RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

გაურკვევლობით განიავებული შანსები

მაშინ, როცა ირაკლი ალასანიას პარტია ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ კვლევას უჭერდა მხარს, მის წინადადებას პრაიმერის იდეის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური პარტიები არ ეთანხმებოდნენ.

24 საათი 02.03.10

მაშინ, როცა ირაკლი ალასანიას პარტია ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ კვლევას უჭერდა მხარს, მის წინადადებას პრაიმერის იდეის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური პარტიები არ ეთანხმებოდნენ.

გუშინ კი მათ სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაზე მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა საერთო კანდიდატის დასახელებისთვის ამ პროცესში ჩართვაზე ირაკლი ალასანია ამჯერად უარს ამბობს. ის თბილისის მერის არჩევნებზე კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატად რჩება.

როგორც ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა "24 საათს" განუცხადა, "თუკი ამ ურთიერთობებს შიგნიდან არ აკვირდება კაცი, ეს საკითხი ძალიან ძნელი შესაფასებელია. როგორც ჩანს, საჯარო განცხადებასა და შემდგომ რეალობას შორის იმალება ის ეშმაკი, რომელსაც შეუთანხმებლობა ჰქვია." სოსო ცისკარიშვილის აზრით, საერთო კანდიდატზე შეთანხმების იდეა იმის გამო ჩაქრა, რომ "ალიანსმა", ირაკლი ალასანიას ჩათვლით, ზურაბ ნოღაიდელისა და მისი მხარდამჭერებისგან მკაფიო დისტანცირება მოახდინა. ექსპერტს მიაჩნია, რომ ორ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის საერთო ლიდერის ძიებამ მნიშვნელობა დაკარგა. ცისკარიშვილი დასძენს: "თუ ერთიანობაზე არ არის საუბარი, აზრი არა აქვს არც პრაიმერს და არც სოციოლოგიურ გამოკითხვას. პრაიმერის იდეის მომხრე ჯგუფს უკვე ზედმეტ ტვირთად დააწვა პრაიმერი და შვებაც კი იგრძნეს, როცა სოციოლოგიურ კვლევას დათანხმდნენ." რაც შეეხება პოლიტიკურ ოპოზიციაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ექსპერტი აცხადებს, რომ ეს გახლდათ ძიების პროცესი, რაც, მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს უძრაობას. ცისკარიშვილის აზრით, "პრობლემატიკის გააქტიურება და არჩევნებში მონაწილეობა უფრო დადებით შედეგს მოუტანს ოპოზიციას. შეიძლება, პირველ რიგში, ალასანიას, რადგან პროპაგანდისტული მანქანის რესურსი ამოწურვადია."

ცისკარიშვილის თქმით, აქტიური კამპანიის და ე.წ. პრაიმერის ჯგუფთან დაპირისპირების შემდეგ ირაკლი ალასანია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებას დათანხმდა, რაც მისი "ალიანსელი" პარტნიორებისთვის, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლებ მისაღები იყო. "ალასანიას პარტნიორები უკმაყოფილონი დარჩნენ იმ პიარკამპანიით, რასაც სახელისუფლებო ტელეარხები აწარმოებდნენ - კერძოდ, ალასანიასა და ნოღაიდელის იდენტიფიკაციას, ზედმეტ მონდომებას, რომ ამ ორ პოლიტიკოსს შორის ტოლობის ნიშანი დაედოთ. ამით ხელისუფლებამ შედეგად მიიღო ცალკე მდგომი ნოღაიდელი," - შენიშნავს ცისკარიშვილი. ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საარჩევნო კამპანია დიდი ხნის წინათ უნდა დაეწყო, თუმცა ქართული ოპოზიციისთვის ერთმანეთთან დაპირისპირება დამახასიათებელი ნიშანია.

როგორც პოლიტოლოგმა გია ნოდიამ "24 საათს" განუცხადა, ირაკლი ალასანიასა და პრაიმერის ჩატარების მომხრე ჯგუფის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ზოგადად დაბნეულობას, მკაფიო სტრატეგიისა და მკაფიო პოლიტიკური პრინციპების უქონლობას აჩვენებს. როგორც გია ნოდია შენიშნავს, "დაბნეულობის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ პოლიტიკოსები მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ კონიუნქტურას უყურებენ. ამიტომ, ასე ვთქვათ, თანამიმდევრული პოზიციის დაკავება უჭირთ." ნოდიამ კონკრეტულად ირაკლი ალასანიას შესახებ აღნიშნა, რომ მისთვის ეს ორი კვირა ძალიან წამგებიანი იყო. ალასანია დაემსგავსა გაურკვეველ ლიდერს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირს და სხვების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა. "როცა პრინციპულ საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენჯერმე შეცვლი, ამის შემდეგ ძალიან ძნელია, რომ სხვებმა დაგიჯერონ," - შენიშნავს ნოდია. მისი თქმით, უცნობია ის, თუ რა ვერ გათვალა კონკრეტულად ირაკლი ალასანიამ - ალბათ საზოგადოების, მისი პოტენციური ამომრჩევლის რეაქცია, მათ შორის - ნოღაიდელის გვერდით დგომის საკითხზე: "როგორც ჩანს, ვერ გაიაზრა, რამდენად წამგებიანია ეს მისთვის. თუმცა, გასაკვირია, რატომ ვერ გათვალა ასეთი მარტივი რამ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხვა მიზეზებიც არსებობდა და მისი გადაწყვეტილება რაღაც ფაქტორმა გადაწონა."

"არ ვიცი, საბოლოოა თუ არა ოპოზიციაში შექმნილი კონფიგურაცია," -აღნიშნავს ნოდია, თუმცა დასძენს, რომ ოპოზიციის გაურკვეველმა ნაბიჯებმა თვითონ ოპოზიცია შეასუსტა.

რაც შეეხება პროცესების განვითარებას, ნოდიას მიაჩნია, რომ ოპოზიციას არჩევნების მოგების მაინცდამაინც დიდი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ დღესდღეობით ეს შანსი კიდევ უფრო შემცირდა. "რა თქმა უნდა, არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ჭექა-ქუხილის, აჯანყების მომხრეა. მათ არც აჯანყების მოწყობის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმის პერსპექტივაც შემცირდა, რომ ე.წ. "გაყალბებული არჩევნების" შემდეგ ხალხის მობილიზაცია მოახდინონ," - შენიშნავს პოლიტოლოგი. დღევანდელ ვითარებაში ე.წ. პრაიმერის ჯგუფიდან, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ოპოზიციური კანდიდატის დასახელებაზეა საუბარი. გია ნოდიას აზრით, "ასეც რომ მოხდეს, ეს ოპოზიციას მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო დაასუსტებს."

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი