ათჯერ მოხვდა ბრიტანეთის Top 10-ში და ექვსჯერ ამერიკულ საუკეთესო ათეულში, მთლიანობაში კი მსოფლიოში 35 მილიონი ალბომი გაყიდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა პრაქტიკულად არ შეცვლილა, ბოი ჯორჯი, როი ჰეი, მიკი კრეიგი და ჯონ მოსი ერთად ქმნიდნენ საკუთარ ლეგენდას.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი