RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მოსკოვის ტელევიზიიდან განდევნილი ადამიანები კიევში თავს კარგად გრძნობენ

უკრაინაში მედია უფრო თავისუფალია, ვიდრე პუტინის რუსეთში

24 საათი 02.02.10

ევგენი კისელევი, რომელიც 1990-იანი წლების მოსკოვში ნოვატორი ტელეჟურნალისტი იყო, ამბობს, რომ ამჟამ
ევგენი კისელევი, რომელიც 1990-იანი წლების მოსკოვში ნოვატორი ტელეჟურნალისტი იყო, ამბობს, რომ ამჟამ

უკრაინაში მედია უფრო თავისუფალია, ვიდრე პუტინის რუსეთში

კიევი, უკრაინა - უკრაინის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირებში ყველა კანდიდატს სურდა სავიკ შუსტერის პოლიტიკურ თოქ-შოუში გამოჩენა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კანდიდატი, რომელსაც მიწვევაზე უარი უთხრეს, კიევში მისტერ შუსტერის ტელესტუდიაში შეჭრით იმუქრებოდა, რათა მეტოქესთან ღია ეთერში სრულიად იმპროვიზირებული დებატები მოეწყო.

ვითარება ძველი დროს წააგავდა, როდესაც მსგავსი ამბები მოსკოვში ხდებოდა.

მისტერ შუსტერი დევნილია ვლადიმერ პუტინის რუსეთიდან. მას შემდეგ, რაც იქ სატელევიზიო ახალი ამბების “შელამაზება” დაიწყეს, ზოგიერთმა ჟურნალისტმა, მათ შორის მისტერ შუსტერმა, მეზობელ უკრაინაში გადაინაცვლა, სადაც პოლიტიკური ვითარება და მედია-სივრცე ბევრად უფრო ცოცხალი, მრავალფეროვანი და საინტერესოა.

ორ ქვეყანას შორის არსებული განხეთქილება სულ უფრო აშკარა ხდებოდა მას შემდეგ, რაც 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად უკრაინა უფრო ევროპული სტილის მმართველობის გზას დაადგა. ამ თვალსაზრისით, უკრაინა განსხვავდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობისგან, სადაც ავტოკრატიული რეჟიმები არსებობს.

მისტერ შუსტერმა მოსკოვი მას შემდეგ დატოვა, რაც მისი პროგრამა “სიტყვის თავისუფლება” გაუქმდა. მისი “დანაშაული” ის იყო, რომ მწვავე კითხვებს სვამდა, რომელიც ხელისუფლებას ჩრდილს აყენებდა, აგრეთვე ხელისუფლებისთვის არასასურველ სტუმრებს იწვევდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმას აკეთებდა, რასაც ჟურნალისტები აკეთებენ ხოლმე.

“დღეს იქ ტელევიზია ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირში იყო, - ამბობს ის, - სულ უფრო მეტ კონფორმიზმს ვხედავ. არ შეგიძლია ისეთი ადამიანების მიწვევა, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს და კამათისას ამ პოზიციის დაცვა ხელეწიფება. ასე რომ, დღეს რუსეთში ნამდვილი თოქ-შოუს გაკეთება შეუძლებელია.”

ევგენი კისელევი, კიევის კიდევ ერთი სტუმარი, რომელიც 1990-იან წლების მოსკოვში ნოვატორი ტელეჟურნალისტი იყო, ამბობს, რომ რუსეთში ცენზურა ყოვლისმომცველია. “მრავალი სახის აკრძალვა არსებობს, - ამბობს ის, - უამრავი შავი სია, რომელიც ყოველთვის დაუწერელია, მაგრამ ყველა პროდიუსერმა, ყველა რედაქტორმა ზეპირად იცის.”

მათ პოპულარულ პოლიტიკურ თოქ-შოუებს შორის მიმდინარე კონკურენციის წყალობით, იმიგრანტი ტელეწამყვანები მოულოდნელად მედიის ყველაზე გავლენიან ფიგურებად იქცნენ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში (რომლის მეორე ტური 7 თებერვალს უნდა გაიმართოს). მეორე ტურში მონაწილეობას ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად დამარცხებული ვიქტორ იანუკოვიჩი და ამ რევოლუციის გმირი, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მიიღებენ.

ორივე კანდიდატი რეგულარულად ჩნდება მისტერ შუსტერის (რომელიც კოლეჯის პროფესორს ჰგავს) და მისტერ კისელევის (რომელიც თოკ-შოუს უფრო ტიპიური წამყვანია) გადაცემებში.

მისტერ იანუკივიჩისთვის შეკითხვების დასმისას, მისტერ შუსტერმა კანდიდატის ყველაზე სუსტ წერტილზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ იმ მოსაზრებაზე, რომ მისტერ იანუკოვიჩი, შესაძლოა, პუტინის პაიკი იყოს. “ამბობენ, რომ თქვენ ხელისუფლებას კრემლს გადასცემთ. მართლა ასეა?” - იკითხა მან.

მის ტიმოშენკო ის კანდიდატი იყო, რომელიც პრაქტიკულად მისტერ შუსტერის სტუდიაში შეიჭრა. დეკემბერში ის დაჟინებით ითხოვდა მისტერ იანუკოვიჩთან დებატებს. როდესაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა, ტიმოშენკომ განაცხადა, რომ კონკურენტს ჩაუსაფრდებოდა, თუმცა საბოლოდ ასე არ მოიქცა.

მისტერ შუსტერი კიევში 2005 წლიდან იმყოფება, ხოლო მისტერ კისელევი - 2008 წლიდან. მათი წარმატება ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ უკრაინელები და რუსები მონათესავე სლავი ხალხები არიან და მათი კულტურაც მსგავსია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ენა უკრაინულია, მონათესავე რუსულიც ფართოდ გამოიყენება და ბევრმა ადამიანმა ორივე ენა იცის.

პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული ვითარების გათვალისწინებით, სულ იოლად შეიძლება, რომ უკრაინული მედიის ან პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე რუსეთში არსებული ტელევიზიების ქებით გაერთო. სიმართლე (როგორც დღევანდელი კიევის, ისე ძველი მოსკოვის შესახებ) ასეთი მარტივი არ არის.

უკრაინის არხებს ძირითადად ოლიგარქები აკონტროლებენ, რომლებიც მათ ხშირად ანგარიშსწორებისა და კანდიდატების ღია მხარდაჭერისთვის იყენებენ. იგივე ხდებოდა რუსეთშიც.

უკრაინის არჩევნებზე მივლენილი ევროპელი დამკვირვებლების აზრით, სატელევიზიო ახალი ამბების დიდი ნაწილი მიკერძოებულია. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ქრთამის სანაცვლოდ პოლიტიკოსების საქმიანობას დადებითად აშუქებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავრობა სატელევიზიო ახალი ამბების შინაარსს ისე არ აკონტროლებს, როგორც ეს მოსკოვში ხდება.

ლოგიკურად ისმის კითხვა, თუ რით არის გამოწვეული ასეთი განსხვავება უკრაინასა და რუსეთს შორის. უკრაინა უფრო პლურალისტურ ქვეყანად გარკვეულწილად იმის წყალობით ჩანს, რომ გეოგრაფიულად ორ ნაწილად არის გაყოფილი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილის უკრაინულად მოსაუბრე მოსახლეობას განვითარების ევროპული გზა ურჩევნია, ხოლო აღმოსავლეთსა და სამხრეთში მცხოვრები რუსულად მოსაუბრე ადამიანები მოსკოვისკენ იხრებიან.

ორივე ჟურნალისტის თქმით, ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ დემოკრატიის უკრაინული ექსპერიმენტი დადებით შედეგებს მოიტანს. საზოგადოება პოლიტიკური კინკლაობითა და მღელვარებით დაიღალა, კორუფცია კი აქ ისევე ფართოდაა გავრცელებული, როგორც რუსეთში. ნარინჯისფერმა რევოლუციამ თავდაპირველი მიმზიდველობა დაკარგა. შესაძლოა, შემდეგმა პრეზიდენტმა მედიაზე ხელისუფლების კონტროლი გაამკაცროს.

“ეს ხუმრობა მე არ მომიფიქრებია, მაგრამ მომწონს, - ამბობს მისტერ კისელევი, - განსხვავება რუსულ და უკრაინულ პოლიტიკას შორის იგივეა, რაც განსხვავება სასაფლაოსა და საგიჟეთს შორის.”

მიუხედავად ამისა, მისტერ კისელევი ამბობს, რომ უკრაინელები საკუთარ უფლებებს მიეჩვიენ. “პოლიტიკოსების უმრავლესობას, მათ შორის დასავლეთში, არ უყვარს მედია, - ამბობს ის, - როდესაც დასავლელი ლიდერები პუტინს მედიის მიმართ მისი პოზიციის გამო აკრიტიკებდნენ, გულის სიღრმეში ფიქრობდნენ: ნეტავ მეც შემეძლოს ასე მოქცევა. თუმცა, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უკრაინული პოლიტიკური კულტურა რადიკალურად შეიცვალა. დღეს უკრაინაში სხვა წესებით თამაშობენ.”

კლიფორდ ლევი

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი