RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ქალი მუშაობს. კაცი სახლშია. და ისინი ბედნიერები არიან

ქალები მეტს გამოიმუშავებენ და კაცები მეტს ზრუნავენ

24 საათი 02.02.10

ქალები მეტს გამოიმუშავებენ და კაცები მეტს ზრუნავენ

მას შემდეგ, რაც ფემინისტებმა პირველად წააქეზეს ქალები საოჯახო საქმეების მიტოვებისა და კარიერის გაკეთებისკენ, ბევრი დაფიქრდა, ამას ხომ არ შეეწირებოდა ქალთა ქორწინებები და რომანტიული ცხოვრების შანსები. მამაკაცისთვის ფინანსურად წარმატებული ქალი საფრთხეა თუ შვება?

იანვარში, Pew Research Center-ის მიერ გაკეთებულმა მოხსენებამ, სახელწოდებით "ცოლთა აღმასვლა", ამ თემაზე დებატები განაახლა. Pew-ს აღმოჩენით, ამერიკულ ოჯახთა თითქმის ერთ მესამედში ცოლი უფრო განათლებულია, ვიდრე ქმარი. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კაცები მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები, წყვილთა 22 პროცენტში მთავარი მარჩენალები სწორედ ცოლები არიან (1970 წელს- წყვილთა მხოლოდ 7 პროცენტში).

ჩვენ კი უკვე ვეჩვევით ქმრებისა და ცოლების ეკონომიკური როლების ჩანაცვლებას, მაგრამ ამას მოულოდნელი ეფექტი ჰქონდა ცოლ-ქმრული ცხოვრების სიმყარეზე და წვლილი შეიტანა განქორწინებათა შემცირებებსა და უფრო ბედნიერ კავშირებში.

"ფინანსები და განათლება აღარ არის ქალთა გათხოვების მიზეზი. ახლა ისინი ისეთ მამაკაცებს ირჩევენ ქმრებად, რომლებთანაც თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ექნებათ,” - განაცხადა სტეფანი კუნცმა, "თანამედროვე ოჯახების" საბჭოში კვლევისა და განათლების განყოფილების დირექტორმა და ავტორმა წიგნისა: "ქორწინება, ისტორია: როგორ დაიპყრო სიყვარულმა ქორწინება" (Marriage,

A History: How Love Conquered Marriage).

ქორწინებაში როლთა ჩანაცვლებებს, ხშირ შემთხვევაში, ბევრი წყვილი სულაც არ გეგმავს. ეს ხდება მოულოდნელი ფინანსური წნეხის გამო. სწორედ ეს მოუხდა მასაჩუსეტსის ვესტ სპრინგფელდელ წყვილს - სინტია და ბრაიან უოლდერებს, რომლებსაც ხუთ წელიწადში ოთხი შვილი ეყოლათ. პირველი და მეორე ფეხმძიმობა კი დაგეგმეს, მაგრამ ტყუპი ბიჭების შეძენის შემდეგ ცხადი იყო, რომ თუ ორივე განაგრძობდა მუშაობას, დღიურ სამედიცინო დახმარებას ვეღარ მიიღებდნენ. "რომელიმე ჩვენგანს სამუშაო უნდა დაეტოვებინა და სახლში დარჩენილიყო," - თქვა 34 წლის მის უოლდერმა.

რადგანაც სადაზღვევო ფირმაში მის უოლდერის მარკეტინგული საქმიანობა განაპირობდა მისი ოჯახის დახმარებას ავადმყოფობის დროს, ამიტომაც, დაახლოებით ერთი წლის წინ, 36 წლის ბატონმა უოლდერმა, უძრავი ქონების ბროკერმა და კონსულტანტმა, სახლში დარჩენა გადაწყვიტა. "ამ გადაწყვეტილების მიღება სტრესული იყო ჩემთვის, - თქვა მან, - ხუთი წლის წინ რომ გეკითხათ, ვიზამდი თუ არა ამას, მე გეტყოდით: არავითარ შემთხვევაში."

მიიჩნევა, თითქოს ქალის ფინანსური დამოუკიდებლობა განქორწინების საფრთხეს ზრდის. რადიკალურად განსხვავებულ სურათს გვიქმნის აშშ-ის განქორწინების მაჩვენებლები: ქალის ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად განქორწინებებმა იკლო. 1970-იანი წლების ბოლოს განქორწინების მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და ყოველ 1000 წყვილზე 23 შეადგინა. ახლა კი ასეა - ყოველ 1000 წყვილზე 17 განქორწინება. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, რაც უფრო განათლებული და ფინანსურად დამოუკიდებელია ქალი, მით უფრო დიდი შანსია, რომ ქორწინება არ დაირღვეს.

სოციოლოგებისა და ეკონომისტების თქმით, ფინანსურად დამოუკიდებელი ქალები გათხოვებისას უფრო სელექციურები იქნებიან და ოჯახში მოლაპარაკების წარმართვისას უფრო მეტი ძალაც ექნებათ. მაგრამ ამ საქმიდან მხოლოდ ქალები არ გამოდიან გამარჯვებულები - ქორწინება გაცილებით სამართლიანი და ობიექტური იქნება თანასწორად ორივესთვის - ქმრისთვისაც და ცოლისთვისაც.

თუმცა, ამ ცვლილებებს, შესაძლოა, გარკვეული სირთულეებიც ახლდეს თან. "ახლა ქალები უფრო მეტს გამოიმუშავებენ და კაცები უფრო მეტს ზრუნავენ - ამას ბევრი გადანაცვლება და ყალთაბანდობა მოყვება," - განაცხადა ანდრეა დუსეტმა, ოტავაში მდებარე კარლტონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორმა. მისი კვლევა, სახელწოდებით "პურისა და ვარდების პროექტი" (Bread and Roses Project) ამერიკელ და კანადელ იმ წყვილებს შეისწავლის, სადაც მთავარი მარჩენალები ქალები არიან. მაგრამ დინამიკა "არც ისეთი ადვილია, როგორიც თქვენ გეგონათ, - თქვა მან, - სქესებს ადგილებს ვერ შეუცვლით."

მამაკაცებს ხანდახან უჭირთ ქალების თანაბარ ან უფრო მეტის გამომუშავების უნართან შეგუება. ქალებს კი, თავის მხრივ, იმასთან შეგუება უმძიმთ, რომ საშინაო საქმეებზე კონტროლი აღარ ექნებათ, მაგალითად - ბავშვს როგორ უნდა ჩააცვან ან ჭურჭელი როგორ უნდა ჩადონ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

ნიუ-ჯერსის რათჯერსის უნივერსიტეტის სოციოლოგმა კრისტენ სპრინგერმა, აღმოაჩინა, რომ 50 წელს მიღწეული მამაკაცი, რომლის ცოლიც მეტს გამოიმუშავებს, სუსტი ჯანმრთელობის მქონედ აღიქმება. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად წყვილებში, თუ მამაკაცი თავის ცოლზე ნაკლებს გამოიმუშავებს, 60 პროცენტია იმის შანსი, რომ მას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდეს (განსხვავებით იმ კაცებისგან, რომლებიც ცოლზე მეტს გამოიმუშავებენ).

ვისკონსინის National Survey of Families and Households-ის (ოჯახების ეროვნული კვლევა) უნივერსიტეტის მონაცემებით, ორმხრივი გამომუშავების წყვილებშიც კი, საშუალოდ, საოჯახო საქმეების ორ მესამედს ქალი ასრულებს. მაგრამ კაცები ახლა გაცილებით უფრო მეტს აკეთებენ ოჯახისთვის, ვიდრე ადრე. კვლევებმა აჩვენა, რომ 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, კაცებს გაორმაგებული წვლილი შეაქვთ საოჯახო საქმეებში, ბავშვებზე ზრუნვა კი, საერთოდაც, გასამმაგდა.

სქესთა ტრადიციული როლების ეჭვქვეშ დაყენებამ, როგორც ჩანს, პოზიტიური შედეგი მოიტანა. ინგლისის კენტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორმა ლინ პრინს კუკმა აღმოაჩინა, რომ იმ ამერიკულ წყვილებში, სადაც მუშაობა და საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობა თანაბრად არის განაწილებული, გაცილებით ნაკლებია განქორწინების ალბათობა, ვიდრე იმ წყვილებში, სადაც კაცია ერთადერთი მარჩენალი.

ბატონი უოლდერის თქმით, სხვა დედები ქება-დიდებას არ აკლებენ მას: "ისინი ამბობენ: ‘ეს შესანიშნავია. ჩემი ქმარი ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა’. ვფიქრობ, ისინი თავიანთ ქმრებს არასათანადოდ აფასებენ. ნებისმიერ ბიჭს შეუძლია ამის გაკეთება, ისევე, როგორც ნებისმიერ ქალს - მარჩენალობა."

ტარა პარკეტ-პოპე

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი