RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დაჩქარებული რეჟიმით მოემსახურება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ამიერიდან მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დაჩქარებული რეჟიმით მოემსახურება.

24 საათი 06.01.10

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ამიერიდან მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დაჩქარებული რეჟიმით მოემსახურება.

"ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მოემსახურება განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს. ჩვეულებრივ ვადაში მომსახურებისათვის ტარიფები უცვლელი რჩება, დაჩქარებული მომსახურებისათვის კი დამატებული საფასური მინიმალურია.

საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების აქამდე არსებული წესის მიხედვით მომხმარებელთა მომსახურებისათვის დაწესებული იყო 10-დღიანი ვადა.

დაჩქარებული მომსახურების შემოღება მომხმარებელთა ინტერესებს ემსახურება. პრაქტიკიდან გამომდინარე, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ხშირად ესაჭიროებათ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გაწევა უფრო მცირე დროში. საკანონმდებლო ცვლილება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ მათთვის ხელსაყრელი არჩევანი.

ამასთან, ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს გაუწევს წიგნების, დოკუმენტებისა თუ ფერწერული ნამუშევრების სარესტავრაციო მომსახურებას.

საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შემდეგ მომსახურებას უწევს: სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება; ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; ფონოდოკუმენტის მოსმენა და ციფრულ ფორმატზე გადატანა.

ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი