RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 ივნისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

რო­გორ მოვ­ხ­ვ­დეთ პან­თე­ონ­ში?

ლა­შა ბუ­ღა­ძის ახა­ლი პი­ე­სა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე

24 საათი 28.04.12

ლა­შა ბუ­ღა­ძის ახა­ლი პი­ე­სა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე

ბო­ლო პე­რი­ო­დის ვა­სო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რის სა­რე­პერ­ტუ­ა­რო პო­ლი­ტი­კა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო უცხო­ურ კლა­სი­კურ და თა­ნა­მედ­რო­ვე რე­პერ­ტუ­არ­ზე (თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ეროვ­ნულ კლა­სი­კას გ. ერის­თა­ვის "გაყ­რა" - რე­ჟი­სო­რი და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი). რე­პერ­ტუ­ა­რის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მცდე­ლო­ბად უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და "დად­გ­მა­დი" დრა­მა­ტურ­გის ლა­შა ბუ­ღა­ძის პი­სე­ბის ბო­ლო კრე­ბუ­ლი­დან ერთ-ერ­თის - "პან­თე­ო­ნის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ამა­ვე თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ლა­შა ბუ­ღა­ძის პი­ე­სე­ბი რე­ჟი­სო­რებ­ში დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. ამის დას­ტუ­რია ის, რომ "პან­თე­ო­ნი" უკ­ვე მე­ო­რედ გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­ნამ­დე იგი­ვე პი­ე­სა ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რ­ში დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­მა დად­გა. სპექ­ტაკ­ლის საპ­რე­მი­ე­რო დღე­ე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა...

მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რ­ში ბუ­ღა­ძის "პან­თე­ო­ნის" სცე­ნუ­რი ხორ­ც­შეს­ხ­მა რე­ჟი­სორ­მა, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მო­წა­ფემ გუ­რან­და იაშ­ვილ­მა აიღო თა­ვის თავ­ზე. ვერ ვიტყ­ვი, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლია თა­ვად დრა­მა­ტურ­გი, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლ­მა კრი­ტი­კის აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა, ტექ­ს­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ ვერ გა­მო­იწ­ვია, ფაქ­ტია. პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც გუ­რან­და იაშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლ­ში გა­მოვ­ლინ­და, პი­ე­სის სტრუქ­ტუ­რუ­ლი, სტი­ლის­ტუ­რი და ჟან­რუ­ლი ქსო­ვი­ლის ჩა­რე­ვა­ში მდგო­მა­რე­ობს. ბუ­ღა­ძის პი­ე­სებს ერ­თი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა აქვს, რა­საც ვერ "ჩა­ავ­ლეს" მის­მა დამ­დ­გ­მელ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა (ეს არ ეხე­ბათ გი­ორ­გი თა­ვა­ძე­სა და და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეს, რომ­ლე­ბიც თა­ვად უკ­ვე­თა­ვენ დრა­მა­ტურგს პი­ე­სას და, შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­ღ­ვე­ვენ პი­ე­სის ხერ­ხე­მალს). ბუ­ღა­ძი­სე­უ­ლი ფარ­სის რო­მან­ტი­კულ კო­მე­დი­ად გა­და­კე­თე­ბამ, რე­ჟი­სო­რის მი­ერ პი­ე­სის ამ­გ­ვარ­მა გა­აზ­რე­ბამ და­კარ­გა ბუ­ღა­ძი­სე­უ­ლი ტექ­ს­ტის ყო­ფი­თო­ბა, უშუ­ა­ლო­ბა და სი­სა­და­ვე. სპექ­ტაკ­ლი იწყე­ბა და მთავ­რ­დე­ბა კო­ტე ფურ­ცე­ლა­ძის ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ეტი­უ­დე­ბით, რო­მე­ლიც ცალ­კე აღე­ბუ­ლი შე­საძ­ლოა ვი­ზუ­ა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი იყოს, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლის დი­ნა­მი­კუ­რო­ბა­სა და სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას უშ­ლის ხელს, ამას­თა­ნა­ვე, არ­ღ­ვევს მოვ­ლე­ნა­თა თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას.

ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, იმა­ზეც მო­გითხ­რობთ, რა პრობ­ლე­მა დას­ვა დრა­მა­ტურ­გ­მა და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მი­სი მო­ტა­ნა რე­ჟი­სორ­მა მა­ყუ­რებ­ლამ­დე:

ნუ­თუ კუ­ლუ­ა­რუ­ლად მა­ინც არ მო­გიკ­რავთ ყუ­რი, რო­გორ იბ­რ­ძ­ვი­ან, ის­წ­რაფ­ვი­ან და სი­ცოცხ­ლე­ში­ვე იჭე­რენ თა­და­რიგს ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი და მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი პან­თე­ონ­ში დაკ­რ­ძალ­ვის­თ­ვის? ამ მხრივ, უმარ­თ­ლებთ კი­დეც, თუ­კი ცნო­ბილ ხე­ლო­ვანს ან სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს გავ­ლე­ნი­ა­ნი "პატ­რო­ნი" გა­მო­უჩ­ნ­და. დამ­სა­ხუ­რე­ბა ერის წი­ნა­შე ნაკ­ლე­ბად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, მით უმე­ტეს ახ­ლა, რო­ცა ყვე­ლას ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, ვინც კი სამ­ჯერ მა­ინც გა­მოჩ­ნ­და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთაწ­მინ­დი­სა და დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია და­ხუ­რუ­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბი­სა და გავ­ლე­ნი­ა­ნი "პატ­რო­ნის" დახ­მა­რე­ბით და­საკ­რ­ძა­ლი ად­გი­ლი ყო­ველ­თ­ვის აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე. პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც პან­თე­ო­ნის გახ­ს­ნის დღი­დან დღემ­დე დგას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, ლა­შა ბუ­ღა­ძემ თა­ვის ახალ პი­ე­სა­ში "პან­თე­ო­ნი" დას­ვა, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა ფრაგ­მენ­ტუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც თე­ატ­რა­ლუ­რი ფორ­მით წარ­მო­უდ­გი­ნა მა­ყუ­რე­ბელს.

ლა­შა ბუ­ღა­ძე პი­ე­სა­ში პან­თე­ო­ნის თე­მას იუმო­რი­თა და სარ­კაზ­მით ავი­თა­რებს, დრა­მა­ტურ­გი ხა­ტავს თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბას, ჩვენს მის­წ­რა­ფე­ბებს და მან­კი­ერ თვი­სე­ბებს ყო­ფი­თად, რი­თაც პი­ე­სა ჟან­რობ­რი­ვად ფარსს უახ­ლოვ­დე­ბა. გუ­რან­და იაშ­ვილ­მა კი ის­ტო­რია ორი მო­მაკ­ვ­და­ვი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის სიკ­ვ­დი­ლის წი­ნა დღე­ე­ბის შე­სა­ხებ რო­მან­ტი­კულ კო­მე­დი­ად აქ­ცია, რი­თაც და­ი­კარ­გა პი­ე­სის სო­ცი­ა­ლუ­რი მო­ტი­ვი. სპექ­ტაკ­ლი ვერც მსა­ხი­ობ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ოს­ტა­ტო­ბით და­იკ­ვეხ­ნის, თუმ­ცა არ­ტის­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ხა­ტონ ხა­სი­ა­თე­ბი და წარ­მო­ა­ჩი­ნონ ზო­გა­დი ტი­პა­ჟე­ბი. გრო­ტეს­კუ­ლი სა­ხე შექ­მ­ნა ტა­ტო ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მო­მაკ­ვ­და­ვი კომ­პო­ზი­ტო­რის შვი­ლის, სან­დ­როს როლს ას­რუ­ლებს. იგი რუ­სეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლა და გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­უღ­ლის მო­ნო­ბის უღელ­ქ­ვეშ, ბედ­ნი­ე­რად თუ არა, უკ­მა­ყო­ფი­ლოდ მა­ინც არ გრძნობს თავს. გრო­ტესკს ვერ ას­ც­და მა­რი­ნა ჯო­ხა­ძეც (ვე­რა), თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის ცნო­ბი­ლია მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სხვა რო­ლე­ბი, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რ­ჩა, რომ მსა­ხი­ო­ბი რე­ჟი­სო­რის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ამ­პ­ლუ­ას ვერ მო­ერ­გო. გავ­ლე­ნი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე შექ­მ­ნა ანა ზამ­ბა­ხი­ძემ. მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი აღ­ნა­გო­ბა კარ­გად მო­არ­გო სა­კუ­ნას ხა­სი­ათს; მი­სი მკაც­რი, ფა­სა­დუ­რი, ცი­ვი ადა­მი­ა­ნის სტი­ლი კი პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თის გა­სა­ღე­ბი გახ­და.

არ­ტის­ტუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით სპექ­ტაკ­ლ­ში არის ისე­თი ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს და თუნ­დაც ამ ეპი­ზო­დის გა­მო ღირს სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა. ეს გახ­ლავთ ე.წ. "სა­საფ­ლა­ოს სცე­ნა", რო­მელ­საც გულ­წ­რ­ფე­ლი უშუ­ა­ლო­ბით, დრა­მა­ტურ­გი­სე­ულ სტი­ლის­ტი­კა­ში დი­დი ოს­ტა­ტო­ბით ას­რუ­ლე­ბენ ნი­ნო გო­მარ­თე­ლი და ცი­სია მეტ­რე­ვე­ლი. მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში შუ­ა­ღა­მი­სას საფ­ლა­ვის­თ­ვის ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლის სა­ძებ­ნე­ლად ასუ­ლე­ბი, ერ­თი შე­ხედ­ვით, სა­სა­ცი­ლო კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ მოღ­ვა­წე­თა საფ­ლა­ვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას. ამ ეპი­ზოდ­ში ჩანს მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პან­თე­ონ­ში გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლებ­ზე და ეპო­ქა­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი აქ დაკ­რ­ძალ­ვა­თა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე. სპექ­ტაკ­ლ­ში ერ­თ­მა­ნეთს ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი­სა და მეც­ნი­ე­რის მე­უღ­ლე­ე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, ისი­ნი თა­ვი­ან­თი ქმრე­ბის­თ­ვის მთაწ­მინ­და­ზე საფ­ლა­ვე­ბის­თ­ვის "ჩა­ლი­ჩო­ბენ", მარ­თა­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან, მო­მი­ტინ­გე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­თან, რა­თა დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თი ად­გი­ლი მათ მე­უღ­ლე­ებს შეხ­ვ­დეთ და რო­ცა გა­ი­გე­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას - ვინც პირ­ვე­ლი მოკ­ვ­დე­ბა, ის და­იკ­რ­ძა­ლე­ბა პან­თე­ონ­ში - მე­უღ­ლე­ე­ბი ქმრე­ბის სიკ­ვ­დილს ხე­ლოვ­ნუ­რად აჩ­ქა­რე­ბენ. გუ­რან­და იაშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლ­ში პან­თე­ო­ნის მა­გა­ლით­ზე და­ხა­ტუ­ლია ზო­გა­დი პრობ­ლე­მა - ბინ­ძუ­რი, უთა­ნას­წო­რო და უსა­მარ­თ­ლო ბრძო­ლა ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სათ­ვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპექ­ტაკ­ლ­ში ბევ­რი რე­ჟი­სო­რუ­ლი კა­ზუ­სია (ეპი­ზოდ­თა არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი-ჯვა­რე­დი­ნი გან­ვი­თა­რე­ბა, მსა­ხი­ობ­თა თა­მა­შის პა­თე­ტი­კუ­რი სტი­ლი, მო­ნო­ლოგ­თა აპარ­ტე­ზე წარ­მოთ­ქ­მა, თა­მა­შის უტ­რი­რე­ბუ­ლი სტი­ლი), ლა­შა ბუ­ღა­ძის სა­სა­ცი­ლო (თუ არა სა­ტი­რა­ლი, და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი მა­ინც) ტექ­ს­ტის მო­სას­მე­ნად მის­ვ­ლა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რ­ში მა­ინც ღირს და კი­დევ იმ პრობ­ლე­მას­თან პი­რის­პირ შე­სა­ჯა­ხებ­ლად, რო­მელ­საც ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე ვაწყ­დე­ბით.

ლა­შა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი

ყველაზე პოპულარული
  1. კალათბურთი >>

    aa
  2. რაგბი >>

    aa
  3. რევიუ >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. თვალსაზრისი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. პოლიტიკა >>

    aa
  8. უცხოეთი >>

    aa
  9. ბლოგი >>

    aa
  10. პრესომბუდსმენი >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. მუსიკა >>

    aa
  13. თვალსაზრისი >>

    aa
  14. სტილი >>

    aa
  15. რევიუ >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. მარანი >>

    aa
  19. მარანი >>

    aa
  20. მარანი >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. კულინარია >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ამბები >>

    aa
  36. საზოგადოება >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. კინო >>

    aa
  39. თეატრი >>

    aa
  40. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  41. რევიუ >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი