აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამოსვლა საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში
24 საათი 01.02.10

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამოსვლა საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში
ჰილარი კლინტონის ამ გამოსვლაში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სერიოზული ცვლილების ნიშნები გამოჩნდა. უპირველეს ყოვლსა, ავღანეთისა და ერაყის პრობლემებში ჩაფლული აშშ-ს ერთპიროვნულად პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში სერიოზულად შეიცვლება და კვლავ დაუბრუნდება ღირებულებით საწყისებს. აშშ-სთვის კვლავაც მნიშვნელოვანი გახდება მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობები და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. სწორედ დემოკრატიის, არჩევანის თავისუფლებისა და საერთო ღირებულებების გახსენებას უსვამს ხაზს, არაერთგზის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანიდა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ფასეულობათა პატივისცემის კონტექსტში აშშ-ს ჰილარი კლინტონმა დიდი ადგილი დაუთმო ახალ დემოკრატიათა დაცვის აუცილებლობას, და ეს განიხილა საქართველოს მხარდაჭერის მაგალითზე.
ვინაიდან ჰილარი კლინტონის სიტყვა მსოფლიოსთვის გლობალური გამოწვევების პრაქტიკულად ყველა საკითხს მოიცავს და საკმაოდ ვრცელია, გთავაზობთ მხოლოდ ამონარიდებს, რომლებიც ამა თუ იმ ასპექტით უკავშირდება საქართველოს მომავალს.
რასაკვირველია, ეს გამოსვლა იქცევა პოლიტოლოგებისა და ექსპერტების მსჯელობის საგნად. ამიტომ დღესვე ვაქვეყნებთ ქართველ ექსპერტთა შეფასებებს, ასე ვთქვათ, ცხელ კვალზე.
ჰილარი კლინტონის სიტყვა
ჩემთვის დიდი პატივია აქ, სამხედრო აკადემიაში, სიტყვით გამოსვლა. მე ვაფასებ ამ შესაძლებლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის, საფრანგეთისა და ყველა ქვეყნისთვის ამ კონტინენტზე და რასაც ევროპის უსაფრთხოების მომავალი ჰქვია.
გასულმა 50 წელმა ცხადყო, თუ რაოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპა მსოფლიოსათვის. ეს უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნების ერთიანობა, რომელთაც საერთო ისტორია და გეოგრაფია გააჩნიათ. ევროპა წარმოადგენს განახლების, თანამშრომლობისა და ერთობის მოდელს.
დამატებითი გამოწვევების გამო, ინსტიტუტები, რომლებიც იცავდნენ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებას XX საუკუნეში, XXI საუკუნის საფრთხეებზე მორგებული ვეღარ იქნება. აღმოცენდნენ ისეთი ახალი საფრთხეები, როგორიცაა გლობალური ტერორიზმი, მათ შორის კიბერ-ტერორიზმი და ბირთვული ტერორიზმი, კლიმატური ცვლილებები, გლობალური კრიმინალური ქსელები, რომლებიც იარაღით, ნარკოტოკებითა და ადამიანებით ვაჭრობენ; აგრეთვე - ევროპის ენერგომომარაგების საფრთხე, რომელიც ეკონომიკის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და რეგიონული და გლობალური კონფლიქტების გაღვივებას შეუწყობს ხელს. ტანკები, ბომბები და რაკეტები უკვე საკმარისი აღარ არის ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისათვის; ჩვენ არსენალში გვჭირდება ისეთი იარაღები, რომლებიც კიბერ და ენერგიის ქსელებს დაიცავს; შეაჩერებს მასობრივი განადგურების იარაღს და შეებრძოლება ტერორიზმსა და გამანადგურებელ იდეოლოგიებს - იმ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პირობების წინააღმდეგ ბრძოლით, რომლებიც ამგვარი იდეოლოგიების ზრდას უწყობენ ხელს.
ახალი ხედვა ატლანტიკის ორივე მხარეს ესაჭიროება. ნატო გადახედავს მის სტრატეგიულ კონცეფციას, რათა ალიანსი დღევანდელ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხვალინდელ გამოწვევებს დახვდეს მზად, ეს წლის ბოლოს გამართული სამიტისთვის დასრულდება. მომდევნო კვირაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, კონტინენტის ლიდერები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის იმ გამოწვევებს განიხილავენ, რომლის წინაშეც ევროპა და ამერიკა აღმოჩნდნენ. სხვა ქვეყნებიც ჩართულნი იქნებიან წარმოდგენილ მიდგომებსა და შეთანხმებებში. რუსეთს, მაგალითად, ცოტა ხნის წინ შესთავაზეს ჩართულიყო ორივე მათგანში - ევროპის უსაფრთხოებისა და ნატო-რუსეთის ხელშეკრულებაში.
პირველ რიგში, ნება მომეცით შევეხო რამდენიმე საკითხს ამერიკისთვის ევროპის უსაფრხოების ვალდებულების შესახებ. ზოგიერთს უკვირს, რატომ ვართ ჩვენ ამგვარად დაინტერსებულნი ევროპის უსაფრთხოების გაუმჯობესებით. ზოგიერთმა წამოაყენა აზრი, რომ ობამას ადმინისტრაცია იმდენად არის დაინტერესებული საგარეო პოლიტიკური გამოწვევებით მსოფლიო მასშტაბით, რომ მან ევროპა პრიორიტეტების სიიდან ამოიღო.
სინამდვილეში, სწორედ ევროპის უსაფრთხოებაზე დგას ამერიკის საგარეო პოლიტიკა. ძლიერი ევროპა აუცილებელია ამერიკისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის. ჩვენი განსახორციელებელი საქმეების წარმატებით დამთავრება სწორედ ევროპასთან ერთად მუშაობით არის შესაძლებელი. ჩვენ ევროპასთან ერთად ვცდილობთ ავღანეთში სტაბილურობის შენარჩუნებას და, ასევე, ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას. ჩვენ ევროპასთან ერთად ვცდილობთ, შევებრძოლოთ კლიმატურ ცვლილებებს და ვეხმარებით გლობალურ ეკონომიკას გამოცოცხლებაში. ჩვენ და ევროპა ერთად ვიბრძვით უკიდურესი სიღარიბის წინააღმდეგ, გენდერული ძლადობისა და პანდემიური დაავადებების წინააღმდეგ. ჩვენ ევროპასთან ერთად ვმუშაობთ ადამიანის უფლებებისა და უნივერსალური ღირებულებების გასავრცელებლად მსოფლიო მასშტაბით.
და თუ ევროპა ძლიერი არ იქნება, მაშინ ის ამ ყველაფერს ვერ გაუძღვება.
პირველი ქვაკუთხედი უსაფრთხოებისა არის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტეროტორიული მთლიანობა. XX საუკუნის ძირითადი უბედურებები დაკავშირებულია სწორედ საზღვრების უპატივცემულობასა და იმის უგულებელყოფასთან, რომ თითოეული ქვეყნის უფლებაა, თავად აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, მოკავშირეები და საკუთარი თავდაცვა. ეს წარმოდგენს თავისუფალი ერის ფუნდამენტურ უფლებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ეს უფლებები. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ ერთგულება აღნიშნული პრინციპების მიმართ, როდესაც მხარი დავუჭირეთ ახალ ევროპულ დემოკრატიებს, რომლებიც მიისწრაფოდნენ, განესაზღვრათ საკუთარი მომავალი, საგარეო დაშინებისა და აგრესიის მიუხედავად.
ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ჩვენ უარს ვამბობთ, ვაღიაროთ რუსეთის პრეტენზიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უფრო ფართო კონტექსტში კი, ჩვენ ევროპაში გავლენის რაიმე სფეროებს ვეწინააღმდეგებით, სადაც ერთი ქვეყანა ცდილობს, აკონტროლოს მეორე ქვეყნის მომავალი. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოს უნარზე, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი.
წლების განმავლობაში რუსეთი დაუცველად გრძნობდა თავს ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების გამო. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებით უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სტაბილურობა კონტინენტის მასშტაბით გაიზრდება და ეს რუსეთის უსაფრთხოებაზეც დადებითად აისახება.
ამასთან, ალიანსში ნებისმიერი ქვეყნის შესვლა, პირიქით, რუსეთისა და 1999 წლის სტამბულის სამიტზე მყოფი ეუთო-ს ყველა წევრის მოწონებას უნდა იმსახურებდეს. ნატო ღია იქნება ყველა ქვეყნისათვის, რომელიც ალინსში წევრობას მოისურვებს და მისი წევრობის პირობებს დააკმაყოფილებს.
დიდი ხნის მანძილზე, ხალხის აზრი ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გეოგრაფიული და პოლიტიკური წყალგამყოფით განისაზღვრებოდა. ზოგიერთი კონტინენტს დასავლეთ და აღმოსავლეთ, ძველ და ახალ, ნატოს წევრ და არაწევრ, ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებად ჰყოფდა. სინამდვილეში არ არსებობს რამდენიმე ევროპა, არსებობს მხოლოდ ერთი ევროპა. ესაა ევროპა, რომლის შემადგენლობაშიც შედის ამერიკა, როგორც მისი პატრნიორი და ესაა ევროპა, რომელიც თავის თავში რუსეთსაც მოიცავს.
მინდა ხაზი გავუსვა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ბევრი განსხვავებაა, ამერიკა ამაყია იმით, რასაც ამ ორმა ქვეყანამ ორი წლის განმავლობაში მიაღწია. ობამას ადმინისტრაციას მემკვიდრეობით რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობა დახვდა. ჩვენ ახლა ვაშენებთ კონსტრუქციულ ურთიერთობას, რომელიც ორმხრივ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. ერთობლივად ჩვენ უკვე შევძელით, მიგვეღწია პროგრესისთვის სხვადასხვა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე - მათ შორის ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით; ჩრდილოეთ კორეის საკითხში, სტრატეგიული თავდაცვითი იარაღის შემცირების შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევაში და შებრძოლებაში ისეთი არატრადიციული საფრთხეების წინააღმდეგ, როოგრებიცაა პანდემიური დაავადებები, კლიმატური ცვლილებები, კიბერ ომი და ბავშვთა ტრეფიკინგი.
ამერიკა და რუსეთი ყოველთვის როდი თანხმდებოდნენ. ჩვენი ინტერესები ყოველთვის არ ემთხვეოდა ერთმანეთს. თუმცა, როცა ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ვეძებთ კონსტრუქტიულ გზებს დისკუსიის წარმართვისთვის და აზრთა სხვადასხვაობის დასაძლევად.
ჩვენ უნდა შევეცადოთ, სათუთად მოვეპყრათ ნატოს მე-5 მუხლს, რომელიც გულისხმობს, რომ ერთ სახლემწიფოზე თავდასხმა ყველა სახელმწიფოზე თავდასხმის ტოლფასია.
სარაკეტო თავდაცვა ამ კონტინენტს უსაფრთხო ადგილად აქცევს. ეს უსაფრთხოება რუსეთზეც გავრცელდება, თუ იგი ჩვენთან თანამშრომლობას მოისურვებს. ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე მხარის უსაფრხთოებისათვის.
XXI საუკუნეში კოლექტიური თავდაცვა არატრადიციულ საფრთხეებსაც გულისხმობს. ჩვენ გვჯერა, რომ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ახალ საფრთხეებზეც იქნება გათვლილი. ენერგოუსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოწყვლადი ქვეყნებისთვის ენერგიის მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სტრატეგიულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. მე მივესალმები ამერიკა-ევროკავშირის ენერგიის საბჭოს და მინდა აღვნიშნო, რომ მხარს ვუჭერ ევროპის მცდელობას ენერგიის მომარაგების გზების დივერსიფიკაციისა.
ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება (CFE) წარმოადგენდა იარაღის საყოველთაო კონტროლის, გამჭვირვალობისა და ნდობის მოპოვების ქვაკუთხედს. თუმცა, ეს ფასდაუდებელი ინსტრუმენტი ახლა განადგურების საფრთხის წინაშეა. ორი წლის წინათ მოკსოვმა აღნიშნული ხელშეკრულება მიატოვა, როდესაც ამერიკა და სხვა მოკავშირეები აგრძელებენ მის შესრულებას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი არ იყო მხოლოდ ტრაგედია, არამედ მან შემდგომი წინსვლა დააბრკოლა.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ გამჭვირვალობა და სტაბილურობა ამ ინსტრუმენტისა სწრაფად წაიშალოს. მე მწამს, რომ ჩვენ გვჭირდება, განვაახლოთ დისკუსია ჩვენ მოკავშირეებთან, რუსეთთან და სხვა ხელმომწერებთან. ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამედროვე უსაფრთხო გეგმის შედგენა, რომელიც გაითვალისწინებს ევროპის განვითარებას მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების ორიგინალს მოეწერა ხელი; შეზღუდავს სამხედრო აგრესიას და გააძლიერებს გამჭვირვალობის პრინციპებს, ტერიტორიულ ერთიანობას, ძალის პირველად გამოყენებაზე უარის თქმას და ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, განალაგოს თუ არა საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი.
დაცული ერი იცავს ადამიანის უფლებებს და მის მოქალაქეს აძლევს უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი ლიდერი. ის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ სახალხო დებატებში. ის მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, იცხოვრონ ჯანსაღ გაერთიანებაში, მიიღონ განათლება, ჰქონდეთ სამსახური, გაუძღვენ ოჯახს, თუ მოისურვებენ, იმოგზაურონ თავისუფლად და გამოიყენონ ღვთისაგან მინიჭებული პოტენციალი.
და ქვეყანა, რომელიც მისი ხალხის არჩევანს ჩაახშობს და ავტორიტარულ რეჟიმს დაამყარებს საკუთარი მოქალაქეების გასაკონტროლებლად, არ წარმოადგენს ძლიერ ქვეყანას. პირიქით, იგი სუსტი ქვეყაანაა, მიუხედავდა იმისა, თუ რა ზომის არმია და რა სიდიდის ამბიციები გააჩნია მას.
განვიხილოთ ცენტრალური ევროპის ყოფილი კომუნისტური ქვეყნები - ახალი დემოკრატიები, რომლებიც მოქალაქეებს ცხოვრების უკეთეს დონეს სთავაზობენ. ისინი გაწევრიანდნენ ევროკავშირში, მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ეს იყო ლეგალური, სოციალური და ტექნიკური მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, მათი ერთიანი ბაზრის ნაყოფიერებისთვის და იმის გავალიწინებით, რომ მათ ერთიანი ევროპული თვითმყოფადობა ახასიათებთ.
ჩვენ ვაგრძელებთ ცივი ომის ბოლო პერიოდან დაწყებულ მიზანს, რომელიც გულისხმობს დემოკრატიისა და სტაბულირობის განვითარებას მთელი ევროპის მასშტაბით.
ჩვენ ამ წელს ერთად ვმუშაობდით, რათა დაგვესრულებინა 1990 წელს დაწყებული მცდელობა ბალკანეთზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, რომ მხარი დავუჭიროთ იმ 6 ქვეყანას, რომლებიც აღმოსაველთის პარტნიორობის პროგრამაში არიან ჩართულნი.
ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, რომელიც მომდევნო კვირაში საკუთარ პრეზიდენტს აირჩევს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ ქვეყნის დემოკრატიისათვის, სტაბილურობისათვის და ევროპაში სრული ინტეგრაციისათვის. და ჩვენ თავს არ დავზოგავთ, რათა გადავწყვიტოთ კავკასიაში და კვიპროსზე არსებული კონფლიქტები.
ამერიკა გამოდის წინადადებით, რომ გაძლიერდეს ეუთოს მოქმედება უსაფრხოების სამ არეალში: სამხედრო, ეკონომიკური და გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ კრიზისის პრევენციის ეუთოსეულ მექანიზმს, რომელიც, ეუთოს წევრ ქვეყნებს შორის არსებული დაპირისპირების შემთხვევაში, დახმარებას გაუწევს მათ ცეცხლის შეწყვეტისათვის გამართულ მოლაპარაკებებში და განახორციელებს მიუკერძოებელ მონიტორინგს.
თუ გადავხედავთ იმას, რასაც ჩვენ 65 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ განვითარდა ეს კონტინენტი, რომელმაც ომისაგან გამოწვეული ნგრევა მშვიდობითა და შესაძლებლობებით ჩაანაცვლა. თანამედროვე ევროპის სახელმწიფო სასწაული აღარ არის. ეს არის შედეგი წლების გამავლობაში გაწეული ფრთხილი და მამაცი სამუშაოსი ევროპის ლიდერებისა და მოსახლეობის მხრიდან, რომლებიც ისწრაფოდნენ, შეექმნათ ინსტიტუტები.
მოდით, პირველ რიგში, გავიხსენოთ, რატომ წამოვიწყეთ ეს პროექტი:
ეს პარტიორობა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცება. ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა და განმტკიცება მსოფლიო მასშტაბით. ერთად ჩვენ განვავითარებთ შესაძლებლობებს და გლობალური მშვიდობის თესლს დავთესავთ, რათა ჩვენი მომავალი თაობებისათვის უკეთესი მსოფლიო ავაშენოთ.
ჩვენ ახლა ყველაზე ახლო ვართ ამ მიზნის მიღწევამდე, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. მიზნისა, რომელიც ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდათ: ევროპა, რომელიც იქნება განახლებული, დემოკრატიული, უსაფრთხო, გაერთიანებული და აყვავებული.
ამ ოცნების მიღწევის საბოლოო ნაბიჯების გადადგმისას ამერიკისათვის დიდი პატივია აქ თქვენს გვერდით დგომა.