RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

“მისტრალის” საგა გრძელება

საფრანგეთის აზრით, რუსეთი ვერ მიიღებს ისეთ შეიარაღებას, რომ საფრთხის შექმნა შეძლოს

24 საათი 06.01.10

საფრანგეთის აზრით, რუსეთი ვერ მიიღებს ისეთ შეიარაღებას, რომ საფრთხის შექმნა შეძლოს

ის ფაქტი, რომ საფრანგეთმა შესაძლოა, “მისტრალის” ტიპის სამხედრო გემი რუსეთის ფედერაციას მიჰყიდოს, არა მარტო ამ უკანასკნელის უშუალო მეზობლებს აშფოთებთ, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც, რომელთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ თანამედროვე დასავლური სამხედრო ტექნოლოგიები “საეჭვო რეპუტაციისა” და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიულ ქმედებებში “შემჩნეული” რუსეთის ხელში არ უნდა მოხვდეს. ამ საკითხის გამო ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა აქტიური პროტესტი გამოთქვა და შესაბამისი შეკითხვა დეკემბერში გაუგზავნა შეერთებულ შტატებში საფრანგეთის ელჩს (ამ თემაზე “24 საათი”უკვე წერდა). სენატორების წერილს საფრანგეთის ელჩმა პიერ ვიმონტმა ამ დღეებში უპასუხა, სადაც ნათლად ჩამოაყალიბა თავისი ქვეყნის პოზიცია. “24 საათმა” შეძლო ამ წერილის მოპოვება და მის სრულ თარგმანს სთავაზობს მკითხველს:

“მადლობას მოგახსენებთ 18 დეკემბრის წერილისთვის, რომელშიც თქვენ შეშფოთება გამოხატეთ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადების და იმის გამო, რომ რუსებს სურთ, საფრანგეთში დამზადებული “მისტრალ-კლასის” გემები შეისყიდონ. ეს სამართლიანი შეკითხვაა და მოხარული ვარ, რომ შემიძლია, მონაწილეობა მივიღო ამ მნიშვნელოვან დისკუსიაში იმ დიდი ნდობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნების მჭიდრო და სერიოზულ ურთიერთობაში არსებობს და რომელსაც პირადად მე ძალიან ვაფასებ.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობაში საფრანგეთის წვლილი კარგად არის ცნობილი და ამის ნათელი დადასტურებაა 2008 წლის ზაფხულში საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად პრეზიდენტ სარკოზის მიერ შესრულებული წამყვანი როლი. ფრანგ ხალხს აზრი არ შეუცვლია. ჩვენ, ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, მიგვაჩნია, რომ 2008 წელს ჩვენი შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ევროპის ზღურბლზე ახალი კონფლიქტი ავიცილოთ. არ შეიძლება იმის ეჭვქვეშ დაყენება, რომ თქვენ მიერ წერილში აღნიშნული საკითხი ჩვენთვის სულერთი არ არის. უბრალოდ, მინდა დავამატო, რომ ჩვენ მოწადინებულნი ვიყავით, რამე ნაბიჯის გადადგმამდე კონსულტაციები გაგვევლო ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში, საქართველოსთან. ჩვენ გამჭვირვალობის სრული დაცვით ვმოქმედებდით.

მე, აგრეთვე, მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირებმა უარყვეს ის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ (იგულისხმება საქართველოს სანაპიროსთან ოპერატიულად მისვლის შესაძლებლობა) და რომელიც “მისტრალის” კლასის გემების შესყიდვას ეხება.

ამავდროულად, საფრანგეთიც და აშშ-ც აცნობიერებენ, რომ რუსეთს კონსტრუქციულად უნდა მოვეპყროთ, რათა ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა გავამყაროთ და ნატო-სთან და ევროპასთან მისი თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გავხადოთ. ჩვენ გვესმის, რომ ამ აზრს იზიარებს უმრავლესობა ადმინისტრაციაში და ბევრი - კონგრესში. ეს რეალური თანამშრომლობის გზით მოხდება, რაც საკმაო წვლილს შეიტანს ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ევროპული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.

აღნიშნულ სიტუაციაში საფრანგეთს რუსეთის თხოვნის განხილვაზე უარის სათქმელად მიზეზი არ გააჩნია. საკითხი შეისწავლება და გადაწყვეტილება ყველა არსებული წესის შესაბამისად და საფრანგეთის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის კონტროლის მარეგულირებელი პროცედურების სრული დაცვით იქნება მიღებული.

აგრეთვე მინდა, შეგახსენოთ, რომ “მისტრალის” კლასის გემი დამხმარე ხომალდია, რომლებსაც საფრანგეთი ჰუმანიტარული დანიშნულებით - ევაკუციის, ტრანსპორტირებისა და სამედიცინო მიზნებისთვის იყენებს. მას არ გააჩნია რაღაც განსაკუთრებული თანამედროვე საიერიშო ტექნოლოგიური ელემენტები და საფრანგეთის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა რაიმე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა ექსპორტი არ განხორციელდეს. ამრიგად, რუსეთის მიერ მოთხოვნილი გემები ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის არავითარ სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც ყოველთვის, მზად ვარ ამ მნიშვნელოვან საკითხზე უშუალო მსჯელობისთვის და სიამოვნებით შეგხვდებით, თუ ამის სურვილი გექნებათ.

პატივისცემით, პიერ ვიემონტი”

ამ წერილის ასლი, ისევე როგორც ამერიკელი სენატორების წერილის ასლი, არსებული წესის თანახმად, ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსაც გაეგზავნა.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი