RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ბირთვული შანტაჟი

რუსეთმა დაამტკიცა უსაფრთხოების დოქტრინა, რომლის პროექტმა თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია.

24 საათი 03.02.10

რუსეთმა დაამტკიცა უსაფრთხოების დოქტრინა, რომლის პროექტმა თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია.

ამ დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი პრევენციული ბირთვული დარტყმების უფლებას იტოვებს. შვედეთი და პოლონეთი რუსეთს მიმართავენ თხოვნით, აშშ-სთან სტრატეგიული ბირთვული არსენალების შემცირებაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს ტაქტიკური ბირთვული იარაღიც მოაშოროს. მოსკოვში კი ბირთვულ საფრთხეს შატნაჟისთვის იყენებენ, რათა დასავლეთის ქვეყნები ევროპული უსაფრთხოების შესახებ მედვედევის ინიციატივაზე დაითანხმონ.

კრემლის ახალი სამხედრო დოქტრინა მზად არის. დოკუმენტი რუსეთის უშიშროების საბჭოს ოპერატიულ თათბირზე დაამტკიცეს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მოაწერს ხელს, დოქტრინა ძალაში შევა.

როგორც თათბირის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, დოკუმენტის შინაარსი გასაიდუმლოებული არ არის, იგი უკვე მოქმედი დოკუმენტის ბაზაზეა შედგენილი, თუმცა მასში გათვალისწინებულია ის "კარდინალური ცვლილებები, რაც მსოფლიოში ხდება". პატრუშევმა პირობა დადო, რომ ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი საჯარო გახდება. როგორც ერთ-ერთ წინა ინტერვიუში თავად უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებდა, ახალი დოქტრინით გათვალისწინებულია პრევენციული ბირთვული დარტყმების მიყენება, თუ საფრთხე რუსეთს ან მის მოკავშირეებს დაემუქრებათ - იმ შემთხვეევაშიც, თუ მოწინააღმდეგე ბითვულ იარაღს თავად არ გამოიყენებს.

ახალი რუსული დოკუმენტის დამტკიცებას დაემთხვა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ინიციატივა. "ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბიუნში" გამოქვეყნებულ სტატიაში კარლ ბილდტმა და რადოსლავ სიკორსკიმ რუსეთს თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღის ევროკავშირის საზღვრებისგან მოცილება მოსთხოვეს.

მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკება მალე წარმატებით დაგვირგვინდება. ამავე დროს, განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ შვედეთისა და პოლონეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ტაქტიკური ბირთვული იარაღი - საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები, რომლებიც რუსეთ-ამერიკის მომავალი შეთანხმების საგანი არ არის.

ბილდტმა და სიკორსკიმ მოსკოვს "ცალმხრივი ნაბიჯებისკენ", კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნების მოსაზღვრე რაიონებიდან ამ სახის შეიარაღების გაყვანისკენ მოუწოდეს.

"სრულიად ნათელია, რომ დადგა დრო, სუბსტრატეგიული ბირთვული იარაღი შეიარაღების კონტროლის რეჟიმში მოექცეს, იმის მსგავსად, როგორც ეს სტრატეგიული ბირთვული არსენალების შემთხვევაში ხდება. ასეთი სახის შეიარაღება წარსულის საშიში გადმონაშთია და დაუშვებელია, მან ჩვენს მომავალს შეუქმნას საფრთხე," - ნათქვამია ბილდტისდა და სიკორსკის სტატიაში.

მოსკოვში, როგორ ჩანს, დასავლელი მეზობლების თხოვნას ყურად არ იღებენ. მეტიც, ბირთვული იარაღის თემატიკა კრემლისთვის პოლიტიკური შანტაჟის იარაღია. ბილდტისა და სიკორსკის ინიციატივის პასუხად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა ევროპის ბირთვული უსაფრთხოების თემა მედვედევის მიერ ინიცირებულ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მხარდაჭერას დაუკავშირა.

"რუსეთი თანამიმდევრულად გამოდის იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ როგორც ევროპული, ასევე გლობალური უსაფრთხოება ერთიანი და განუყოფელი უნდა იყოს," - განაცხადა კოსაჩევმა. მის თქმით, სწორედ ამას გულისხმობს მედვედევის ინიციატივა, რომელსაც "არც პოლონეთი და არც შვედეთი მკაფიოდ არ გამოხმაურებიან."

კოსაჩევის განცხადებით, "სანამ ევროპული უსაფრთხოება ერთიანი არ გახდება, უმთავრეს განმსაზღვრელ ფაქტორად დარჩება ის გაგება, რომ კონტინენტის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა სწორედ ბირთვულ იარაღს შეუძლია."

რუსმა დეპუტატმა პოლონეთს ისიც გაუხსენა, რომ ეს ქვეყანა სულ ცოტა ხნის წინ თავის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას დათანხმდა, ამჟამად კი პოლონეთში, რუსეთის საზღვართან, ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "პეტრიოტის" განთავსებაა დაგეგმილი. შვედეთს კი, კოსაჩევის განცხადებით, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო გეგმების მიმართ პოზიცია არ დაუფიქსირებია და არც მათთვის ხელის შეშლა უცდია.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი