RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

“ნაბუკო” გამოცოცხლდა

ევროკავშირი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია

24 საათი 03.03.10

ევროკავშირი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია

"ნაბუკოს" ირგვლივ ვნებათაღელვა გრძელდება. პროექტის განხორციელებაში ერთგვარი პაუზის და ეჭვების შემდეგ, ბოლო დღეებში გაკეთდა რამდენიმე საგულისხმო კომენტარი, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ "ნაბუკოს" პროექტი და, შესაბამისად, საქართველოს, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის როლი კვლავ აქტუალურია.

კასპიისა და ევროკავშირის საინტეგრაციო საქმიანი კლუბის (CEIBC) სხდომაზე გუშინ აზერბაიჯანში ევროკავშირის დელეგაციის მეთაურმა როლანდ კობიამ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და “ნაბუკოს" მშენებლობაში ინვესტირება დაიწყება.

“დღეისათვის პროექტში მონაწილე არც ერთ კომპანიას არ განუცხადებია ფინანსური პრობლემების შესახებ. “ნაბუკოს" დასაფინანსებლად მზად არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები - ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვები," - განაცხადა კობიამ.

იგი დარწმუნებულია, რომ პროექტი, გაზის ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, აზერბაიჯანს დააინტერესებს. კობიას აზრით, “ნაბუკოს" საშუალებით გაზის ტრანსპორტირებაში აზერბაიჯანის ჩართვა ქვეყნისთვის ოცდამეერთე ასწლეულში “საუკუნის პროექტი" იქნება.

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა აშშ-ს სენატის წევრ რიჩარდ ლუგარის სპეციალური მრჩეველის ნეილ ბრაუნის განცხადება, რომლის თანახმადაც, აშშ გაზსადენ "ნაბუკოს" პროექტის განხორციელებით ძალზე დაინტერესებულია.

"გაზსადენი "ნაბუკო" ენერგოუსაფრთხოების ძალზე მყარი პროექტი იქნება. ჩვენ ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული პრიორიტეტი უნდა გავამყაროთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და თურქეთის წახალისება, რათა მათ გაზის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ," - განუცხადა ბრაუნმა "თრენდ კაპიტალს".

მისივე თქმით, აშშ დაინტერესებულია ენერგომატარებლების დაბალი ფასებითა და სტაბილურობით.

"ჩვენ გვსურს, ცენტრალური აზიის ქვეყნები ეკონომიკურად მდგრადები ვიხილოთ, რათა ისინი ძლიერები და დამოუკიდებლები იყვნენ. ასევე მნიშვნელოვანია საიმედო ენერგომიწოდების განვითარება. ეს ევროპისთვის, ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფაქტორების კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანია," - ამბობს ნეილი.

ამერიკელი დიპლომატის აზრით, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების დემოკრატიული კონსოლიდაციისა და განვითარებისთვის ენერგოუსაფრთხოება აუცილებელია.

ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ "ნაბუკოს" პროექტში ფრანგული კომპანიაც ერთვება. "ნაბუკოს" გაზსადენის პროექტში მონაწილე ქვეყნები მზად არიან, განიხილონ ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის “გაზ დე ფრანსეს” განცხადება პროექტში გაერთიანების შესახებ. ავსტრიის ენერგეტიკული კომპანიის OMV-ის წარმომადგენელი კრისტიან დოლეზალი აღნიშნავს, რომ “ნაბუკოს" კარი საფრანგეთისთვის ღიაა. “კონსორციუმი მზად არის, თავის რიგებში მეშვიდე პარტნიორი მიიღოს, თუ იგი გააძლიერებს “ნაბუკოს" პროექტს,” - განაცხადა დოლეზალმა.

2008 წლის თებერვალში თურქეთის მთავრობამ პროექტში საფრანგეთის გაწევრიანება დაბლოკა. ამის მიზეზი გახდა საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული ის კანონპროექტი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში თურქეთის ტერიტორიაზე სომხების გენოციდის ეჭვქვეშ დაყენებას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს. დღეს ეს პოზიცია შეცვლილია.

“ნაბუკოს" გაზსადენის პროექტში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში შუააზიური გაზის მიწოდებას რუსეთის გვერდის ავლით ითვალისწინებს, ამ დროისთვის 6 ქვეყანა მონაწილეობს: ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი, გერმანია, რუმინეთი და თურქეთი. საქართველოს კი ამ პროექტში, როგორც ცნობილია, ტრანზიტორის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ერგო, რაც ქვეყნის, როგორც ენერგოუსაფრთხოების დერეფნის ფუნქციას ამყარებს.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი