RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ვარჯიშობდა თუ სამსახურში მიდიოდა ნიქოზში დაკავებული პლიევი?

ცხინვალის რეჟიმი ქართულ მხარეს მორიგ ბრალდებას უყენებს და ქართულ სპეცსამსახურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გატაცებაში ადანაშაულებს.

24 საათი 06.01.10

ცხინვალის რეჟიმი ქართულ მხარეს მორიგ ბრალდებას უყენებს და ქართულ სპეცსამსახურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გატაცებაში ადანაშაულებს.

ოსური მხარის მტკიცებით, გენადი პლიევს გუშინწინ ხუთი ადამიანი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც "საქართველოსთან მოსაზღვრე” შანხაის რაიონში ვარჯიშობდა. სეპარატისტების ინფორმაციითვე, გენადი პლიევი “საქართველოს მიმართულებით” ხუთკაციანმა ჯგუფმა გაიტაცა. რუსულ საიტებზე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ოსური მხარე ირწმუნება, რომ ქართული სამართალდამცავი ორგანოები გენადი პლიევის გატაცების ფაქტზე ოფიციალური პასუხისგან თავს იკავებენ.

სეპარატისტების განცხადებით, გენადი პლიევის ადგილსამყოფელი უცნობია და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები უარს აცხადებენ, ოფიციალურად გასცენ პასუხი კითხვას, თუ სად იმყოფება გატაცებული ამჟამად. სეპარატისტების განმარტებითვე, გატაცების ორგანიზება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურებს შეეძლოთ, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში აქტიურად მოქმედებენ.

"ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გენადი პლიევის მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გენადი პლიევს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა და მისი სასამართლო პროცესი ამ ვადის გასვლის შემდეგ გაიმართება,” - ასე პასუხობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სეპარატისტების ბრალდებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილის განმარტებით, გენადი პლიევი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით იყო გადმოსული.

გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული, ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრის, 1975 წელს დაბადებულ გენადი პლიევის დაკავების დეტალების გასაცნობად და შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად ოსმა სეპარატისტებმა ევროკავშირის დამკვირვებლები ცხინვალში დაპატიჟეს.

სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ცხინვალში ჩავლენ და შემთხვევის ადგილს დაათვალიერებენ.

"ჩვენ მათ იმ ადგილს დავათვალიერებინებთ, საიდანაც საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გენადი პლიევი გაიტაცეს. ადგილზე ახლაც კარგად ჩანს ბრძოლის კვალი და სისხლი," - აცხადებს ჩოჩიევი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენადი პლიევი გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული დააკავეს.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე. წ. გენპროკურატურამ გენადი პლიევის "გატაცების" ფაქტზე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით აღძრა საქმე.

ე. წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, გენადი პლიევი სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო და "საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა.” სეპარატისტების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, პლიევის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი ვარჯიშობდა.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი