...სადაც მოქმედებას წინ არჩევანი არ მიუძღვის, იქ არ არსებობს შეგნება თავისუფლებისა და სადაც თავისუფლების შეგნება არ არის, იქ არ არის განსხვავებაც ბოროტებასა და სიკეთეს შორის...
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხში თემურ იაკობაშვილი რუსეთის მოთხოვნას - საქართველომ აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან თავდაუხმელობის ხელშეკრულება გააფორმოს - უადგილოს უწოდებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს და ამგვარი განზრახვა არც აქვს.
ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილმა ჩინოვნიკმა და ექსპერტმა ევროპის საკითხებში რონალდ ასმუსმა, რომელიც დღეს გერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელია, გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით - "მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო".
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგია გუშინ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში წარადგინა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
მიმდინარე კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა. პირველივე დღეებში ნათელი გახდა, რომ ამ გაზაფხულზე წინასაარჩევნო თემატიკა იქნება წამყვანი.
რუსთავში, სს "ენერჯი ინვესტის" ტერიტორიაზე, ბოსტნეულის და ხილის ცივი საცავი გაიხსნა, რომელიც ბირლიკის თემის ფერმერების დასახმარებლად USAID-მა დააფინანსა.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა გარდაცვლილი პარლამენტარის ვანო ხუხუნაიშვილის გახსენებით დაიწყო. პრეზიდენტის თქმით, "ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ვანო ხუხუნაიშვილის გარეშე ტარდება.
"თანამშრომლობის პროგრამა" - ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აფხაზეთში დისლოცირებული საზღვრის დაცვის სამმართველოსა და მოსკოვის მთავრობას შორის 2010-2012 წლებში ურთიერთობის დასარეგულირებლად გაფორმდა.
პრაიმერის ინიციატორები "მოსაწვევებს" ისევ არიგებენ - ისინი დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად, წინასწარ არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
გუშინ "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მიუნხენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენციაში მონაწილეობის შედეგები "ალიანსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ადასტურებს აქსელერატორის სატერფულის (ე.წ. „გაზის პედალის“) შესაძლო გაუმართაობით განპირობებული გამოწვევის კამპანიის დაწყებას საქართველოში. გამოწვევა ეხება ტოიოტას მარკის 2 მოდელს, კერძოდ COROLLA-ს და Rav4-ს.
გუშინ ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროპულ და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო “რედისონ ივერიაში” გაიმართა საერთაშორისო კონფერენია.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და ასოციაციის წარმომადგენლები სურსათის უვნებლობის სამსახურის სახელით მეწარმეებს გარკვეულ ჯარიმებს უწესებენ და მათ გადახდას აიძულებენ.
“ისრაელს საქართველოსთვის იარაღის მიწოდება არ განუახლებია, როგორც ამას რიგი მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ,” - “ ინტერპრესნიუსის ” ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი საფრანგეთში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერს და სახელმწიფო მდივანს ევროპის საკითხებში პიერ ლელუშს შეხვდა.
უახლოეს ორ წელიწადში საქართველოში თავშესაფრის გარეშე არც ერთი დევნილი არ დარჩება, - ეს პირობა გუშინ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაადებინეს, სადაც მინისტრი ბოლო პერიოდში დევნილთა საცხოვრებლიდან გამოსახლების თემაზე იძლეოდა განმარტებებს.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ შეხვედრებს მართავს და თბილისში სავარაუდოდ, ორ დღეში დაბრუნდება.
“ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეების დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილი ფორმულა - “ყველა მინუს ერთი,” ოპოზიციური პრაიმერის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიების ლიდერების შემდეგ, გუშინ გადაცემა “საკანი #5”-ის ყოფილმა წამყვანმა, მომღერალმა “უცნობმა” გააპროტესტა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტთა მეგობრობის ჯგუფი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებისადმი მიმართვის ტექსტს მომავალ კვირას ჩამოაყალიბებს.
საკონსტიტუციო კომისიაში განმარტავენ, რომ კომისიის წევრებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კომისიის შექმნისთანავე გამართეს და სთხოვეს, მოსაზრებების წარდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვა კონსტიტუციით სიტყვის თავისუფლება თუ ინფორმაციის მოპოვება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა გუშინ კახეთის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბოდბისხევი-ჯუგაანი-ტიბაანის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი დასრულებული მონაკვეთი მოინახულა.
გუშინ კრწანისის სასწავლო ცენტრში ავღანეთის აისაფის ოპერაციისთვის მომზადებულმა ქართულმა ბატალიონმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოწონება დაიმსახურა.
ქართული დელეგაცია ნიუ-იორკში გაემგზავრა, რათა 22-23 თებერვალს გაერო-ს გააცნოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგია. დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ფრაქცია “ძლიერი საქართველოს" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდას ითხოვდა.
"ომის შემდეგ ყოველი დღე მონატრებით იწყება და მონატრებით მთავრდება. სიზმრებშიც კი მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - დავბრუნდე ჩემს პატარა, ლამაზ და ტანჯულ სოფელში"...
Nes Holland Agriculture-მა, მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წამყვანმა მწარმოებელმა მის ადგილობრივ დისტრიბუტორთან ჯი-თი გრუპთან ერთად იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს Nes Holland-ის 122 ტრაქტორი და კომბაინი მიაწოდა.
იმ დღეს, როცა პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება, სიტყვით გამოსვლის საშუალება უმცირესობის კვოტით მიეცემათ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გურამ ჩახვაძეს და მაგდა ანიკაშვილს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის მზადყოფნას გამოთქვამს. ასევე შესაძლებელია, 1 მარტიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ამუშავდეს.
დიდი შანსია იმისა, რომ არჩევნების დროს ზურაბ ნოღაიდელი მთავარ ძალად მოგვევლინოს, - ეს განცხადება გუშინ "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სამ მექანიზმზე მსჯელობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო გუშინწინდელ კონსულტაციებს ესწრებოდა.
"საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ანალიზი".
საარჩევნო სიების გადამოწმება და საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობა ერთ-ერთი წამყვანი საკითხი იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს 2010 წლის გაზაფხულის სესია გახსნა.
"ეროვნულმა ფორუმმა" კოლეგებს მოუწოდა, საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. პარტიის განმარტებით, სიების "კარდაკარ" გადამოწმების პრინციპი მმართველი გუნდის პროპაგანდისტული გადაწყვეტილებაა, რითიც ხელისუფლებას საარჩევნო სიებში არსებული ხარვეზების დაკანონება ოპოზიციის ხელით სურს. "ეროვნული ფორუმის" მოწოდებას არ იზიარებენ კოლეგა ოპოზიციონერები და აცხადებენ, რომ საარჩევნო სიების მონიტორინგი ყველა ოპოზიციურმა ძალამ უნდა განახორციელოს.
პარლამენტის ბიუროს გუშინდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის წამყვანი თემა უდავოდ ადგილობრივი არჩევნები იქნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პრეს-ცენტრიდან აცნობეს, ნოღაიდელი მოუწოდებს ქართველ საზოგადოებას, სიფრთხილით მიუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კანდიდატი და ეს არის გარანტირებული გამარჯვება,” - აცხადებდა მარჯანიშვილის თეატრში მყოფი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ესწრებოდა ირაკლი ალასანიას შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ჭადრაკის სასახლეში, "საზოგადოების დარბაზის" ინიციატივით გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატის დასახელება იყო.
ჩეჩნეთის რესპუბლიკაში განაჩენი გამოუტანეს ხანშიშესულ ქალბატონს, რომელიც ბრალდებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკების - ჰერიონისა და ოპიუმის რეალიზაციის მცდელობაში. ჩეჩნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი გისოსებს მიღმა 11 წელს გაატარებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ოლეგ ორლოვი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოსკოვში მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად მართავდნენ მიტინგს - სწორედ იმ მუხლის, რომელიც ადამიანებს შეკრების თავისუფლების გარანტიას ანიჭებს.
ჰაიტის პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების ათი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, ნებართვის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან დომენიკის რესპუბლიკაში 33 ბავშვის გაყვანაში.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრი ჟან-მაქს ბელრივი "გამტაცებლებს" უწოდებს ამერიკელ მისიონერებს, რომლებიც მიწისძვრისგან დანგრეული ქვეყნიდან ორი თვიდან 12 წლის ასაკამდე 33 ბავშვის გაყვანას ცდილობდნენ.
შვეიცარიის იუსტიციის მინისტრი ეველინ ვიდმერ-შლუმპფი თვლის, რომ რეჟისორ რომან პოლანსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირების პროცედურა შეიძლება ერთი წლის განმავლობაში გაიწელოს.
ჩინური მასმედიის განცხადებით, აშშ-მ "თავის თავზე ძალიან ბევრი აიღო", როდესაც ტაივანისთვის იარაღის მიყიდვაზე ხელშეკრულების შეთავაზებისას "ორმაგი სტანდარტები გამოიყენა".
რომის პაპმა ბრიტანეთის კათოლიკე სასულიერო პირებს მოუწოდა, "მისიონერული შემართებით” გამოვიდნენ თანასწორობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელმაც შეიძლება დაავალდებულოს ეკლესია, მაღალ თანამდებობეზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირების (გეებისა და ლესბოსელების) დანიშვნაზე აკრძალვა მოხსნას.
უმარ ფარუკ აბდულმუტალაბი, რომელიც 2009 წლის 25 დეკემბერს ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაშია დადანაშაულებული, კვალავ თანამშრომლობს გამოძიებასთან და ხელისუფლებას, მისი წარმომადგენლების სიტყვებით, საჭირო ინფორმაციას აწვდის.
ირანის ტელეარხებზე მორიგი გამოსვლის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის, საზღვარგარეთ გააგზავნოს ნაწილობრივ გამდიდრებული ურანი და ამის სანაცვლოდ მიიღოს ბოლომდე გამდიდრებული ურანი, რომელიც გამოყენებული იქნება ქვეყნის მთავარი რეაქტორისთვის.
აშშ-ს საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში რიჩარდ ჰოლბრუკი აცხადებს, რუსეთსა და ამერიკას შორის ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს ნათესების განადგურების საკითხზე "გულწრფელი უთანხმოება" არსებობს.
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა, სადაც საფრთხედ არის მიჩნეული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით, რეალობას არ შეესაბაამება.
ამერიკა და ევროკავშირი ვერ ხედავენ საფუძველს, რომელიც ირანთან გამდიდრებული ურანის ბირთვულ საწვავზე გაცვლასთან დაკავშირებით შეთნხმების მიღწევას შესაძლებელს გახდიდა.
დიდმა ბრიტანეთმა ვიზების გაცემის ახალი წესების შემოიღება გადაწყვიტა, რათა შეამციროს იმ არალეგალური იმიგრანტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარს სტუდენტური ვიზებით კვეთენ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხალ პასტვინსკიმ და ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ საგრანტო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
უკრაინის მოქმედი პრემიერი იულია ტიმოშენკო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩთან დამარცხდა, ჯერჯერობით არ აღიარებს მეტოქის გამარჯვების ლეგიტიმურობას და სასამართლოების საშუალებით ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დაღესტანის ეროვნულ საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე განსახილველად მაგომედსალამ მაგომედოვის კანდიდატურა წარუდგინა.
ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციაზე მომუშავე ცნობილ ექსპერტთა და ყოფილ დიპლომატთა ჯგუფი რუს დეპუტატებთან, დიპლომატებთან და მეცნიერებთან კონსულტაციებს გამართავს.
თუ 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტში ბრალდებულ ჰალიდ შეიჰ მოჰამედს ბრალს დაუმტკიცებენ, მას სასიკვდილო განაჩენი ელის - აცხადებენ თეთრ სახლში.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების თემა კვლავ აქტუალურია, ოღონდ ამჯერად ლაპარაკია ფაქტობრივად უკვე დასრულებული პროცესის ბოლომდე მიყვანაზე და იმ დროზე რაც ამისთვის იქნება საჭირო.
რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების განცხადებით, რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ინგუშეთის სუნჟენის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შეიარაღებული იატაკქვეშეთის 18 მებრძოლია მოკლული.
რუსეთის მოსახლეობის ნაწილში ხელისუფლების მიმართ არსებული პროტესტი უკვე იმდენად მწვავეა, რომ ხალხი გაჩუმებას აღარ აპირებს და ამ განწყობას უკვე ღიად, ქუჩაში გამოხატავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც ის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ხელმძღვანელობასთან - პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს..
სარობი, ავღანეთი - ქვეყანაში ომი მძვინვარებს და კამიკაძე-ტერორისტები თავს იფეთქებენ, თუმცა ცოტა რამ თუ არის ისეთივე მუდმივად საშიში, როგორც ქაბულის ხეობის მაგისტრალი.
ვაშინგტონი - სარა პეილინი სახლიდან გაუსვლელად შეძლებს საკუთარი პოლიტიკური მხარდამჭერებისთვის ხმის მიწვდენას, სატელევიზიო სტუდიიდან, რომელიც მალე მის მისაღებ ოთახში დამონტაჟდება და რომლის ფულსაც ქალბატონი პეილინის ახალშეძენილი მედია-მფარველი, Fox News-ი იხდის.
ამერიკული და ევროპული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერენ, რომ ობამამ საგარეო საკითხებისადმი თითქმის სულ დაკარგა ინტერესი და მთლიანად ქვეყნის შიდა საქმეებშია ჩაფლული.
ნატო-ს ძალებისა და ავღანეთის არმიის ერთობლივი ოპერაცია, რომელიც ქვეყნის სამხრეთში, გილმენდის რეგიონში თალიბების წინააღმდეგ ტარდება, წარმატებით მიმდინარეობს.
საერთაშორისო ორგანიზაციამ - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (მათი შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია) გამოქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც 2009 წელს მსოფლიოში 70 ჟურნალისტი მოკლეს.
არჩევნების შედეგების შესახებ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სარჩელის გამო უკრაინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება შეაჩერა.
გაერო-ს ცნობით, საერთაშორისო შეთანხმება კასეტური საბრძოლო მასალის აკრძალვის შესახებ ძალაში შევა აგვისტოში, 30-ვე სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ.
თალიბები სულ უფრო ხშირად იყენებენ მოსახლეობას როგორც ცოცხალ ფარს და ცდილობენ, ასე გაუწიონ წინააღმდეგობა ნატო-ს ძალებისა და ავღანეთის არმიის ერთობლივ ოპერაციას, - აცხადებენ ავღანეთის შეირაღებული ძალების მაღალჩინოსნები.
არგენტინამ განაცხადა, რომ ნებისმიერ გემს თუ ნავს, რომელიც ქვეყნის სანაპიროსა და ფოლკლენდის კუნძულებს შორის გავლას მოისურვებს, არგენტინის ხელისუფლების ნებართვა უნდა ჰქონდეს.
პორტუგალიის შეირაღებულმა ძალებმა დახმარება გაგზავნეს კუნძულ მადეირაზე, რომელიც უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლი გახდა.
ბრიტანეთის ნავთობმომპოვებელმა პლატფორმამ ფოლკლენდის კუნძულების ტერიტორიულ წყლებში ბურღვა დაიწო, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა ამ რაიონში ნავთობის მოპოვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ალაბამაში, ქალაქ ჰანსვილში, 42 წლის პროფესორმა ემი ბიშოპმა უნივერსიტეტის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, მისი სამი კოლეგა გარდაიცვალა, ხოლო სამი მძიმედ დაიჭრა.
პენტაგონში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ბევრს გაუჭირდებოდა რუკაზე ქალაქ მარჯას მოძებნა, რომელიც სამხრეთ ავღანეთში მდებარეობს და რომლის მოსახლეობა ამჟამად 50 000 ადამიანია.
22 თებერვალს ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ორგანიზაციაში გარდაქმნების განხორცილება და მათი მისადაგება ახალი საფრთხეებისთვის.
აშშ-ს პრეზიდენტმა ახალი წინადადებები გაახმოვანა, რომლებიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში გარკეული ცვლილებების შეტანასა და ამ საკითხის გამო შექმნილი ჩიხიდან ამერიკელი კანონმდებლების გამოყვანას ითვალისწინებს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო, გაეხსნა სამხედროთა შეთქმულება, რომლის მიზანიც სახელმწიფო გადატრიალება იყო.
სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმა ხელს არ მოაწერს ამერიკასა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას, თუ რაკეტსაწინააღმდეგო თავადაცვითი სისტემის რეგულირებაში შესწორებები არ შევა.
ადამიანის უფლებების დამცველები თვლიან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიში, სადაც ჩრდილოეთ კავკასიაში საიდუმლო ციხეების არსებობაზეა ლაპარაკი.
ბოსნია-ჰერცოგოვინას იუსტიციის სამინისტროს მდივანმა იუსუფ ხალილაგიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მიერ ბოსნიელი სერბის, 40 წლის საშა ლიპოვაცის გადაცემას ითხოვს, რომელსაც ბრალი ედება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
წინამორბედის, შევარდნაძის ხელისუფლების ცოდვები სააკაშვილის ხელისუფლებას ძვირი უჯდება, რადგან, ბოლო პერიოდში სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი ხელისუფლების დარღვევებისთვის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები უნდა გამოყოს - შევარდნაძის ხელისუფლების სამართალით თუ უსამართლობით დაზარალებულებს ზარალი უნდა აუნაზღაუროს.
ვიდრე საქართველოში სრულიად ახლებური, მხრეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე დამყარებული, ცივილიზებული და პროგრესული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდება, რომელმაც, ქართულ სამართალწარმოებაში, ფაქტობრივად, რევოლუცია უნდა მოახდინოს, უცხოელი ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები დეტალურად იკვლევენ მოსახლეობის ამჟამინდელ დამოკიდებულებას მართლმსაჯულების მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს ვ.ო.-ს საპროცესო შეთანხმებით, მინიმალური სასჯელი - 500 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში აქტიური მსჯელობისა და განხილვის საგანი იქნება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააქციო საზოგადოება "კავკას-ავტომაგისტრალის" დირექტორი მევლუდ დათაშვილი, მშენებლობის და ექსპლუტაციის უფროსი ნიკოლოზ მეტრეველი, წარმოების უფროსები მურმან კალატოზიშვილი და ვაჟა მამულაშვილი დააკავა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა ყოფილ მინისტრ როსტომ ბოლქვაძის საქმის განხილვა და მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის მიწვევით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ჟენევაში იყო, სადაც მოხსენება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მდგომარეობის თაობაზე.
ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ჩ. რომელსაც ბრალი დასდეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს 12 თებერვლამდე უნდა წარედგინა სპეციალურად სანდრო გირგვლიანის საქმისთვის შერჩეული მოსამართლე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 600 ათასიდან 800 ათასამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი.
უკვე დადასტურებლი ფაქტია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად აქვს შეხება ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოქალაქისთვის სასურველი შედეგით არ სრულდება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოში შესული თითქმის ყველა განცხადება წარმოებაშია მიღებული და მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ, განხილვაც დაიწყება.
შეწყალების ახლი ტალღა იწყება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე რამდენიმე დღეში პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, რათა მან შეწყალების აქტი გამოსცეს.
“როგორც ემიგრანტი, ევროპაში წავედი, იქიდან დავბრუნდი 1914 წელს, ამავე წლის მარტში დამიჭირეს პეტროგრადში, ბრალი მედებოდა ცარიზმის წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედების წარმოებაში, თავი გავითავისუფლე იმავე წელს, ზაფხულზე სამშობლოში დავბრუნდი, სადაც შევუდექი არსებულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას, შემდეგ ჩემი პირდაპირი მონაწილეობით ვსცემდი ახალ ყოველთვიურ ორგანოს.
20 წლით თავისუფლების აღკვეთა - ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე დღეში გასაჩივრდება.
თბილისის საქალქო სასამართლომ დაასრულა "ქალების ბუნტის" სახელით ცნობილი საქმის განხილვა და ბუნტში მონაწილე 25 განსასჯელ ქალს 3-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
რამდენიმე თვეში, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებისთანავე, დედაქალაქში მაცხოვრებლებს, სასამართლოდან უწყება მიუვათ, რომლის თანახმადაც, მათ ნაფიცი მსაჯულის როლი დაეკისრებათ.
კოტ დივუარის ყოფილი საპატიო კონსული ერმილე თორთლაძე, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის არის მსჯავრებული, უნდობლობას უცხადებს ციხის საავადმყოფოს ექიმებს და აცხადებს, რომ მას მიზანმიმართულად სჯიან ევროპის სასამართლოსადმი აქტიური მიმართვების გამო.