RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

"ჭექა-ქუხილის" პოლიტგაერთიანება ვერ შედგა

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური მი-მოქცევა ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა - ნოღაიდელიანი ნაწილი გაწითლდა!

24 საათი 02.03.10

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური მი-მოქცევა ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა - ნოღაიდელიანი ნაწილი გაწითლდა!

წითელი ფერი გუშინ ერთმა განცხადებამაც გაგვახსენა: "ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან" - ვლადიმერ ლენინის ნაღვაწის პლაგიატური ახსნა მოუძებნა ალასანიას "ალიანსში" დაბრუნებას "ხალხის პარტიის" განაწყენებულმა მეთაურმა კობა დავითაშვილმა.

დავითაშვილთან ერთად, მისი სხვა ამხანაგებიც დარჩნენ ნაწყენნი. მართალია, ვერც საზოგადოება (ელექტორატი) გარკვეულა აწ უკვე "ალიანსის" მერობის კვლავ კანდიდატის პოლიტბორიალში, მაგრამ ეს უკვე ალასანიასა და "ალიანსის" თავის ტკივილია.

გუშინდელმა დღემ გაარკვია, რომ ნოღაიდელის ფინანსებიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა აშკარად ნირწამხდარმა ნოღაიდელმა: მე არჩევნებში არ ვმონაწილეობ და რატომ დავაფინანსებ წინასაარჩევნო ღონისძიებებსო.

თუ გუშინწინ იმედგაცრუებული ჩანდნენ ალიანსელები, ახლა გაუწბილებას ვერ ფარავდნენ "ჭადრაკის სასახლელები". იქამდე მივიდნენ, რომ მორჩილად დათანხმდნენ ალასანიას ვერსიას - იქნებ ამით მოვულბოთ გული და უკან დავიბრუნოთო: "მზად ვართ, გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები ოპოზიციონერი კანდიდატების მიმართ. ვეთანხმებით შემოთავაზებულ წინადადებას - თბილისის მერის ერთიანი კანდიდატი გამოვლენილ იქნეს სოციოლოგიური კვლევის შედეგად. კვლევა უნდა ჩატარდეს ერთობლივი კონტროლის პირობებში, არჩევნების დანიშვნამდე, მიმდინარე წლის აპრილის პირველ ნახევარში. მზად ვართ, ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ ნებისმიერი ოპოზიციური სუბიექტის შეხედულებები განვიხილოთ 7 მარტის ჩათვლით. 30 აპრილამდე არ გავაკრიტიკებთ არასაპარლამენტო ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და პასუხს არ გავცემთ ჩვენს მიმართ გამოთქმულ ცილისწამებას," - ნირწამხდარმა ჩაიკითხა განცხადება კობა დავითაშვილმა, მაგრამ სრულიად ცხადად გამოჩნდა, რომ მათ რიგებში ჩაწერის სურვილი არავის გასჩენია.

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პირდაპირ აირეკლა სეთავაზება: "თქვენს სიაში არ ჩავეწერებით და თუ საჭირო გახდა, გაგაკრიტიკებთ კიდეც!"

"მემარჯვენე" მამუკა კაციტაძემ არჩევნებში გამარჯვების მსურველი ოპოზიციონერები "ალიანსის" გვერდით დასადგომად დაპატიჟა, ცხადია, ერთის გამოკლებით: "ირაკლი ალასანია არის "ალიანსის" კანდიდატი. ჩვენ "ალიანსთან" და საზოგადოების ფართო წრეებთან ერთად მივდივართ არჩევნებზე და ყოველგვარი რაღაც პროცესები ჩვენთვის დასრულებულია. ვისაც უნდა მოვიდეს, დადგეს "ალიანსის" გვერდით და ერთად გავიმარჯვოთ 30 მაისს. ვისაც უნდა, რომ გამარჯვების მონაწილე გახდეს, ჩვენ კარს არ ვუხურავთ. რაც შეეხება ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მეთოდოლოგიებს, ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, დასრულებულია. ეს პოლიტიკური ფლირტები არაფრის მომცემია, ამიტომ ასეთი ტიპის საკითხებში კიდევ ჩაძიება ჩვენი ინტერესის საგანი აღარ არის."

"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილის თქმით, "ალიანსმა" აქტიურად იზრუნა იმაზე, რომ ალასანიას არ მიეღო მონაწილეობა პრაიმერში და მის ინიციატორ ნოღაიდელის არსებობა ქართულ პოლიტიკაში დამთავრებულიყო. ნოღაიდელი თავისი პრაიმერის იდეით დღეს ქართულ პოლიტიკაში უკვე აღარ არსებობს და სწორედ ჩვენ და ქართულმა საზოგადოებამ იზრუნა აქტიურად იმაზე, რომ ნოღაიდელი, რომელიც ხელისუფლებამ ფსევდოოპონენტად, იგორ გიორგაძის და ასლან აბაშიძის ფუნქციით მოგვივლინა, არ განიხილებოდეს, როგორც რაიმე ტიპის ფაქტორი."

ალასანიას "ალიანსში" დაბრუნებისთვის გადამწყვეტი როლი საზოგადოებამ შეასრულა. სწორედ საზოგადოებამ დაიცვა მთავარი ღირებულება. თუმცა, არც "რესპუბლიკელებსა" და "ახალ მემარჯვენეებს" უნდა დაუკარგოს კაცმა ღვაწლი - მათი მტკიცე პოზიცია და ბოლომდე ერთგულება ფორმულისა "ყველა-მინუს ერთი" თავისი მნიშვნელობის მატარებელი იყო.

ალასანიამ კი, თავისი მერყეობით, საკუთარ თავს დიდად ავნო - ახლო მომავალში მის პოლიტიკურ იმიჯის გამოსწორებას დიდი ჯაფა დასჭირდება.

ამ სამდღიანი ოპოზიციური ოდისეის მთავარი შედეგი კი ისაა, რომ "ჭექა-ქუხილის" პოლიტგაერთიანება ვერ შედგა. კრემლს კი ცივი წყლის დალევა მოუწევს - ქართულ საზოგადოებაში მას დასაყრდენი არა აქვს.

სალომე დათუნაშვილი

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი