RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სტრასბურგმა მიიღო, მარიონეტებმა - არა

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგია გუშინ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში წარადგინა.

24 საათი 04.02.10

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგია გუშინ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში წარადგინა.

სტრასბურგში მყოფი თემურ იაკობაშვილი სხდომაზე შექმნილი გარემოებების შესახებ "24 საათს" ესაუბრა. "ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო სტრატეგიის წარდგენა. სხდომას ბევრი დამსწრე ჰყავდა. სტრატეგიის შესახებ მოსაზრებები 22-მა ელჩმა გამოთქვა და კითხვები დასვა. მათგან 21-მა მხარი დაუჭირა სტრატეგიას, ხოლო ერთმა, გასაგებია ვინც, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, პრინციპში განაცხადა, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. შემდეგ კი ვერ ახსნა, თუ რატომ," - შენიშნავს იაკობაშვილი.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ყველა გამომსვლელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მათი ქვეყნები სტრატეგიის შეთავაზებას მიესალმებიან. როგორც იაკობაშვილი მიუთითებს, მათ გენერალურ მდივანს თორბიორნ იაგლანდს მოუწოდეს, აქტიურად ჩაერთოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და განხორციელებაში.

ქართული დელეგაცია, სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, შეხვდა ევროსაბჭოს გენერელურ მდივანს, რომელმაც საქართველოს მთავრობის დოკუმენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. იაგლანდი სახელმწიფო მინისტრს შეჰპირდა, რომ ამ სტრატეგიის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად საქართველოში ჩამოვა. იაკობაშვილის აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებში სტრატეგიის წარდგენა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი საერთაშორისო ხასიათისაა. "შესაბამისად, სტრატეგიის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დახმარება: მათ სტრატეგიის განხორციელებაში ხელი უნდა შეგვიწყონ და, მეორე მხრივ, რუსულ მხარეზე, როგორც საოკუპაციო ძალაზე, სათანადო ზოწოლა უნდა მოახდინონ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთვის საექსპერტო დახმარება გაუწიოს, რათა სტრატეგია რეალურ ცხოვრებაში გატარდეს," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი. მისი აპარატი სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებას ივლისამდე აპირებს. მანამდე, სახელმწიფო მინისტრი, სტრასბურგის გარდა, ვენაში, ბრიუსელსა და ნიუ-იორკში ვიზიტებს გეგმავს, რათა საერთაშრისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნოს.

ევროსაბჭოში წარდგენამდე კი, ქართულმა მხარემ საქართველოს მთავრობის ხედვების შეთავაზება ჟენევაში გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე სცადა. თუმცა, "სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ" აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელი გამოდგა. როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, "აფხაზური დელეგაციის წევრებმა გააფრთხილეს ქართული მხარის წარმომადგენლები, რომ თუ ისინი დისკუსიების დროს ამ სტრატეგიას კიდევ ერთხელ შესთავაზებენ, აფხაზური დელეგაციის წევრები, უბრალოდ, დისკუსიას დატოვებენ, ხოლო მათი დოკუმენტი მაგიდაზე დარჩება." შამბა მიუთითებს, "ჩვენ არ ვართ ოკუპირებული ტერიტორია და ამ თემის განხილვას საერთოდ არ ვაპირებთ." სოხუმის ე.წ. ხელისუფლება არათუ არ აპირებს მთავრობის სტრატეგიის განხილვას, არამედ დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაგაფშმა პასუხად მდინარე ენგურზე არსებულ გამყოფ ხაზზე მიმოსვლის გამკაცრება გადაწყვიტა. მან ამის მიზეზები განმარტა: "ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას არ მივცემთ უფლებას, რომ გალის რაიონში ე.წ. მეხუთე კოლონა შექმნას. წარმომიდგენია, უკვე რამდენი ადამიანია გადაბირებული და რაიონში დარბის."

დე ფაქტო ხელისუფლების დღევანდელი პოზიციის მიუხედავად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქმედო გეგმაში დეტალურად და კონკრეტულად აპირებს სტრატეგიის რეალიზებისთვის საჭირო პროცედურების ჩამოყალიბებას. იაკობაშვილი ამ პროცესში მონაწილეობას სთავაზობს პოლიტიკური წრეების იმ წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, რომლებიც სტრატეგიის შემუშავებაში იყვნენ ჩართულნი.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიით უკვე დაინტერესდა ეუთო-ს უმაღლესი კომისარი უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი, რომელიც თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს შეხვდა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება, აგრეთვე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს მთავრობის სტრატეგია განიხილეს. თბილისის შემდეგ ვოლებეკი სოხუმში გაემგზავრა.

"აფსნიპრესის" ინფორმაციით, ვოლებეკი სერგეი შამბასა შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ ვოლებეკმა განაცხადა: "ყურადღებით ვადევნებ თვალს გალელი ახალგაზრდობის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების პრობლემებს. ამჯერად ვგეგმავ არა მხოლოდ გალის რაიონის, არამედ გაგრის რაიონის მონახულებასაც, სადაც სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შევხვდებით. აფხაზეთის ხელიუფლებამ და ბატონმა შამბამ დამარწმუნეს, რომ მათ ეუთო-სთან ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობის გაგრძელება სურთ და ამ ფაქტმა გამახარა."

კნუტ ვოლებეკი ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილში, აფხაზეთში წინა ვიზიტის შემდეგ, საუბრობდა ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლის შესახებ. "მათ განათლების უფლებები შეზღუდული აქვთ და ახალგაზრდებს აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში იძულებით იწვევენ, ამასთან მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ," - აღნიშნავდა ვოლებეკი.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი