22-26 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს "SEAS BATUMI X” უმასპინძლებს.
24 საათი 04.09.10
22-26 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს "SEAS BATUMI X” უმასპინძლებს.
ფესტივალი მომზადდა საერთაშორისო ორგანიზაცია INTERCULT -ისა და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი თანამშრომლობით. ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულები არიან ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი “კავკასია", ევროკომისია/ DG განათლება და კულტურა, შვედეთის ინსტიტუტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტი.
თეატრალური წარმოდგენები დაგეგმილია, როგორც ბათუმის დრამატული და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების სცენებზე, ასევე ალტერნატიულ სივრცეებში, ბათუმის პორტში, ბულვარში, თეატრალურ ფოიეში და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში დადგემილია ორი საერთაშორისო პრემიერა.
1. “მოლოდინი" - თეატრალური წარმოდგენა Tiyatro Oyunevi. რეჟისორი მაჰირ გუნსირე (თურქეთი). წარმოდგენა მოგვითხრობს არა ევროპელებზე, რომლებიც ცდილობენ რომ გახდნენ ევროპელები.
2. დროის ლიგა - BADco, ხორვატია ცეკვა-წარმოდგენა. სპექტაკლი ემყარება დასავლურის პოპ-კულტურისა და სოციალისტური აღმოსავლეთის პოლიტიკურ კონტექტს.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი “ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით" (რეჟისორი გიორგი თავაძე) და ფოთის თეატრის სპექტაკლი “ვირთხებზე ნადირობა" (რეჟისორი რალფ ზიბელტი).
ფესტივალი "SEAS" გარდა თეატრალური წარმოდგენებისა, მოიცავს სამუსიკო ხელოვნებას, გამოფენებს, ინსტალაციებს (დრიტერო კასაპი /შვეიცარია/ და ვანელინ შურელოვი /ბულგარეთი/), მედიაინსტალაციას (ანნა ლიზა სტენსეზი, /ნორვეგია/), ფოტოინსტალაციას (კატერინა რადჩენკო, /უკრაინა/), ვორქშოპებს (ნადეალკო დელჩევი /ბულგარეთი/; დმიტრო ბოგომაზოვი, /უკრაინა/) და ტრენინგებს კულტურის მენეჯმენტში, რომელსაც გაუძღვებიან კრის ტორში /შვედეთი/ და ლევან ხეთაგური /საქართველო/.
სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულები იქნებიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესიონალი მსახიობები და მოცეკვავეები. 4 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმს 12-მდე ქვეყნის 45-მდე უცხოელი ხელოვანი ესტუმრება.