RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მიხეილ სააკაშვილი რუსეთს დასუსტებას არ უსურვებს

რუსულმა გამოცემამ "კომერსანტმა" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

24 საათი 02.03.10

რუსულმა გამოცემამ "კომერსანტმა" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი რუსეთს დასუსტებას და დაშლას არ უსურვებს. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ელოდება, თუ როდის ჩატარდება რუსეთში რეფორმები, რომელთა შედეგადაც რუსეთი საქართველოსთან კონფრონტაციაზე უარს იტყვის.

მიხეილ სააკაშვილი რუსულ მედიასაშუალებასთან საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ "რაღაც ეტაპზე მოვა ურთიერთგაგება". მისივე თქმით, ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება რომ შეძლო, საჭიროა, თანამედროვე იყო. "თანამედროვეობა კი ლიბერალურს ნიშნავს", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას არახანგრძლივვადიანს უწოდებს.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ირგვლივივ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს კი სააკაშვილი შემდეგში ხედავს: "ადრე თუ გვიან რუსეთის ახლანდელი ან მომავალი ლიდერები მიხვდებიან, რომ რუსეთისათვის ერთადერთი გზა მოდერნიზაცია, დემოკრატია და ლიბერალური ეკონომიკაა."

სააკაშვილი შენიშნავს, რომ მას რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინის არ ეშინია."არა, არ მეშინია, ღმერთმა დამიფაროს. პუტინის პრობლემა ის არის, რომ არ შეუძლია იმასთან ურთიერთობა, ვისაც მისი არ ეშინია. მე ვიცი რამდენიმე ევროპელი ლიდერი, მათ შორის როგორც მოქმედი, ისე ყოფილი პოლიტიკოსი, რომლებიც პუტინს თავს არიდებდნენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ პოლიტიკა ინტერესების საფუძველზე იქმნება და არა პირადი დამოკიდებულებების. სააკაშვილის განცხადებით, ავტორიტარული სამყარო ყოველთვის უმცირესობაში იქნება და ყოველთვის დამარცხდება.

"ეს ჩემი ისტორიული ინსტინქტი და ისტორიული ცოდნაა. მე არაერთხელ მითქვამს პუტინისთვის - თუ თქვენ პატივს სცემთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენზე უფრო პრორუსულ ქვეყანას ვერ იპოვით, ხოლო თუ ასეთ პოლიტიკას გააგრძელებთ, დაგვკარგავთ. მე ბოლო თუ არა, ბოლოს წინა ქართველი ლიდერი ვარ, რომელიც რუსულად კარგად საუბრობს და ესენინის, ბროდსკის, პუშკინის და ვისოცკის ციტირება დაუსრულებლად შეუძლია. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ საქართველოს ლიდერები რუსულად საერთოდ ვეღარ ისაუბრებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სამხედრო ძალით შესაძლოა, ხალხის გარკვეული ნაწილი გარკვეული დროით დააშინონ, მაგრამ ხანგრძლივად ეს შეუძლებელია. სააკაშვილმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა თითქმის აღარ არის და ამ სახელმწიფოზე საუბარი ფიქციაა.

"რამდენიც არ უნდა ილაპარკონ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კოსოვოა, ეს ასე არ არის. სამხრეთ ოსეთში, უბრალოდ, მოსახლეობა არ არის, მოსახლეობის გარეშე კი სახელმწიფო არ არსებობს. არსებობს ფიქცია, შეიძლება იპოვონ ვიღაც კასკადიორი, რომელიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის როლს ითამაშებს და ის კრემლში წელიწადში სამჯერ წითელ ხალიჩაზე მიიღონ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა აღარ დარჩა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი