RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

შამბა - მომავალი კოზირი აფხაზეთის რუსულ პარტიაში

აფხაზთა ლიდერის რუსეთის დედაქალაქში ვიზიტმა უფრო გაამყარა ვარაუდები სოხუმური საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე.

24 საათი 03.03.10

აფხაზთა ლიდერის რუსეთის დედაქალაქში ვიზიტმა უფრო გაამყარა ვარაუდები სოხუმური საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე.

სერგეი ბაგაფშმა ხელმეორედ “გაპრეზიდენტებას" დიდი ინტრიგა შესძინა - “საპრეზიდენტო" ფიცი ბოლომდე დამთავრებული არ ჰქონდა, აფხაზეთის ახალი “მთავრობის" ახალ თავმჯდომარედ ყველასთვის ცნობილი სერგეი შამბა რომ დაასახელა. ხოლო აფხაზთა უკვე ყოფილი “პრემიერი" ალექსანდრე ანქვაბი “ვიცე-პრეზიდენტად" გაამწესა. როგორც სოხუმში მიიჩნევენ, სწორედ ამ ორ პიროვნებას შორის გაიმართება აფხაზეთის მომავალი “პრეზიდენტობისთვის" ბრძოლა.

ასეთი საკადრო გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ამის შესახებ აფხაზეთში ბოლო დროს საკმაოდ ხშირად და დაუფარავად საუბრობდნენ. წესით, ანქვაბის საკადრო გადაბარგებას “ჩამოლაბორანტება" უნდა ერქვას, რადგან სოხუმის ხელისუფლების “ვიცე-პრეზიდენტობა" რა ხილი უნდა იყოს, ადვილი წარმოსადგენია. წინა “ვიცე-პრეზიდენტიც" ანქვაბი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმდროინდელ ბატალიებს თუ გავიხსენებთ, მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნით მაშინ ანქვაბი ხაჯიმბამ ჩაანაცვლა. კრემლის ხელდასმული ხაჯიმბა საკუთარ უსაქმურობას მიხვდა, ბოლო აფხაზურ “არჩევნებამდე" რამდენიმე თვით ადრე თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციაში წავიდა. რაც შეეხება “პრემიერ" ანქვაბს - ორიოდე წლის წინ მის გადასარჩენად ბაგაფშს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მოსკოვს ანქვაბი, რატომღაც, არც მაშინ მოუვიდა თვალში და მისი ჩანაცვლება უფრო მეტად პრორუსული კანდიდატით მოითხოვა. მაშინ “პრემიერმა" სავარძელი შეინარჩუნა.

იმის გარკვევა, ამჯერად რომელი კანდიდატია რუსეთის მიერ გათამაშებული კარტი, არ ღირს, რადგან საბოლოოდ ყველა მოსკოვის “კაცია"; სხვაგვარად აფხაზეთში არ შეიძლება. ალექსანდრე ანქვაბი თავის დროზე თბილისშიც კი მუშაობდა და არცთუ ხელწამოსაკრავ თანამდებობაზე - პოლიტგანყოფილების ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო 1984-1990 წლებში. შემდეგ კი რუსეთში ბიზნესმენობდა. ამჯერად ანქვაბი, როგორც ჩანს, ბაგაფშის ჩრდილში ყოფნას არ აპირებს და ხუთწლიან “ვიცე-პრეზიდენტობას" სათავისოდ გამოიყენებს. ამბობენ, ბიზნესში კარგად გაცნობიერებული ანქვაბი საკმაოდ კარგი მეურნეც ყოფილა. ბაგაფშს ისე ხშირად უწევს მოსკოვში ვიზიტები და არც ნაურუში გადაფრენ-გადმოფრენა მოითხოვს ცოტა დროს, რომ “ვიცე-პრეზიდენტს" “პრეზიდენტობაში" გავარჯიშების საშუალება ხშირად მიეცემა. შამბა კი ამიერიდან “ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნებს" - ასე სურს თავად ბაგაფშს. გაზეთ “კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აფხაზი ექსპერტი ინალ ხაშიგი აღნიშნავს, რომ ყოფილ “საგარეო საქმეთა მინისტრს" ეკონომიკური საქმიანობის, მეურნეობის გაძღოლის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია და შამბას “გაპრემიერება" მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. “შამბას მოსკოვთან ისეთი კავშირები აქვს, რომ თავად ბაგაფშსაც შეშურდება. ამასთან, ანქვაბისგან განსხვავებით, შამბა უფრო რბილი პიროვნებაა, მასთან მოლაპარაკება უფრო ადვილია. რუსეთი აფხაზეთში დიდი ფულის ჩადებას აპირებს. მხოლოდ მიმდინარე წელს კრემლი აფხაზეთს 10,7 მილიარდ რუბლს გამოუყოფს, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით კერძო ინვესტიციებიც განხორციელდება - ამიტომ მოსკოვს სოხუმში თავისთვის ახლობელი პრემიერი სჭირდება," - განჭვრეტს ხაშიგი და დასძენს, რომ “რუსეთი შემდგომ არჩევნებში ანქვაბის გამარჯვებას არ მოისურვებს."

რა ინტერესები ამოძრავებს აფხაზთა ამჟამინდელ ლიდერს ასეთი საკადრო გადაადგილებით, ამის ზუსტად თქმა ძნელია. თავად აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ ბაგაფში საკმაოდ ეშმაკურ გათვლებს აკეთებს და ჯერჯერობით კონკრეტული არჩევანისგან თავს შეიკავებს. საბოლოოდ იმ კანდიდატურას დაუჭერს მხარს, რომლისგანაც მეტ გარანტიას მიიღებს. ინალ ხაშიგი შენიშნავს, რომ “ბაგაფში ყველა კვერცხის ერთ კალათაში ჩადებას არ აპირებს, ის ორივე კანდიდატს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. ხოლო ყოველი შემდგომი პრეზიდენტი დასავლეთ აფხაზეთიდან უნდა იყოს. შამბაც და ანქვაბიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ბაგაფში აღმოსავლეთ აფხაზეთიდან არის." კალათისა და კვერცხების რა მოგახსენოთ; ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რას ნიშნავს აღმოსავლეთ-დასავლეთ აფხაზეთი. უფრო სწორი აფაზეთის ჩრდილოეთად და სამხრეთად (გუდაუთა-ოჩამჩირე) გაყოფა იქნებოდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო კონკრეტული (ამ შემთხვევაში ნიშნავს უფრო დისკრიმინაციულს) გახდებოდა აფხაზური კონსტიტუციის 49-ე მუხლი: “აფხაზეთის “პრეზიდენტად" აირჩევა ეროვნებით აფხაზი ჩრდილოეთ აფხაზეთიდან". თუმცა, აფხაზებს, მინიმუმ, კიდევ ერთხელ მოუწევთ “კონსტიტუციის" ჩასწორება: საჭირო გახდება ელემენტარული პროცედურა - სიტყვა "პრეზიდენტს" “გუბერნატორით" ჩაანაცვლებენ. მერე უკვე არც ჩრდილო-სამხრეთზე ექნებათ თავი სამტვრევი, რადგან მუდამ ჩრდილოეთი იქნება.

ჩვენ ასე არ გვსურს, იმედია - არც აფხაზებს.

სალომე დათუნაშვილი

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი