გუშინ, 16 დეკემბერს “მაგთი კლუბში” ქართული ბლუზ ბენდის T.Blues Mob კონცერტი გაიმართა.
24 საათი 19.12.10
გუშინ, 16 დეკემბერს “მაგთი კლუბში” ქართული ბლუზ ბენდის T.Blues Mob კონცერტი გაიმართა.
ბენდი, რომელიც 12 წლის წინ შეიქმნა და უკანასკნელი 10 წლის მანძილზე წარმატებით გამოდის ევროპის წამყვან ბლუზ და ჯაზ ფესტივალებზე, განახლებული შემადგენლობით და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა.
T.Blues Mob 1998 წელს კოკა ცქიტიშვილის თაოსნობით შეიქმნა. იგი დღესაც ბენდის ლიდერი, ბასისტი და “ოკალისტია. მასთან ერთად ნაწილობრი” განახლებულ შემადგენლობაში უკრავენ გიტარისტი თამაზ თხინვალელი, დრამერი დავით მანიჟაშვილი, ქართველი მსმენილისთვის კარგად ცნობილი შემსრულებელი და კომპოზიტორი რომა რცხილაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეუერთდა T.Blues Mob-ს.
1998-2010 წლებში ბენდს გასტროლები ჰქონდა დანიაში, გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, რუსეთში, ტაილანდში, ნიდერლანდებში და ნორვეგიაში და უკრავდა ამ ქვეყნებში გამართულ, როკის, პოპის, ბლუზის და ჯაზის ფესტივალებზე.
განსაკუთრებული “მაგთი კლუბში” გამართულ კონცერტში ის იყო, რომ ქართულ ბლუზ ბენდს, რომელსაც უკვე ბევრი წელია ძალიან კარგად იცნობენ დასავლეთში და რომელმაც მნიშვნელოვან აღიარებას მიაღწია პრესტიჟულ ფესტივალებზე და ბლუზის ისეთ ლეგენდებთან დაკრული ერთობლივი კონცერტების წყალობით, როგორებიც არიან - მეჯიქ სლიმი, ჯონი უინთერი, ელვინ ლიი, ბლეიზი და Omar&Howlers, საქართველოში ნაკლებად იცნობენ. შესაბამისად, 16 დეკემბრის კონცერტი გარკვეულწილად T.Blues Mob-ის ქართულ პრემიერად შეიძლება ჩაითვალოს. მეტიც, საკმაოდ ხმამაღალ განაცხადად, რომელიც გულგრილს არ და “ერ დატოვებდა ნამდვილი ბლუზის მოყვარულ ქართველ მსმენელს. მით უფრო, რომ ჯგუფის წევრები დარწმუნებულები იყვნენ, ამ კონცერტით არა მხოლოდ თვითონ გადადგამდნენ ნაბიჯს თბილისელი მსნელისკენ, არამედ მსენელსაც “აიძულებდნენ” ერთი ნაბიჯი გადაედგა ნამდვილი და კარგი მუსიკისკენ.
ინტერვიუ T.Blues Mob-ის ორ წამყვან მუსიკოსთან, კოკა ცქიტიშვილთან და რომა რცხილაძესთან “მაგთი კლუბში” კონცერტის წინ დაგეგმილ ერთ-ერთ ბოლო რეპეტიციაზე ჩაიწერა, რა თქმა უნდა ბლუზის თანხლებით.
- კოკა, ისე მოხდა, რომ ევროპაში უკეთ გიცნობენ, “იდრე საქართველოში. როგორ გაჩნდა იდეა და სურვილი თბილისის პუბლიკას დაბრუნებოდით?
- მთავარი მიზეზი ის არის, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ქართველ მსმენელს ენატრება ეს მუსიკა, ამ ხარისხის მუსიკა. თბილისი ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი მსენელით. ისიც მახსოვს, რამდენიმე წლის წინ როდესაც მოსკოვში დაკვრა მოგვიწია, კონცერტის შემდეგ ანდრეი მაკარევიჩი გვეუბნებოდა: თბილისი ჩვენთვის ყოველთვის ჩიკაგოსავით იყო. თბილისის პუბლიკისთვის დაკვრა ჩვენთვის უმაღლესი მიღწევის ტოლფასი იყო...
- უკანასკნელი 6 წლის მანძილზე აქ აღარ დაგიკრავთ. ნერვიულობთ იმაზე, თუ როგორ მიიღებს ქართული პუბლიკა თქვენ მუსიკას?
- ნამდვილად არა. რადგან დარწმუნებლიები “ართ იმაში რასაც “აკეთებთ და თან ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ეჭვიც არ მეპარება, რომ შესანიშნავი კონცერტი იქნება “მაგთი კლუბში”, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩენი მხარდაჭერისთვის.
სინამდვილეში ყოველთვის ძალიან გვინდოდა ჩვენი მსმენელის წინაშე გამოსვლა, მაგრამ, სამუშაო გრაფიკი გადატვირთული გვქონდა. ექვსი თვე, რომელსაც ჩვენ გასტროლებზე “ატარებთ ძალიან დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვდა და თბილისში რომ “ბრუნდებოდით, საკმაოდ დაცლილები “იყავით. თან იყო მომენტები, როდესაც გვეჩვენებოდა, რომ აქ ცოტა განელებული იყო ინტერესი ამ მუსიკის მიმართ. თუმცა, ყოველთვის იყო და ახლაც არის მსმენელი, რომელსაც უნდა ნორმალური ბენდის მოსმენა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ თბილისშიც დაგვეკრა.
პირადად მე ამ მუსიკას ბოლო 30 წელი “ემსახურები. ეს არის ბლუზი. ეს არის მუსიკა, რომელიც აუხსნელია. ეს არის გრძნობა! ეს არის მეტი “იდრე მუსიკა! აქ არ არის საჭირო რაღაცის ცოდნა, აქ არის საჭირო გრძნობა!
- არა მგონია, ადვილი იყოს ევროპაში ბლუზის სფეროში ასეთი სერიოზული წარმატების და აღიარების მოპოვება. როგორ მოხვდით საქართველოდან ევროპულ ასპარეზზე?
- ბენდი უკვე 12 წელიწადი არსებობს. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ფეხი მოვიკიდეთ სკანდინავიის ქვეყნებში. “მუშაობთ ბლუზის ერთ-ერთ უმსხვილეს პრომოუტერთან “მარსკი მიუზიქვ. ჩვენი მასალა სწორედ მისმა პრეზიდენტმა -ფლემინგ კრისტენსონმა მოისმინა და მოიწონა. ეს უმსხვილესი კომპანიაა. მუშაობს 45 ბენდთან. გარდა იმისა, რომ მას მოეწონა ჩვენი შესრულება აქ როლი იმ ფაქტორმაც ითამაშა, რომ ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრციდან, კავკასიიდან “იყავით. იმ ჯგუფებს შორის, რომლებთანაც ეს კომპანია მუშაობს, არიან ბენდები ინგლისიდან, ამერიკიდან, რამდენიმე დანიური ბენდია. თუმცა ჩვენ ერთადერთები “ართ არამხოლოდ ჩვენი რეგიონიდან, არამედ აღმოსავლეთ ევროპიდანაც. Georgia ჯერ რა თქმა უნდა, ჰგონიათ ის Georgia, ანუ ამერიკა, მერე კი გაიგეს, ეს Georgia-ა, ანუ საქართველო. და გაუკვირდათ, რომ საქართველოში ბლუზის ასეთი სერიოზული შემსრულებლები აღმოჩნდნენ.
- როგორც “ხვდები, თქვენ სხვადასხვა ქვეყნებში ჯაზის და ბლუზის ძალიან პრესტიჟულ ფესტივალებზე გიწევთ გამოსვლა...
- უკვე 400 კონცერტზე მეტი გვაკვს დაკრული. 40 უდიდეს ფორუმზე. ბოლო ორი წელიწადია “უკრავთ იქ, სადაც ბლუზის ლეგენდა ჯონი უინთერი უკრავს. ეს ნამდვილი ბედნიერებაა! არა თუ ჩვენი რეგიონიდან, არამედ აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ სხვა ბენდს არ დაუკრავს მასთან.
- თქვენ დაუკარით?
- დიახ, დავუკარით. შარშან დანიაში გვქონდა კონცერტი და სწორედ იქ მოხდა ეს. მომავალ წელს არის დაგეგმილი კიდე” რამდენიმე კონცერტი. ასევე მეჯიქ სლიმთან გვქონდა ერთობლივი კონცერტი. მეჯიქ სლიმი ბლუზის ერთ-ერთი ფუძემდებელია და ჯონ ლი ჰუკერის და ბარი “ატერსის რანგის მუსიკოსია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ასევე რამდენჯერმე ერთად დავუკარით ტეხასური ბლუზის შემსრულებელთან Omar & the Howlers.
ისე მოხდა, რომ ამ ერთობლი” კონცერტების წყალობით მათ საქართველო გაიცნეს და მზად არიან ჩამოვიდნენ და აქაური პუბლიკისთვის დაუკრან. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და საკმარისი კონტაქტები, რომ შევთავაზოთ მათ თბილისში ჩამოსვლა.
- და რა გიშლით ხელს?
- ალბათ დაინტერესება უნდა იყოს სათანადო. მითუმეტეს, რომ ყველა ეს შემსრულებელი მზად არის შესაძლოა უფასოდ არა, მაგრამ მინიმალურ ჰონორარებს დათანხმდეს. ისიც მახსოვს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ სულ ორი თვე იყო გასული, რომ გასტროლებზე მოგვიწია ისე” წასვლა სკანდინავიაში და ყველამ ძალიან დიდი თანაგრძნობა გამოგვიხატა. ფოტოებიც კი გვაქვს, სადაც Omar & the Howlers-ს ჩვენ მხარდასაჭერად ხელში წარწერა უჭირავს STOP RUSSIA . ცრემლები მოდიოდა ამხელა კაცს. გვეუბნებოდა: მე თქვენ გამაცანით საქართველო და როდესაც ომის ქრონიკას “უყურებდი ღმერთს “ევედრებოდი, რომ გადარჩენილიყავით...
ისე მოხდა, რომ ბლუზის მეშვეობით ჩვენ საქართველოს “მისიონერები” გავხდით ბლუზის სამყაროში. ამ ლეგენდარულ შემსრულებლებს “ხვდებოდით ისეთ ქვეყნებში და ისეთ ღონისძიებებზე, სადაც ჩვენგან არასდროს არავინ ყოფილა. მხოლოდ T.BLUES MOB...
- იმასაც ამბობდით, რომ ძველმა ბენდმა სახე იცვალა და სწორედ განახლებული სახით წარსდგება თბილისელი მსმენელის წინაშე...
- ჩვენ დაგვემატა რომა რცხილაძე, რომელსაც აქამდე მსმენელი იცნობდა როგორც შესანიშნა” კომპოზიტორს და შემსრულებელს. მაგრამ, ჩვენი ბენდის კონტექსტში მას სულ სხვა სახით დაინახავენ და მოისმენენ. რადგან რომა არის ის ბლუზმენი და პიანო ფლეიერი, რომელიც უკრავს ბლუზს და როკენროლს. სიხარულს არ “მალა”, რომ ის ჩვენთან არის და როგორც თვითონ ამბობს: აეხლა მე იქ “არ, სადაც უნდა “იყო... ეს შეფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რომამდე ჩვენ რამდენიმე პიანისტი მოვისმინეთ, მაგრამ აი ის მთავარი, რასაც “ბლუზის ბგერა” ანუ “ბლუ ბგერა” ჰქვია და რის გარეშეც ბლუზის შესრულება შეუძლებელია, “ერ გავიგონეთ. სამაგიეროდ, ეს “ბლუ ბგერა” რომას ძალიან ძლიერი აქვს.
ჩვენთან ერთად უკრავს ასევე თამაზ თხინვალელი, რომელიც თამამად შემიძლია “თქვა, რომ ბრწყინვალე გიტარისტია. ჩვენი გამოსვლების დროს მაგალითად, დანიაში პრესამ იგი საუკეთესო გიტარისტად აღიარა. სამწუხაროდ, იგი აქ არ არის ასე პოპულარული. დრამერი გვყავს დათო მანიჟაშვილი, რომელსაც ბლუზის და სვინგის ფანტასტიკური გრძნობა აქვს. და როგორც ჩვენ “ამბობთ ხოლმე - ზღპრულად “სვინგაობსვ.
- განახლებულ ბენდში “ოკალსაც თქვენ ითავსებთ...
- დიახ. ასე მოხდა... მე თვითონ დავიწყე სიმღერა. მანამდე არ მიმღერია. და მერე რაღაც გარღვევა მოხდა თითქოს ჩემში. დავიწყე სიმღერების წერაც. დაახლობით 20 სიმღერა დავწერე ამ ბოლო თვეების განმავლობაში. 16 დეკემბერს ბლუზის სტილში დაწერილი 12 სიმღერის პრემიერა შედგება. ასევე მინდა აღვნიშნო ის ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც ჩვენთან ჩასაბერ ინსტრუმენტებზე უკრავენ. და რომლებიც რომამ მოიყვანა. მე არც მეგონა, რომ ახალგაზრდები ასე მონდომებულები იქნებოდნენ. სულ მეუბნებოდნენ: მოწყურებულები “იყავით და თითქოს ეხლა გავიხსენითო. ბედნიერები არიან და მე ეს მიხარია, იმიტომ, რომ ბლუზი არ არის მხოლოდ მუსიკა. ბლუზი-ზეიმია.
- რომა, თქვენ ამბობდით ამ ბენდში მოსვლით თითქოს სახლში დავბრუნდიო...
- მე მართლაც დიდი გზა მაქვს გავლილი, რომელშიც დიდი შრომაა ჩადებული, მაგრამ ეს მხოლოდ უვერტიურა იყო. ასე მგონია, რომ ახლა, ამ ბენდით დავუბრუნდი ამოსავალ წერტილს, იმას, რითიც დავიწყე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავბრუნდე ჩემ მუსიკაში, ჩემ “საუნდშივ. ის ჰარმონია, რომელშიც მე “არ არის ჩემი ჩარჩო. მთელი ჩემი გამოცდილება მინდა ბლუზით შევფუთო. ჩემი მოსვლით T.BLUES MOB-ის შესრულების მანერაში შემოვიდა ფანქის ელემენტებიც, რაც კოკას იმის შესაძლებლობასაც მისცემს, რომ ბლუზი გაამრავალფეროვნოს. ამ ფორმით ჩვენი გამოჩენა თუნდაც ევროპულ ფესტივალებზე სიახლე იქნება მსმენელისთვის. ეს ახალი ჟღერადობის ბლუზი იქნება. ასე რომ - welcome (მობრძანდით!). ჩვენ აქ “ართ.
- მომესმა თუ მართლა საუბრობდით ერთ-ერთ ინტერვიუში კავკასიურ ბლუზზე?
- არ მოგესმათ. ჩვენ კავკასიელები “ართ. სხვა ენერგეტიკა გვაქვს, სხვა ბგერა გვაქვს, სხვა ყური. თუმცა აღზრდილები “ართ მსოფლიო ბლუზის საუკეთესო ტრადიციებზე და ჩვენი ბენდის შემთხვევაში გადასარევი სინთეზი მოხდა. პლუსს პლუსი დაემთხვა. და როცა ეს ხდება, გამოდის “პერშინგივ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ 16 დეკემბერს “მაგთი კლუბში” ჩვენი კონცერტი პერშინგის აფეთქებასავით იქნება. ეს ქართული, კავკასიური ბლუზის ზეიმი იქნება.
- რომა, თქვენ ძალიან გამოცდილი მუსიკოსი ხართ
- ჩემდა სამწუხაროდ...
- ხართ წარმატებული მუსიკოსიც... თუმცა ყველაფერი გვერდით გადადეთ და T.Blues Mob-ს შეუერთდით...
- მე მართლაც ძალიან დატვირთული ცხოვრება მაქვს, ბევრ რამეს “აკეთებ, მაგრამ ყველაფერი გვერდზე ჩავწიე, მათ შორის, ჩემი დაარსებული აკადემია და “სპილოვ-ც - ჩემი ბენდი.
ამ კონცერტის მომზადებაში დიდი შრომაა ჩადებული და თამამად შემიძლია “თქვა, რომ ძალიან სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ ბლუზის სფეროში. ისიც მგონია, რომ T.BLUES MOB-ს საღამო ერთგვარი “ბლუზის რევოლუცია” იქნება საქართველოში.
საქართველოში რთული მსმენელია. აქ თუ არ მოეწონე, არ მოგისმენენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენი მსმენელის წინაშე წარვსდგეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ, სახლში “ათქმევინოთ, რომ ბლუზს არ აქვს არც კანის ფერი, არც ეროვნება, არც ასაკი. ბლუზი ეს არის პულსი. ბლუზის შესრულებას “ერ ისწავლი, რადგან ის ბლუზის ბგერა, რომელიც უკვე “ახსენეთ ან გაქვს ან - არ გაქვს. გენიალურობა სიმარტივეშია. ბლუზზე ამბობენ სამაკორდიანი არისო. მაგრამ, სირთულე ისაა, რომ ამ სამი აკორდით უნდა თქვა ყველაფერი. და შესაბამისად, ეს სამი აკორდი ადვილი ასაღები არ არის.
- დარწმუნებული ხართ, რომ ის ცნობილი “ბლუზის ბგერა”, რომლის გარეშეც ბლუზი ბლუზი არ არის, თქვენ კონცერტზე გაიჟღერებს?
- მე “იცი, რომ გაიჟღერებს!
- და ისიც იცით, რომ მსმენელი ამ ბგერას გაიგონებს?
- თუ გინდათ, ნიძლავი დავდოთ... მე “დებ ყველაფერს რაც გამაჩნია...