RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ლარსის წინააღმდეგობრივი კარიბჭე

შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი შეთანხმება შედგა.

24 საათი 02.03.10

შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი შეთანხმება შედგა.

რუსეთის გადაწყვეტილებით ჩაკეტილი ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, სამწლიანი პაუზის შემდეგ, 1 მარტს დილის 6 საათზე გაიხსნა. მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკებები მხარეებმა ჯერ ერევანში, შემდეგ კი, შვეიცარიის მხარის მონაწილეობით, ყაზბეგში გამართეს. გახსნამდე ორივე მხარემ საზღვარზე გადაადგილების შესახებ საკუთარი პირობები გაახმოვანა. "ყაზბეგის" (საქართველო) გამშვები პუნქტის მხრიდან გადაადგილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება, ხოლო "ზემო ლარსზე" (რუსეთის ფედერაცია) გატარება რუსეთის ფედერაციის კანონებით მოხდება. მხარეებს შორის შეთანხმებული წესების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებაზე ერთ-ერთი მხარის უარის შემთხვევაში, მეორე მხარე უზრუნველყოფს მის "დაუბრკოლებლად და დაუყოვნებლივ" დაბრუნებას საკუთარ ტერიტორიაზე. "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე საქართველოს ვიზები არ გაიცემა. ეს რაც შეეხებოდა ფორმალურ მხარეებს.

რა სარგებელს მიიღებს საქართველო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნით, ამ მხრივ ექსპერტები ოპტიმისტურ პროგნოზებს არ აკეთებენ. პირიქით, მათი განმარტებით, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უსაფრთხოების საკითხებსაც. "საქართველო ვერანაირ პოლიტიკურ სარგებელს ვერ მიიღებს. რუსეთი შეეცდება, მოახდინოს ამ რეგიონის ინტეგრაცია საკუთარ სივრცეში. ეს ყველაფერი უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს შეიცავს. ამ პუნქტის გახსნას მოსახლეობა, ძირითადად, ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისა და სომხეთის ინტერესებს სრულად ვაკმაყოფილებთ, სანაცვლოდ კი არაფერს ვღებულობთ. სარისკო ვითარებას ვქმნით ანუ ეს შეიძლება მორიგი კაპიტულაციის აქტად მივიჩნიოთ,"- აღნიშნა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნით საქართველოსთვის ვერც ეკონომიკურ სარგებელს ხედავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია. "როგორც ეკონომიკის ექსპერტი, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნას პოლიტიკური თვალსაზრისით, ბუნებრივია, ვერ შევაფასებ, მაგრამ ეკონომიკური კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ ლარსის გახსნით ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ვერ მივიღებთ. ქართული კანონმდებლობით, გადამზიდავები გათავისუფლებულები არიან როგორც სატრანზიტო, ისე საგზაო გადასახადებისგან, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტი პირდაპირ სარგებელს ვერ მიიღებს".

საბაჟო პუნქტის გახსნას უსაფრთხოების თვალსაზრისით ექსპერტების მსგავს შეფასებას აძლევს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე : "ლარსზე სატრანზიტო ტვირთების გატარების გარდა, სამოქალაქო მიმოსვლის აღდგენა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქვეყნისთვის, ისე მოხევეებისთვის." ლევან ვეფხვაძის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ "ქრისტიან-დემოკრატებს" ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის საკითხის დეტალურად გასაცნობად საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით ფრაქციის საგანგებო სხდომის გამართვა ურჩია. კონკრეტული განმარტებების გაკეთებისგან კი ქვეყნის მეორე პირმა თავი შეიკავა.

ლევან ვეფხვაძისგან განსხვავებით, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას "რაციონალურ" და "გონივრულ ნაბიჯად" აფასებს. "ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის აუცილებლობის საკითხს "ქართული დასი" ყოველთვის აყენებდა. ეს გადაწყვეტილება ყაზბეგის რაიონს ეკონომიკურად აუცილებლად გააძლიერებს. საქართველომ მის გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე უარი არ უნდა თქვას."

რუსული მხედიის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც შეეძლებათ. სააგენტო "რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლი ალექსანდრე სოლოდი იმ დოკუმენტებს ასახელებს, რომელთა გამოყენებითაც დე ფაქტო რესპუბლიკების მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ. "დსთ-ს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები სახელმწიფო საზღვარს უცხოეთის, სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობის საშუალებით გადაკვეთენ," - აცხადებს ალექსანდრე სოლოდი.

ოფიციალურმა თბილისმა რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა : "რუსულმა მხარემ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანა თავის დე იურე ქმედებებთან და მხოლოდ ჩანაწერი გააკეთეს შესაბამის დოკუმენტაციაში, სადაც ჩამონათვალში, ჩრდილოკავკასიელებთან ერთად, დაამატეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები. ლარსზე გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომელთაც მზად ექნებათ საჭირო დოკუმენტაცია და რომელიც საქართველოს კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში."

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი