RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

შეშ­ლი­ლი სამ­ყა­როს ამო­ცა­ნა

პრე­მი­ე­რა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში

24 საათი 24.12.11

პრე­მი­ე­რა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში

შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რე­მი­ე­რო წარ­მოდ­გე­ნა "შეშ­ლი­ლი სამ­ყა­რო" სულ 70 წუ­თი გრძელ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რე­ჟი­სორ­მა ნი­ნო ლი­ტარ­ტი­ან­მა სცა­და, არა მხო­ლოდ ორი ცნო­ბი­ლი პი­ე­სა მო­ე­აზ­რე­ბი­ნა ერ­თად, არა­მედ ორი ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გის ეს­თე­ტი­კა და სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბი შე­ერ­წყა. იოკიო მი­ში­მას "მარ­კი­ზა დე სა­დი" და პი­ტერ ვა­ი­სის "მა­რა­ტი და მარ­კიზ დე სა­დი" რე­ჟი­სო­რის "შეშ­ლილ სამ­ყა­როდ" იქ­ცა. თუმ­ცა, რამ­დე­ნად იოლია რო­მე­ლი­მე ავ­ტო­რის ამოც­ნო­ბა წარ­მოდ­გე­ნა­ში, რთუ­ლი სა­კითხია. სა­კითხი, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად მა­ყუ­რე­ბელ­მა უნ­და გან­სა­ჯოს. რა­ტომ? რა­ზე? რის­თ­ვის? ეს კი ის კითხ­ვე­ბია, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ხა­რის­ხი­სა და მას­შ­ტა­ბის დის­კუ­სი­ის დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლიც აუცი­ლებ­ლად დას­ვამს.

ბერ­ლინ­ში არ­სე­ბობს ასე­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი "art in context" ანუ ხე­ლოვ­ნე­ბა კონ­ტექ­ს­ტ­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი პრო­ექტს უფ­რო ჰგავს, ვიდ­რე ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას. თუმ­ცა ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. იქ სწავ­ლა შე­უძ­ლი­ათ უკ­ვე გა­მოც­დილ ხე­ლო­ვა­ნებს. გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია სპე­ცი­ა­ლო­ბა. მხატ­ვ­რებს, რე­ჟი­სო­რებს, მუ­სი­კო­სებს... ძი­რი­თა­დად მათ, რომ­ლებ­საც აქვთ პრე­ტენ­ზია, ერ­ქ­ვათ შე­მოქ­მე­დი და არა შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი. სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ სტუ­დენ­ტებს გავ­სა­უბ­რე­ბო­დი და გავ­რ­კ­ვე­უ­ლი­ყა­ვი, რა­ში მდგო­მა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტის სა­ი­დუმ­ლო. ვთხო­ვე გა­ნე­საზღ­ვ­რათ, ძი­რი­თა­დად რა ამო­ცა­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს პრეს­ტი­ჟუ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ სწავ­ლას იწყე­ბენ მარ­ტივ და, ამა­ვე დროს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის მცდე­ლო­ბით და ამ კითხ­ვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე არ­სობ­რი­ვი არის "რა­ტომ?". ხო­ლო მას შემ­დეგ, რაც იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი ამ კითხ­ვა­ზე, დგე­ბა მე­ო­რე კითხ­ვა: რო­გორ შეს­რულ­დეს და წარ­მო­ჩინ­დეს ის, რის გა­მოც იწყე­ბენ ქმე­დე­ბას.

ღრმად ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, თუ­კი რე­ჟი­სორ­მა იცის, რა­ტომ მოს­წონს ესა თუ ის პი­ე­სა, ეცო­დი­ნე­ბა ისიც, თუ რი­სი წარ­მო­ჩე­ნა სურს, რა არის დღეს მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი დრა­მა­ტურ­გის თე­მებს შო­რის. და თუ­კი ის ფლობს სა­რე­ჟი­სო­რო პრო­ფე­სი­ის უნა­რებს, რო­გორც ამ­ბო­ბენ - ხე­ლო­ბას, და აქვს ოს­ტა­ტო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნიშ­ნუ­ლის­თ­ვის მიღ­წე­უ­ლი, შეძ­ლებს აგე­ბას. მიხ­ვ­დე­ბა, რას იტევს ერ­თი დად­გ­მა და რას ვე­რა, და პა­რა­ლე­ლუ­რი თე­მის­თ­ვის გა­მო­ძებ­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ხი­დებს.

ამ­ხე­ლა შე­სა­ვა­ლი მხო­ლოდ იმის­თ­ვის დავ­წე­რე, რომ ბევ­რად უკეთ მი­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა, რა­ში მდო­მა­რე­ობს დად­გ­მის ის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა - ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა და დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა. სწო­რედ ეს პრობ­ლე­მა აზ­რ­ს­მოკ­ლე­ბულს ხდის სა­უ­ბარს იმა­ზე, რაც პი­ე­სის რე­ჟი­სო­რი­სე­უ­ლი ამო­კითხ­ვის სა­კითხის შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლე­ბა ხოლ­მე, თუნ­დაც - სამ­სა­ხი­ო­ბო გუნ­დის შეს­რუ­ლე­ბის, მხატ­ვ­რო­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბის სა­კითხე­ბი.

"შეშ­ლი­ლი სამ­ყა­როს" მა­ყუ­რე­ბელს ერ­თი უზარ­მა­ზა­რი ამო­ცა­ნა დამ­ხ­ვ­და გა­და­საჭ­რე­ლი: წარ­მოდ­გე­ნი­დან გა­მე­გო, რა ამოძ­რა­ვებ­და ავ­ტორს, რო­დე­საც მი­ში­მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, დი­ა­ლო­გის თე­ატ­რი­დან ვა­ი­სის ბრეხ­ტი­სე­უ­ლი - ქა­ო­სი­სა და კარ­ნა­ვა­ლის სამ­ყა­რო­ში გა­დამ­ხ­ტა­რი­ყო და შემ­დეგ ისე აერია ერ­თ­მა­ნეთ­ში ორი­ვე, ერ­თიც და­კარ­გ­ვო­და და მე­ო­რეც.

იოკიო მი­ში­მას "მარ­კი­ზა დე სა­დი" მარ­კიზ დე სა­დის პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ დის­კუ­სი­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი. მარ­კი­ზის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, გა­რე­მოც­ვა, ახ­ლობ­ლე­ბი და დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნოს ერ­თობ თა­ვი­სე­ბურ ადა­მი­ანს და მას­თან ერ­თად მის მე­უღ­ლეს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მე­უღ­ლის მი­ღე­ბა ისე­თად, რო­გო­რიც არის. და­პი­რის­პი­რე­ბა მი­ღე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს, სტე­რე­ო­ტი­პებ­სა და ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის. დის­კუ­სია იმა­ზე, თუ სა­დამ­დეა ის თა­ვი­სუ­ფა­ლი და რო­დი­დან - დამ­ნა­შა­ვე...

პი­ტერ ვა­ი­სის "მა­რა­ტი და სა­დი" სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ს­ტია. მი­სი დრა­მა­ტურ­გი­ის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ბრეხ­ტის მოს­წავ­ლე­დაც მო­ი­აზ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­ე­სა ასე­თი პა­რა­ლე­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო თვი­სე­ბებს მშვე­ნივ­რად ავ­ლენს. ავ­ტო­რი იყე­ნებს ცნო­ბას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ დგამ­და სა­გი­ჟეთ­ში გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი მარ­კიზ დე სა­დი, სუ­ლი­ე­რად და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად, პოლ მა­რა­ტის მკვლე­ლო­ბის სცე­ნას. დად­გ­მის პრო­ცეს­ში თა­ნას­წორ­ნი ხდე­ბი­ან მარ­კი­ზი და მი­სი პერ­სო­ნა­ჟი - საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის გმი­რი მა­რა­ტი. ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით ტკბო­ბი­სა და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბის აღ­მ­ს­რუ­ლე­ბე­ლი უპი­რის­პირ­დე­ბა სამ­შობ­ლოს­თ­ვის - ყვე­ლას­თ­ვის თავ­გან­წი­რულ გმირს და ეს ყო­ვე­ლი­ვე ხდე­ბა სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­საც ავ­ტო­რი სა­გი­ჟე­თად გვთა­ვა­ზობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­ე­სა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ტექ­ს­ტია ევ­რო­პუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნებ­ზე. სა­გი­ჟე­თი უქ­ცე­ვი­ათ კლო­უ­ნა­დად, სა­სა­მარ­თ­ლოდ, სა­საკ­ლა­ოდ... შეშ­ლი­ლი სამ­ყა­რო უჩ­ვე­ნე­ბი­ათ ტექ­ს­ტი­თა და პან­ტო­მი­მით. მოკ­ლედ, ვა­ი­სის პი­ე­სა ენობ­რი­ვი და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მათ შო­რის, აქ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სა­ჟე­ბის­თ­ვის. ალ­ბათ ამი­ტო­მაც რე­ჟი­სო­რე­ბი მას სხვა­დას­ხ­ვა დრო­ში აცოცხ­ლე­ბენ. ყვე­ლა­ზე ხში­რად კი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ხათ­რით ხდე­ბა.

რა აიღო აქე­დან რე­ჟი­სორ­მა და რი­სი ხილ­ვა შე­გიძ­ლი­ათ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში: მგო­ნი, ნი­ნო ლი­პარ­ტი­ა­ნი უფ­რო ვა­ი­სის მხა­რეს არის. ეს ჩანს პი­ნა ბა­ო­შის­გან ნა­სეს­ხებ ეს­თე­ტი­კა­ში - მოძ­რა­ო­ბა, მუ­სი­კა, ვე­ლუ­რი ინ­ფან­ტი­ლიზ­მი... თუმ­ცა ნა­სეს­ხებ ფორ­მებს, ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძის გარ­და, არც არა­ვინ იყე­ნებს სამ­სა­ხი­ო­ბო მა­ნევ­რებ­ში. ეს ჩანს მსა­ხი­ო­ბე­ბის ხმა­სა და სა­ხე­ზე თა­ვი­დან­ვე გა­მო­ხა­ტულ ის­ტე­რი­კა­ში (ძი­რი­თა­დად ხომ ასე ვთა­მა­შობთ ბრეხტს და ყვე­ლა­ფერს მსგავსს), ეს ჩანს პერ­სო­ნაჟ­თა წარ­დ­გე­ნი­სა და გას­ვ­ლის "ა ლა" სტუ­რუ­ა­სე­ულ მე­თო­დებ­შიც და, ბო­ლოს და ბო­ლოს, იმა­ში, რომ დი­ა­ლო­გე­ბი მსა­ხი­ობ­თათ­ვის მხო­ლოდ დამ­ხ­მა­რე ხერ­ხია და არა ში­ნა­არ­სის, იდე­ი­სა და არ­სის გად­მო­ცე­მის ფორ­მა. თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ საქ­მე არა­ვერ­ბა­ლურ თე­ატ­რ­თან გვაქვს. პი­რი­ქით, ლა­პა­რა­კო­ბენ და ხმა­უ­რო­ბენ ბევრს. კითხუ­ლო­ბენ რე­ჟი­სო­რის მი­ერ ინ­ს­ცე­ნი­რე­ბულ ტექსტს მა­ნე­რუ­ლად, და­მა­ჯე­რებ­ლად, გა­უ­მარ­თა­ვად და გა­მარ­თუ­ლად. უბ­რა­ლოდ, სა­გი­ჟე­თი გა­გე­ბუ­ლია პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, ამი­ტო­მაც ნათ­ქ­ვა­მის, მი­სი აზ­რი­სა და ამო­ცა­ნის და­კავ­ში­რე­ბა ურ­თუ­ლე­სია.

მე რომ რო­მე­ლი­მე ახალ­გაზ­რ­დულ დას­ზე ვსა­უბ­რობ­დე, სტა­ტი­ის წე­რას აქ და­ვას­რუ­ლებ­დი. მაგ­რამ საქ­მე ეხე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დასს. პირ­ვე­ლი საპ­რე­მი­ე­რო წარ­მოდ­გე­ნის ხილ­ვის შემ­დეგ მაქვს წარ­მოდ­გე­ნა, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ჩე­ნის გარ­და, მსა­ხი­ო­ბე­ბის წი­ნა­შე სხვა არა­ნა­ი­რი ამო­ცა­ნა არ დას­მუ­ლა. ისი­ნიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯ­ნენ, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე ამ­ჯე­რა­დაც თავ­და­უ­ზო­გა­ვია. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ხე­დავს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს (და­საწყის­ში), თუმ­ცა მი­სი პერ­სო­ნა­ჟის გან­ვი­თა­რე­ბა არ ხდე­ბა წარ­მოდ­გე­ნის შუ­ი­დან. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მი­სი პერ­სო­ნა­ჟის ფუნ­ქ­ცი­აც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ხდე­ბა. ამი­ტო­მაც მსა­ხი­ო­ბი თა­ვის­თ­ვის და თა­ვი­სე­ბუ­რად თა­მა­შობს და ისე­თი­ვე ცნო­ბა­დი ხდე­ბა სხვა წარ­მოდ­გე­ნე­ბი­დან, რო­გორც სხვა მი­სი კო­ლე­გე­ბი. თა­თუ­ლი დო­ლი­ძე უბ­რა­ლოდ თა­თუ­ლი დო­ლი­ძეა. მა­ნე­რუ­ლი, ლა­მა­ზი, გა­ღი­მე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რ­და რუ­სუ­დან მა­ყაშ­ვი­ლიც ის გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც ვი­ცით ტე­ლე­შო­უ­ე­ბი­დან და სე­რი­ა­ლე­ბი­დან და ა.შ.

მკითხ­ველ­მა წარ­მოდ­გე­ნა უნ­და იხი­ლოს. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მე გა­და­მა­მოწ­მოს, მე­ო­რეც იმი­ტომ, რომ ამოხ­ს­ნას ის, რა­საც მე ვერ მო­ვე­რიე. რა­ტომ ჰქვია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სცე­ნას ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი? და­ფიქ­რ­დით ამა­ზე და სხვა დროს გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი