RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
7 სექტემბერი, სამშაბათი 2010
თბილისი ... ...
ამბები >>

რუსეთის ველიკოდერჟავული შიშ

რუსეთის არმიაში მიმდინარე და გასატარებელი რეფორმები განიხილეს მოსკოვში, თავდაცვის გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობდა.

24 საათი 06.03.10

რუსეთის არმიაში მიმდინარე და გასატარებელი რეფორმები განიხილეს მოსკოვში, თავდაცვის გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაში რუსეთში არსებულმა ყველა სამხედრო უწყების, ქვედანაყოფისა და სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა. მსგავსი შეხვედრა პირველად 2009 წლის თებერვალში გაიმართა. მისი ჩატარების იდეა კი 2008 წლის სექტემბერში, საქართველოსთან ომის შემდეგ გაჩნდა. როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი საქართველოსთვის “გარე ძალების” მიერ სამხედრო დახმარების პოტენციალის აღდგენასა და გაზრდაზე გააკეთა. მედვედევი ირწმუნება, რომ საქართველო რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომლის მთავარი წყარო მოუგვარებელი რეგიონული საკითხებია: “სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ყველა პოლიტიკოსს სათანადო დასკვნები არ გამოუტანია. გარე ძალების მიერ გრძელდება საქართველოს სამხედრო მხარდაჭერა. ამიტომ, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ფედერალური ოლქის შექმნის შესახებ. ეს კი კოოდინირებული მუშაობის შესაძლებლობას მოგვცემს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს საზღვრებთან ახლოს დაურეგულირებელი რეგიონული პრობლემები არსებობს. ეს ჩვენს ქვეყანას პოტენციურ საფრთხეს უქმნის,”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა რუს მაღალჩინოსნებთან საუბრისას.

რუსეთის თავდაცვის გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე დმიტრი მედვედევმა გაიხსენა რუსეთის მთავარი კოზირი - გასულ წელს მიღებული კანონი, რომლითაც მოსკოვს უფლება ეძლევა შეიარაღებული ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოიყენოს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ამ კანონის მიღება თავის დროზე თბილისში ძალის დემონსტრირებად შეაფასეს, რადგან ამ კანონით რუსეთი ცდილობს თავისი სამეზობლო დაიმორჩილოს და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება დააკანონოს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს სამხედრო პოტენციალის გარედან აღდგენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადებას უკომენტაროდ ტოვებს. “მედვედევის განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენი უწყება არავითარი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს,” - განაცხადა თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, საქართველო არავითარ ნორმებს არ არღვევს, რადგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვა აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ყველაფერი გაეროს იარაღის შესყიდვების რეესტრში ფიქსირდება. “ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის უფლება. პრობლემა მდგომარეობს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზების მშენებლობასა და სეპარატისტების იარაღით მომარაგებაში,” - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

მედვედევის გუშინდელი განცხადებები კვლავ რუსეთისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის გაგრძელებაზე მიუთითებს. რუსეთის შიში “საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაზრდასთან” დაკავშირებით რუსული ველიკოდერჟავული პროპაგანდის მორიგი ნიმუშია.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. ჭიდაობა >>

    aa
  4. ფეხბურთი >>

    aa
  5. ფეხბურთი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. უცხოეთი >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. რევიუ >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. სპორტი >>

    aa
  14. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი