RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ნოღაიდელის პარტიის “მიზიდულობის ძალა” იზრდება

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში "ქორვაჭრულ და ჩარჩულ ხედვებზე" ორდღიანი პოლემიკა მიმდინარეობს.

24 საათი 05.02.10

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში "ქორვაჭრულ და ჩარჩულ ხედვებზე" ორდღიანი პოლემიკა მიმდინარეობს.

"ახალი მემარჯვენეების" რეგიონული ორგანიზაციის წევრებს ნოღაიდელის პარტიისადმი მიზიდულობის ძალამ პარტიული მრწამსის შეცვლისკენ უბიძგა. ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას "მემარჯვენეების" პოლიტიკური კურსის მიუღებლობით ხსნიან. მამუკა კაციტაძის შეფასებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს სულმა წასძლიათ და მატერიალური დაინტერესების გამო ნოღაიდელთან გადაბარგდნენ.

კობა მოდებაძე, რომელიც უკვე "მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" წევრია, აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელი იყო დავით გამყრელიძის პოლიტიკური კურსი. უკმაყოფილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოდებაძე ასახელებს "ალიანსი საქართველოსთვის" პოზიციას ოპოზიციურ პრამიერში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ექს-პრემიერის პარტიაში "ახალი მემარჯვენეების" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერ კობა მოდებაძის გარდა, ასევე გაწევრიანდა რაიონული ორგანიზაციის ბიურო, რვა კაცის შემადგენლობით.

გუშინ სატელევიზიო ეთერით "რესპუბლიკური პარტიის" რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის კრიტიკული გამოსვლაც გაისმა. ამირან მაკარიძის თქმით, იგი პარტიისგან თავს "მიტოვებულად" გრძნობდა და ამიტომ გადაწყვიტა ნოღაიდელის პარტიაში გადასვლა.

უკვე ყოფილის თანაპარტიელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ როგორც "მემრჯვენეთა" რეგიონულ ორგანიზაციებში, ასევე პარტიის ცენტრალურ ოფისში. ქუთაისის "ახალი მემარჯვენეების" რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე აცხადებს, რომ კობა მოდებაძე არ არის გულწრფელი და იგი ნოღაიდელის მოძრაობაში მარტივი მიზეზით - ფინანსური დაინტერესების გამო გადავიდა.

"გამოვრიცხავ, რომ ბატონი მოდებაძე ნოღაიდელის საგარეო კურსით და მისი ფიზიკური აღნაგობით მოიხიბლა," - ირონიული კომენტარი გააკეთა გუშინ "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ. კაციტაძის თქმით, ნოღაიდელის კორუფციული ფული ბევრისთვის მიმზიდველი გახდა.

"თუ ვინმე ცდილობს, ამ ქორვაჭრული და ჩარჩული ხედვებით დაიმკვიდროს ადგილი ქართულ პოლიტიკაში, ჩვენგან და ქართული საზოგადოებისგან აუცილებლად მიიღებს პასუხს. ნოღაიდელს მოვუწოდებ, შეწყვიტოს ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ნადირობა. მე ერთხელ ამ ადამიანის მისამართით ვთქვი - "ნოღაიდელი ფანდარასტ" და ის გაფანდარასტდა. თუ დაიმსახურებს, ამის გამეორება აღარ გამიჭირდება," - განაცხადა გუშინ კაციტაძემ.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი