RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სტრუქტურული ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში

2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტრუქტურული მოწყობის "საუკეთესო ვარიანტის" ძიებაშია.

24 საათი 11.03.10

2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტრუქტურული მოწყობის "საუკეთესო ვარიანტის" ძიებაშია.

პარლამენტში ამ დღეებში ინიცირებული კანონპროექტი ამ მიმართულებით მორიგ ცვლილებას ითვალისწინებს.

სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელი ერთეული გაუქმდება და ის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შევა. ამ "გადანაცვლებას" "თავდაცვის შესახებ" კანონში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტის განმარტებით, ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას და ასევე გამოიწვევს ფინანსური სახსრების დაზოგვას.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დარჩება სახმელეთო ჯარები, გაერთიანებული შტაბი და თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეები.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს რიგით მეორე ცვლილებაა. შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში პირველი ცვლილება გასული წლის გაზაფხულზე განხორციელდა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან სამხედრო-საზღვაო ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შეუერთდა. ცვლილებების ინიციატორი მურთაზ ზოდელავა მაშინ აცხადებდა, რომ აღნიშნული ცვლილება საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საზღვაო სივრცის დაცვის დღემდე დუბლირებული ფუნქციის ერთ უწყებაში მოქცევას.

ამ ცვლილების დამტკიცების პარალელურად, პარლამენტმა 2008 წლის 2 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონებში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებდა. ცვლილებების მიხედვით, საზღვრის დაცვის ფუნქცია, სასაზღვრო პოლიციის გარდა, შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დაევალოს სამინისტროს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ დანაყოფს. ეს წესი უკვე ერთი წელია, მოქმედებაშია.

საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს კი, როგორც ყოველთვის, რეზერვის ახალის სისტემის ინიციატივა იმსახურებს.

ცნობისათვის - 2009 წლის ოქტომბერში თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის ახალი ხედვა გამოაქვეყნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეზერვის სამსახურის ახალი სისტემის შექმნა ორიენტირებული იქნება "ხარისხზე და არა რაოდენობაზე"; საწყის ეტაპზე I კლასის რეზერვის რაოდენობა უნდა იყოს შედარებით მცირერიცხოვანი - დაახლოებით, 3000 კაცი, ნათქვამია ეროვნული გვარდიის ხედვაში. ახალი ინიაციტა ითვალისწინებდა რეზერვის სამსახურის დაყოფას სავალდებულო და ნებაყოფლობით სისტემებად.

ეს ინიციატივა ჯერ კანონად არ ქცეულა.

სამაგიეროდ, თავდაცვის სამინისტრო, ცხადია, საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის მსურველთა მობილიზაციას განაგრძობს.

ამ დღეებში გავრცელდა სამინისტროს განცხადება, რომელშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში იწვევს და საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ, უზრუნველყოფილი იქნებიან - თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

საკონტრაქტო სამსახურის გავლა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი