RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ხუთ დღეში სიების მონიტორინგი იწყება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

24 საათი 02.02.10

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

ოპოზიცია საარჩევნო სიების მონიტორინგს 5 თებერვლიდან შეუდგება. გუშინ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა ერთიანი სია გადასცა.

მინიტორინგს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი მილიონ 200 ათასი ლარი 12 პოლიტიკურ სუბიექტზე განაწილდება.

ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი 5 თებერვლიდან 15 მარტამდე "კარდაკარ"-ის პრინციპით ჩატარდება. პარტიებმა მონიტორინგის შედეგები ცესკო-ს წერილობით უნდა მიაწოდონ არა უგვიანეს 31 მარტისა.

გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურა ხარატიშვილს 3 700 000-მდე ამომრჩევლის სია გადასცა.

ცესკო ამომრჩეველთა ერთიან სიას საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით დაამუშავებს და გამოაქვეყნებს. რეესტრის მიერ მიწოდებული ბაზა პირველ ეტაპზე ოლქების ნომრების მიხედვით დაიყოფა, შემდგომში კი მოქალაქეთა მისამართები საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით გადანაწილდება. თითოეულ მოქალაქესა და მის საცხოვრებელ მისამართს სოციალური კოდი მიენიჭება, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე გადანაწილდება.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათმა უწყებამ სერიოზული მუშაობა ჩაატარა, რათა დახვეწილ მონაცემთა ბაზა შეექმნათ.

აღნიშნულ ბაზაში არ შედიან იძულებით გადაადგილებული პირები და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. მათ სიას ცენტრალური საარჩევნო კომისიას შესაბამისი უწყებები - ლტოლვილთა და განსახლების, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროები გადასცემენ.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკო ყველაფერს გააკეთებს, რომ მონიტორინგის პროცესი გამჭვირვალე იყოს, მასში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები. "ჩვენ შევეცდებით, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი საგრძნობლად ამაღლდეს," - დასძინა ხარატიშვილმა.

სიების მონიტორინგში კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ "ეროვნული ფორუმი" და "ლეიბორისტები" არ ჩაერთვებიან. ისინი განმარტავენ, რომ მონიტორინგში აზრს ვერ ხედავენ. მაგალითად, სოსო შატბერაშვილის აზრით, მონიტორინგი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, შატბერაშვილის თქმით, პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს - სიები შენ მოამზადეო.

"ეროვნული ფორუმი", რომელიც დღევანდელ საარჩევნო გარემოს მოუღებლად მიიჩნევს, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. აქედან გამომდინარე, არც მონიტორინგში მონაწილეობს. როგორც "ფორუმელებმა" "24 საათს" განუმარტეს, დღევანდელ ვითარებაში, როცა "საარჩევნო კანონი" მმართველ პარტიაზეა მორგებული და ხელისუფლებაში თავისუფალი არჩევნების ჩატარების ნება არ არსებობს, სიების მონიტორინგი ყოველგვარ აზრს კარგავს.

მონიტორინგში მონაწილეობის სურვილი შვიდმა არაკვალიფიციურმა პარტიამაც გამოთქვა. ესენია: "სრულიად საქართველოს საერო დარბაზი", "მამული", "სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია", "გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტია", "ჩვენი ქვეყანა", "ინტელექტუალთა ლიგა" და "ხალხთა მეგობრობის პარტია".

არაკვალიფიციური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, მაგრამ სიების გადამოწმება სურთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ამ პარტიებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არ გადანაწილდება. არსებობს მოსაზრება, რომ ე. წ. არაკვალიფიციური პარტიები სიების გადამოწმების პროცესში კვალიფიციური პარტიების კვოტით მიიღებენ მონაწილეობას. ეს მას შემდეგ მოხდება, როცა ისინი ერთმანეთში კონსულტაციებს გამართავენ.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი