სოხუმის რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა გუშინ რუსეთის ფედერაციას ორთვიანი ვიზიტით ეწვია.
24 საათი 02.03.10
სოხუმის რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა გუშინ რუსეთის ფედერაციას ორთვიანი ვიზიტით ეწვია.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი"იუწყება. აშუბა მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიწვევით ჩავიდა და ვიზიტი 1 მარტიდან 30 აპრილამდე გაგრძელდება.
გამგზავრებამდე აშუბამ ე.წ. პარლამენტს 2010 წლის განმავლობაში მისაღები კანონების ჩამონათვალი დაუტოვა. სახალხო კრებამ სულ 99 კანონპროექტი უნდა განიხილოს და მიიღოს. ამასთან, როგორც აშუბამ განმარტა, 99 საბოლო რიცხვი არ არის.