RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მზადყოფნა ხარჯვისთვის და არა ტრაბახისთვის

მდიდრები თავიანთ პრივილეგიებს საგულდაგულოდ მალავენ

24 საათი 02.02.10

მდიდრები თავიანთ პრივილეგიებს საგულდაგულოდ მალავენ

გასულ წელს, საინვესტიციო ბანკების მმართველებმა და მათმა მეუღლეებმა ბონუს სეზონის მანძილზე თავიანთ საფულეებს ცოტა მოუჭირეს. თავიდან ეს მოხდა პანიკის გარეშე. მაგრამ შემდეგ - შეშინებული ბრბო ფარნებით ხელში დააცხრა თავის გადამალულ ქონებას.

ახლა, თვითდაკისრებული მკაცრი ზომების და შესანიშნავი ბონუს სეზონის შემდეგ, უოლ სტრიტის ბრბო თავს აღწევს იმას, რასაც ერთმა ფუფუნების საგნებით საცალო მოვაჭრემ "ეკონომიური გადაღლა" უწოდა. თუმცა, ადრინდელი მზარდი ხარჯებისგან განსხვავებით, ამჟამად მოხმარება გაცილებით ნაკლებ შესამჩნევი იქნება.

ახლახან, Morgan Stanley-მ გამოაცხადა, რომ მან 14.4 მილიარდი დოლარი გადადო ხელფასებისთვის და ბონუსებისთვის, ანუ 235 000 დოლარი ყოველ თანამშრომელზე. ერთი დღის შემდეგ, Goldman Sachs-მაც განაცხადა, რომ ძირითადი მწარმოებლების ჩათვლით (რომელთა წყალობითაც ეს ორივე ბანკი მილიონებს გამოიმუშავებს), საშუალოდ, 498 000 დოლარს იხდიდა.

წლევანდელი ბონუსები (წინა წლებში ის გაცილებით დიდი იყო) ხალხში, რომელთაგან 10 პროცენტია უმუშევარი, დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

თუმცა, არსებობენ ისეთებიც (იმ იღბლიანებთან ერთად, რომლებსაც უოლ სტრიტიდან მოულოდნელად დიდი თანხები "დაატყდათ" თავს), ბონუსების მიღებას რომ ზეიმობენ: მომსახურებისა და საქონლის მიმწოდებლები და მდიდრები, რომლებიც თავიანთი სიმდიდრის მატებით ტკბებიან. ნიუ-იორკის მიდამოებში, უძრავი ქონების აგენტები, მაღალი კლასის მანქანების დილერები და ფუფუნების საგნების საცალო გამყიდველები კეთილად ხვდებიან ბონუსების ამ სეზონს, თითქოს ეს პირადად მათ ეკუთვნოდეთ.

ნიუ-იორკის აღმოსავლეთით, ჰემპტონში, სადაც უძრავი ქონების აგენტები ბანკირებს საზაფხულო სახლების მოძიებისთვის აქეზებენ, მოსალოდნელია, რომ გაყიდვებზე მოთხოვნა დიდი სარგებლის მომტანი იქნება მომრიგებლებისთვის, ახალმოსახლეებისა და მემამულეებისთვის. "ისეთი დასახლება, როგორიც ჰემპტონია, სახლების ვაჭრობაზეა დამოკიდებული," - განაცხადა Saunders and Associates-ის აგენტმა დაიან სააჩიმ, რომელმაც ახლახანს სახლი მიჰყიდა ბანკირს 4.9 მილიონ დოლარად.

"ამ თემაზე საუბარს მას ნუ სთხოვთ, რადგანაც ის ამას არ იზამს, - თქვა მის სააჩიმ თავის მყიდველზე და მოშორდა რეპორტიორს, - მათ არ უნდათ ვინმემ იცოდეს, რომ ისინი ყიდულობენ. ამ "ვინმეს" შორის მისი გამრავლებული ოჯახიცაა, რადგან ის შიშობს, რომ მას ფულის სათხოვნელად მიაკითხავენ. არავინ არაფერზე ტრაბახობს," - თქვა მის სააჩიმ.

უოლ-სტრიტელები, როგორც წესი, უკანმოუხედავად ხარჯავენ ხოლმე ფულს, მაგრამ, კულტურული ექსპერტებისა და საცალო გამყიდველების თქმით, ახლა მათ მოთხოვნებს მოკრძალებული ფორმა აქვთ. "რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ხალხს კარგი საქციელისთვის საკუთარი თავის დაჯილდოება სურს, თუნდაც რომ ამ "დაჯილდოებას", უბრალოდ, გადარჩენის სახე ჰქონდეს," - განაცხადა ალექსანდრა ლებენთალმა (NewYorkSocialDiary.com-ის საინვესტიციო მენეჯერი და ფინანსური თამასობების თაობაზე გამოგონილი სვეტის შემქმნელი).

ამავე დროს, საინვესტიციო ბანკებს გაბრაზებული ხალხის რისხვის თავიდან აცილება სურთ, რომლებიც კვლავ ამ ბანკებს აბრალებენ ამერიკის ფინანსურ კრიზისს. 13 იანვარს, ქვეყნის ოთხი უმსხვილესი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორებმა დიდი დარტყმა მიიღეს აშშ-ის კონგრესის ლიდერების მოსმენით, რომლებმაც მათი გადახდის პრაქტიკები გააკრიტიკეს, როგორც შეუფერებელი ქვეყნის დანარჩენი ნაწილისთვის. ობამას ადმინისტრაციამ ამ პოპულიზმს კიდევ ახალი წინადადებები დაამატა სხვა რეგულაციებისა და საგადასახადო ბანკების შესახებ.

უოლ სტრიტზე ყველაზე გავრცელებული სიბრძნე არის შემდეგი - არავის აჩვენო და არავის უთხრა.

"ბოსებმა თავიანთ ბანკირებს უთხრეს, რომ ფრთხილად იყვნენ," - განაცხადა ჯენეტ ჰენსონმა, რომელიც Goldman Sachs-ის თანამშრომელი იყო 14 წლის განმავლობაში და ამჟამად 85 Broads-ის (ქალთა პროფესიული ქსელური ორგანიზაცია) დამაარსებელი და წევრია: "იმას ვგულისხმობ, რომ როცა Goldman Sachs-ისგან 1 მილიონი დოლარის ბონუსი გაქვს და აუდის ახალი სპორტული მანქანით დაგრიალებ, ხალხი ნამდვილად შეგიძულებს." (კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, Goldman-მა ახლახანს განაცხადა, რომ თავის მთავარ 30 აღმასრულებელს მხოლოდ ხელზე გადაუხდის.)

უოლ სტრიტის აღმასრულებლების თუ მათი მეუღლეების (რომლებსაც ამ სტატიის გამო დაუკავშირდნენ) მხოლოდ მცირე ნაწილმა მოისურვა იმაზე საუბარი, თუ როგორ აპირებენ ისინი ბონუსების ხარჯვას ან ინვესტიციების გაკეთებას. ამის მიზეზი ხალხისგან წამოსული ზიზღისა და მიჩუმათებული პერსონალური პრემიების (რომლებსაც ბანკირები, როგორც წესი, ასრულებენ) გაცხადების მიმართ შიშია.

ერთი ბანკირის მეუღლემ (რომელმაც არ ისურვა სახელის გამხელა) აღნიშნა, რომ ისიც, სხვების მსგავსად, ფინანსურად ახლა უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. "საზოგადოებაში ისეთი გრძნობა გაჩნდა, რომ მსოფლიო თავის აღსასრულს სულაც არ მიახლოვებია," - თქვა მან. იქვე დასძინა, რომ, რაც შეეხება ბონუსებთან დაკავშირებულ კრიტიკას, მისი მეუღლე თავაუღებლად მუშაობს და მისი, როგორც ხარბის, გამოყოფა დიდი უსამართლობაა.

"ყველას სურს, რომ ვიღაცას რაღაცა დააბრალოს. ჰოდა, განტევების ვაცები ახლა მდიდრები არიან," - თქვა მან.

ეს ქალბატონი, თავის მეუღლესთან ერთად, მისი ბონუსების გამო ორი მიზეზით გამოარჩიეს. პირველ რიგში, მათ, თავიანთი ოთხი შვილის სწავლებისთვის სურთ ფულის გადანახვა. და მეორე - დასასვენებელი სახლის ყიდვა (ალბათ იმ მყიდველისგან, რომელსაც სახლის გაყიდვა აიძულეს.)

"ეს კარგი დროა ყიდვისთვის,"- თქვა მან. მათმა მეგობარმა, ასევე ფინანსურმა აღმასრულებელმა, ახლახან სახლი იყიდა ვერმონტში რამდენიმე კვირით ადრე, სანამ მისი გაყიდვა აიკრძალებოდა.

რადგანაც უოლ სტრიტის აღმასრულებლებისთვის ღირებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მიიღება, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მათ დამალონ საკუთარი თავი (და თავიანთი ახალი საკუთრებაც). მაგალითისთვის, დეკემბერში, Manhattan Motorcars-მა ორი საიჯარო პროგრამის შეთავაზება გააკეთა, თითო - 100 000 დოლარის ღირებულების. პირველი გახლდათ ერთწლიანი იჯარა Rolls-Royce Phantom Drophead Coupe-თვის, მორთული თავის დასადებებითა და გაპრიალებული ფოლადის კაპოტით. მეორე პროგრამა ეხებოდა სამწლიან იჯარას Bentley Flying Spur, ანუ ღია ავტომობილ GT-ზე. ორივე მათგანი როლსთან შედარებით უფრო მცირედაა შეფასებული.

Manhattan Motorcars-ის მფლობელ ბრაიან მილერის თქმით, უოლ სტრიტის აღმასრულებლებში ბენტლი უფრო პოპულარულია. არა იმიტომ, რომ ის უფრო იაფია, არამედ იმიტომ, რომ მან ნაკლები ყურადღება მიიქცია. "მათ განაცხადეს, რომ სურთ, ნაკლებად გამოჩნდნენ და უფრო მშვიდი ვითარება იყოს მათ ირგვლივ, - ამბობს ბატონი მილერი, - მათივე თქმით, კაშკაშს ისინი მოგვიანებით მიუბრუნდებიან."

Saks Fifth Avenue-ს მთავარი მაღაზიის გენერალურ მენეჯერ სიუზენ ჯონსონის თქმით, ბევრ მდიდარ მომხმარებელს დაუდგა "ეკონომიური გადაღლის" პერიოდი. ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, ისინი მზად არიან, საკუთარ თავს ამჯერად აღარ მოაკლონ სიამოვნება.

"ეს უფრო საკუთარი თავის დაკმაყოფილებაა და არა იმის გამომზეურება, თუ რამდენად მდიდარი ხარ," - თქვა მან.

ახლა სოციალური სხვაობა იმით განირჩევა, თუ ვის სად და რითი შეუძლია თავის მოწონება. მდაბიოობის მაჩვენებელია, მაგალითად, როცა საინვესტიციო ბანკის მუშაკი, რომელმაც გადასახადის გადახდას თავი აარიდა, ცდილობს რაიმე სიმდიდრის დემონსტრაცია მოახდინოს. მაგრამ ეს არ ეხებათ ჰეჯ-ფონდის მენეჯერებს, რომელთა კომპანიებსაც ფედერალური დახმარება არ მიუღიათ.

გაზაფხული არც ისე შორს არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსისტებს და მათ მეუღლეებს საკუთარი თავისთვის ჯილდოს მიძღვნის უკეთესი შესაძლებლობები აქვთ: ხელოვნების აუქციონებზე ნახატების შეძენა, აგარაკები და სეზონის გალა-წვეულებებისთვის აბრეშუმის ტანსაცმლის ყიდვა. შეიზღუდავს კი თავს უოლ სტრიტი შელახული იმიჯის გამოსწორებისთვის?

"ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, რა საფასური ექნება ჩამოფასებულ სახლებს ან ვინ იყიდის პირველ ყელსაბამს, - ამბობს მის ლევენთალი, - მიუხედავად იმისა, რომ პოპულისტური მრისხანების სუნი ახლაც ტრიალებს ჰაერში."

ლაურა მ. ჰოლსონი

 

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი