სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს ცოტნე გამსახურდია, რომელიც მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
24 საათი 06.03.10

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს ცოტნე გამსახურდია, რომელიც მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ცოტნე გამსახურდიას თქმით, მასთნ 27 თებერვალს იმყოფებოდა კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ამ შეხვედრის შემდეგ გამსახურდიამ შიმშილობა შეწყვიტა. ახლა ის თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა შიმშილობის შედეგად ფეხები აქვს შეშუპებული. ამავე დროს, უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. მიუხედავად ამისა, სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. გამსახურდიამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესის დროს მაღალი წნევა ჰქონდა და სწორედ ამიტომ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ახლა წნევას არ უჩივის. ცოტნე გამსახურდიას დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზიები არა აქვს, - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.