RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

შეთანხმება უვიზო რეჟიმზე

რუსეთის ფედერაციამ სეპარატისტულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

24 საათი 02.02.10

რუსეთის ფედერაციამ სეპარატისტულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ხელმოწერილ შეთანხმებაში ჩამოთვლილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადალახვისთვის საჭირო დოკუმენტები. ხელშეკრულება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, როცა მხარეები შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების ჩატარების შესახებ ერთმანეთს წერილობით აცნობებენ.

უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილი "მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების" ფარგლებში გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის მხრიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან სეპარატისტების საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა. უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმების თანახმად, "სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები რუსეთის ტერიტორიაზეც იმოქმედებს."

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი მათი სახელმწიფოებრიობის გამყარების შესაბამისად განვითარდება. "დარწმუნებული ვარ, თუ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესი წარსულის ტენდენიციებისგან გათავისუფლდება, თუ ყველა აღიარებს იმ რეალობას, რომელსაც ვერსად გავექცევით და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა გამყარდება, აღიარების პროცესი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება," - აღნიშნა ლავროვმა.

მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჟიოევი კი დარწმუნებულია, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი თავის წვლილს შეიტანს სახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში.

ქართული მხარე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მიღწეულ შეთანხმებას კომიკურს უწოდებს. "ეს არ არის სერიოზული საკითხი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება დაუშვებელია. ყველას ესმის, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტის გაფორმება ბოროტი ხუმრობაა. დამოუკიდებლად აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსული დიპლომატიის თავში არსებობს, რასაც მთელ მსოფლიოში სერიოზულად არავინ აღიქვამს. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია," - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის იმიტაციით იმ რეალობას ვერ შეცვლის, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. "დამატებითი რაღაც დოკუმენტების შექმნით, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის და ანექსიის რეალობა არ იცვლება. ყველა ფაქტი, როდესაც რუსეთი საერთაშორისო სამართლის იგნორირებას ახდენს, გროვდება, ერთმანეთს ემატება. ეს კი, ადრე თუ გვიან, რუსეთზე აუცილებლად ნეგატიურად იმოქმედებს," - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ გიორგი თარგამაძის თქმით, ეს ფაქტი მხოლოდ იქით არის მიმართული, რომ რუსეთმა საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას ამ ორი ანკლავის დამოუკიდებლობა შეახსენოს. "რუსეთის ხელისუფლებისა და მარიონეტული რეჟიმების ურთიერთობა სულ უფრო მეტად ემსგავსება კარიკატურული შინაარსის ურთიერთობებს. ცხადია, ამაზე რეაგირება უნდა იყოს, რეაქციები კი არ აყოვნებს ხოლმე. ამის მაგალითი პარიზში ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადებებია, სადაც სახელმწიფო მდივანი რუსეთის მიერ სეპარატისტული რეჟიმების აღიარების გაწვევასა და რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე დასავლეთის ურყევ პოზიციას ეხებოდა," - აცხადებს გიორგი თარგამაძე.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი