RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

აშშ-ს დაპირება შესრულებულია

გუშინ თბილისი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას მასპინძლობდა.

24 საათი 06.02.10

გუშინ თბილისი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას მასპინძლობდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგმა და ასევე ჰილარი კლინტონის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა საქართველოს პრეზიდენტთან და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართეს. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ამერიკელი მაღალჩინოსნები “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძეს, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს" ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი თარგამაძეს ესაუბრნენ.

აშშ-ს ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. “ჩვენ სერიოზული დაპირებები მივიღეთ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია საქართველოში დემოკრატიის განვითარების აუცილებლობის საკითხს პრინციპულად დააყენებს. საქართველო მათთვის პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება. დღევანდელი შეხვედრაც ჯერ ოპოზიციასთან და შემდეგ ხელისუფლებასთან, არის ხაზგასმა, რომ მათთვის პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეები და არა - პრეზიდენტი ან რომელიმე ლიდერი,” - განაცხადა დავით გამყრელიძემ. სტეინბერგთან და გორდონთან შეხვედრით კმაყოფილი იყო გიორგი თარგამაძეც. “აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო სექტორის მხარდასაჭერად ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს,” - შენიშნავს თარგამაძე. ამასთან, როგორც თარგამაძე აცხადებს, მაშინ, როცა აშშ სხვადასხვა მიმართულებით ხარჯებს ამცირებს, ამერიკის მთავრობა მზად არის, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად დახმარება გაზარდოს. გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო მჭიდრო კოორდინირებული ურთიერთობის დამყარება სთხოვა. გიორგი თარგამაძის განმარტებით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჩრდილოელი მეზობლის პროვოკაციებს უფრო მეტი ყურადღებით და თავშეკავებულად მოეკიდოს.

ლევან გაჩეჩილაძე ამერიკული მხარის მუშაობისგან კონკრეტულ შედეგებს ელის. მას მიაჩნია, რომ “აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხშირი შეხვედრების და დიდი მეგობრობის მიუხედავად, მუშაობის შედეგი ჯერ არც საქართველოს უსაფრთხოების, არც შიდა დემოკარტიის და არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ დამდგარა.”

ნინო ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს დახმარება შედეგიანი იქნება: “ქართველი ხალხი იმ კულუარული მუშაობისა და ზეწოლის შედეგებს ელოდება, რომელსაც აშშ ნამდვილად აკეთებს.” რაც შეეხება საკუთვრივ მოლაპარაკებას, ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანი იყო განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ს ადმინისტრაციისთვის მთავარია, არა მხოლოდ ამერიკის მეგობრის იმიჯის შექმნა, არამედ დემოკრატიული ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას. მან დასძინა, “სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მხრივ ქვეყანაში პროგრესი არ არის.”

ჯეიმს სტეინბერგი საქართველოდან გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. სააკაშვილმა სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პარიზში გაკეთებულ განცხადებაზე შეაჩერა ყურადღება, როცა კლინტონმა ახალი გავლენის სფეროების და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის შესახებ ისაუბრა. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა ახალი ეკონომიკური პაკეტისთვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა.

ჯეიმს სტეინბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა: “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას მხარს ვუჭერთ და მადლობას გიხდით ავღანეთის ოპერაციაში გაწეული დახმარებისა და პარტნიორობისთვის, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.” მანვე აღნიშნა: “ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა და ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში პარტნიორობის გაგრძელება. ვალდებულება, რომელიც ვაშინგტონმა ფინანსური დახმარების კუთხით აიღო, შესრულებულია. ჩვენ ძლიერი ვალდებულება გვაქვს საქართველოს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ.”

სტეინბერგი თბილისში ჩამოსვლამდე ერევანში იმყოფებოდა, ხოლო საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრა. თბილისის დატოვებამდე, მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც შეხვედრების შედეგები შეაჯამა. “ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დრო მქონოდა. პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ჩვენ საქართველოს ვაფასებთ, ის ჩვენი აქტიური პარტნიორია. შეხვედრაზე ჩვენ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზეც ვისაუბრეთ,” - განაცხადა ჯეიმს სტეინბერგმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას სტეინბერგმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ-ს მიმართ გაკეთებული წინადადება ახსენა, კერძოდ, ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მოქმედი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდების მარშრუტად საქართველოს ტერიტორიის გამოყენების შესახებ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეთავაზება. “მე ავუხსენი მას (სააკაშვილს), რომ ეს ნამდვილად არის ის, რაც პენტაგონთან განხილვას საჭიროებს და მოვუწოდე მას, რომ პენტაგონში შესაბამის ხალხს დაელაპარაკოს,” - განაცხადა სტეინბერგმა.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი