ე.წ. სამხრეთ ოსეთში მობილური კავშირის კოდი შეიცვალა. ამის შესახებ სააგენტო "ოსინფორმი" იუწყება.
24 საათი 02.03.10
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მობილური კავშირის კოდი შეიცვალა. ამის შესახებ სააგენტო "ოსინფორმი" იუწყება.
კერძოდ, ცხინვალის რეჟიმის კავშირგაბმულობის მინისტრ გიორგი კაბისოვის განმარტებით, კოდი "928" კოდით "929" შეიცვლება, თუმცა, მომსახურების ტარიფი იგივე დარჩება. კაბისოვის განმარტებით, კოდის შეცვლა ძველი კოდის ვადის გასვლის გამო მოხდა.
თუმცა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, "ოსტელეკომის" გენერალური დირექტორმა ასლან კუტაროვმა განაცხადა, რომ ძველ კოდზე ნომრების რაოდენობა ამოიწურა. მან ასევე აღნიშნა, რომ კოდი "928" რუსეთის რიგ რეგიონებში ფუნქციონირებს. კუტაროვის განმარტებით, ძველი კოდი ახალთან ერთად იმოქმედებს.