RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
21 მაისი, სამშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მო­რი­გი კონ­კურ­სი ახა­ლი პი­ე­სე­ბის­თ­ვის

16 მარტს კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

24 საათი 14.03.12

ლაშა ბუღაძე და ეკა მაზმიშვილი
ლაშა ბუღაძე და ეკა მაზმიშვილი

16 მარტს კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის, ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი და გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია აცხა­დებს კონ­კურსს თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი­სათ­ვის. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ას წა­რუძღ­ვე­ბი­ან: სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ცხა­და­ძე; გა­ე­როს მუდ­მი­ვი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯე­ი­მი მაქ­გოლ­დ­რი­კი; მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მმარ­თ­ვე­ლი ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვი­ლი და დრა­მა­ტურ­გი ლა­შა ბუ­ღა­ძე.

მაგ­რამ საქ­მე მხო­ლოდ კონ­კურ­ს­თან არ გვაქვს. პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე მწერ­ლე­ბის­თ­ვის და­გეგ­მი­ლი სე­მი­ნა­რიც უნ­და გახ­დეს. პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნა, ერ­თი მხრივ, გუ­ლის­ხ­მობს თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დრა­მა­ტურ­გი­ის ფუნ­ქ­ცი­ის გა­აზ­რე­ბას კონ­კ­რე­ტულ ეპო­ქა­ში, მე­ო­რე მხრივ კი უშუ­ა­ლოდ ეროვ­ნუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ის წა­ხა­ლი­სე­ბას, რო­გორც თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, “პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნას ახა­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ტექ­ს­ტე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად და და­წე­რე­ლი პი­ე­სე­ბის ფორ­მი­სე­ულ, სტი­ლის­ტურ, ხა­რის­ხობ­რივ ანა­ლიზს.”

წლე­ვან­დე­ლი კონ­კურს-სე­მი­ნა­რის სა­მუ­შაო თე­მად არ­ჩე­უ­ლი იქ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სათ­ვის მე­ტად სა­ჭირ­ბო­რო­ტო და გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა; კერ­ძოდ - ძა­ლა­დო­ბა ოჯა­ხებ­ში, ძა­ლა­დო­ბა ქა­ლებ­ზე. აღ­ნიშ­ნულ თე­მებ­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად გენ­დე­რულ სა­კითხებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ამ­ჯე­რად ქალ­თა უფ­ლე­ბებ­ზე დის­კუ­სი­ას თე­ატ­რ­ში და­იწყე­ბენ, უბ­რა­ლოდ ფორ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სურთ, რომ სე­მი­ნა­რი ერ­თ­დ­რო­უ­ლად კონ­კურ­სიც იყოს და ერ­თ­გ­ვა­რი პრო­ფე­სი­ულ-ლა­ბო­რა­ტი­რი­უ­ლი კვლე­ვაც. თბი­ლისს გა­რეთ 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე შერ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ ტექ­ს­ტებ­ზე იმუ­შა­ვე­ბენ, მო­ეწყო­ბა დის­კუ­სი­ე­ბი (რო­გორც თე­მა­ტუ­რი, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი), კითხ­ვა და მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა მოხ­სე­ნე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი.

ვინც უკ­ვე და­ინ­ტე­რეს­და, მათ უნ­და იცოდ­ნენ, რომ სი­ნოფ­სი­სე­ბი მი­ი­ღე­ბა 13 მარ­ტი­დან 20 აპ­რი­ლამ­დე. შერ­ჩე­უ­ლი 5-6 სა­უ­კე­თე­სო იდე­ის ავ­ტო­რი პი­ე­სის და­სა­წე­რად გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა კა­ხეთ­ში სას­ტუმ­რო შა­ტო “მე­რე”-ში. “თა­ნა­მედ­რო­ვე დრა­მა­ტურ­გი­ის სე­მი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უნ­და იქ­ცეს ტრა­დი­ცი­ად და ხე­ლი შე­უწყოს ახა­ლი სა­ხე­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, ასე­ვე ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო თუ სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მე­ბის ახ­ლე­ბუ­რად გა­აზ­რე­ბას.” - შე­სა­ბა­მი­სად დამ­წყებ­მა მწერ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი მათ­თ­ვის მომ­ზა­დე­ბულ პრო­ექ­ტად უნ­და აღიქ­ვან.

თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი დრა­მა­ტურ­გიაა, პი­ე­სე­ბი უშუ­ა­ლოდ თე­ატ­რი­სათ­ვის იწე­რე­ბა და მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მეტ­წი­ლად თე­ატ­რი გა­ნა­პი­რო­ბებს - აღ­ნიშ­ნავს ლა­შა ბუ­ღა­ძე, რო­მე­ლიც რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­საც წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამან მოგ­ვა­გო­ნა ორი პრო­ექ­ტი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დრა­მა­ტურგს ჩა­ვე­კითხეთ. საქ­მე ეხე­ბა ბო­ლო 2 წე­ლი­წად­ში გა­მოცხა­დე­ბუ­ლი და დაწყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კე­ნაც თე­ატ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლებს მო­უ­წო­დებ­და. სა­უ­ბა­რია კონ­კურ­ს­ზე ან­ტი­კუ­რი თე­მე­ბის სა­უ­კე­თე­სო რე­ცეფ­ცი­ის­თ­ვის და ომის თე­მა­ზე და­წე­რილ პი­ე­სებ­ზე. ლა­შა ბუ­ღა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ან­ტი­კუ­რი თე­მე­ბის რე­ცეფ­ცია ვერ გა­მოდ­გა დრა­მა­ტურ­გი მწერ­ლე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სად სა­ინ­ტე­რე­სო და რად­გან კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში თე­ატ­რ­მა ძა­ლი­ან სუს­ტი ტექ­ს­ტე­ბი მი­ი­ღო, პრე­მია არ გა­ცე­მუ­ლა. ალ­ბათ ამი­ტო­მაც საკ­მა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მომ­ხ­და­რა.

ბევ­რად უფ­რო რე­ზო­ნან­სუ­ლი გახ­ლ­დათ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­წე­რი­ლი პი­ე­სე­ბის კითხ­ვა. პი­ე­სე­ბი­სა ომის თე­მა­ზე. კითხ­ვებს მოჰ­ყ­ვა დის­კუ­სი­ე­ბი და მე­ტიც, რამ­დე­ნი­მე სტა­ტია ჩვენც მი­ვუძღ­ვე­ნით იმას, თუ რო­გორ და­იწყეს რე­ჟი­სო­რებ­მა შერ­ჩე­ულ პი­ე­სებ­ზე მუ­შა­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის შე­დე­გი სწო­რედ მა­თი სცე­ნა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რა­ლუ­რი სე­ზო­ნი დას­რულ­და, მაგ­რამ არც ერ­თი დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი ტექ­ს­ტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მა­შინ რო­დე­საც ეს პი­ე­სე­ბი და­იდ­გა და გა­მო­ი­ცა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­ცე­მე­ბად. ლა­შა ბუ­ღა­ძე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა ამ პრო­ექ­ტის კარგ მხა­რედ იმას მი­იჩ­ნევს, რომ არა­ერ­თ­მა ავ­ტორ­მა ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის და­წე­რი­ლი პი­ე­სა შემ­დ­გომ­ში სხვა ფორ­მატ­ში გა­ნა­ვი­თა­რა და სხვა პრო­ექ­ტ­სა თუ კონ­კურ­ს­ში გა­მო­ი­ყე­ნა. ასეც არის. ამის მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­გო­ნოთ ბა­სა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის რო­მა­ნი “ომო­ბა­ნა”, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­ჯა­ნის­ვი­ლის სცე­ნა­ზე წა­კითხუ­ლი პი­ე­სა გახ­ლ­დათ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია რომ ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი და ბუ­ღა­ძე, ცნო­ბი­ლი ლონ­დო­ნუ­რი თე­ატ­რის - “რო­ილ ქორ­თის” პრო­ექ­ტ­ში, რო­მელ­შიც ქარ­თ­ვე­ლი დრა­მა­ტურ­გე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, სწო­რედ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის­თ­ვის და­წე­რი­ლი პი­ე­სე­ბით “გა­წევ­რი­ან­დ­ნენ”.

ერ­თი სა­კითხია რას და რა­ტომ ვერ და არ დგა­მენ ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი. კი­დევ სხვა სა­კითხია თუ რამ­დე­ნად შეს­წევთ ძა­ლა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ქარ­თ­ველ მწერ­ლებს გა­მარ­თუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი ტექ­ს­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად. ალ­ბათ ამ სა­კითხე­ბის­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სტრა­ტე­გი­ის ის მხა­რე, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე დრა­მა­ტურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ხელ­შეწყო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ყვე­ლა ეს მცდე­ლო­ბა, მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დღეს თუ არა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მა­ინც აუცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს შე­დეგს.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ბიზნესი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. ამბები >>

    aa
  55. ამბები >>

    aa
  56. ბიზნესი >>

    aa
  57. ბიზნესი >>

    aa
  58. კალათბურთი >>

    aa
  59. სპორტი >>

    aa
  60. ამბები >>

    aa
  61. განათლება >>

    aa
  62. უცხოეთი >>

    aa
  63. რაგბი >>

    aa
  64. კალათბურთი >>

    aa
  65. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი