RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მოსკოვი ხანძრის კვამლში გაეხვია

მოსკოვი და მისი შემოგარენი კვლავ ხანძრების კვამლშია გახვეული.

24 საათი 05.08.10

მოსკოვი და მისი შემოგარენი კვლავ ხანძრების კვამლშია გახვეული.

არსებული მონაცემებით, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ატმოსფეროში უკანასკნელი 8 წლის მანძილზე სახიფათო ნივთიერებათა ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება.

მოსკოვში ცოტა ხნით იწვიმა კიდეც, თუმცა ამან ვითარება მნიშვნელვნად ვერ შეცვალა. კვამლის სისქე ქუჩებში გადაადგილებას ართულებს - ხილვადობა 300 მეტრს არ აღემატება.

ჩამხუთველმა სმოგმა მოსკოვის მეტროს ზოგიერთ განშტოებაშიც კი ჩააღწია. მეტროს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ნაგებობათა გასაწმენდად ყველაფერი კეთდება, თუმცა პრობლემის საბოლოდ მოგვარება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მოსკოვის თავზე კვმალი სრულად გაიფანტება.

ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რაიონად მოსკოვის შემოგარენში ქალაქი კოლომნი რჩება, სადაც ამ დროისთვის ხანძრის საფრთხის გამო საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ქალაქის მოსახლეობას რუპორებით უხსნიან, როგორ უნდა მოიქცნენ კრიტიკულ ვითარებაში.

სქელი კვამლისა და ცუდი ხილვადობის გამო დომოდედოვოს აეროპორტმა დილით 6 რეისის მიღება ვერ შეძლო, თუმცა მოგვიანებით სმოგი გაიფანტა და აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. ძალიან მშრალი და ცხელი ამინდის მიზეზით ხანძრის წყაროები უკვე მოსკოვშიც ჩნდება. გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართულზე ერთროულად გაჩნდა. მეხანძრეები და მაშველები იძულებულნი გახდნენ, ხალხის ევაკუაცია მოეხდინათ. ხანძრები მძვინვარებს სვერდლოვსკის ოლქში, ალტაიზე, პერმის მხარეში, ჩუკოტკაზე, ვლადიმირისა და ვორონეჟის ოლქებში.

რუსეთის ფედერაციის 13 სუბიექტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 45 რეგიონში აკრძალულია ტყეებში შესვლა, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო საშუალებებით. სპეციალისტები ხანძრების მთავარ მიზეზად "ადამიანურ ფაქტორს" ასახელებენ. ნიჟეგოროდის პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც ტყეში ცეცხლის გაჩენა ადამიანის დაუდევრობამ გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეებმა ცეცხლისგან გარდაცვლილი 19 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

რაიონში, საერთო ჯამში, 650 სახლი დაიწვა. 1600-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია. სულ რუსეთში ხანძრების შედეგად ამ დროისთვის 48 ადამიანი დაიღუპა, 8 ცხედარი დამწვარი სახლების ნანგრევების გასუფთავების დროს იპოვეს.

მეხანძრეების მცდელობის მიუხედავად, რუსეთში ხანძრის 246 კერა დაფიქსირდა, რომლებმაც 121 ათასი ჰექტარის ფართობი მოიცვა. ხანძრის 69 კერა მასშტაბურად მიიჩნევა.

არსებული ინფორმაციით, ნასა-ს თანამგზავრებმა რუსეთის ტერიტორიაზე 600-მდე ცხელი წერტილი დააფიქსირეს, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, ღია ხანძრის წყაროებია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უბედურების ზონის მასშტაბები რამდენადმე შემცირდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი დღის წინ ქვეყანაში ხანძრის 1200 კერა იყო. "ჩვენ ხანძრისგან 360-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დავიცავით," - განაცხადა შოიგუმ. მინისტრის განმარტებით, ცეცხლის ჩასაქრობად დღე-ღამის განმავლობაში 155 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. და მათი რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

ამის მიუხედავად, შოიგუმ ვერ შეძლო სავარაუდო პროგნოზის გაკეთება. მინისტრის თქმით, 42 ათასი სახანძრო მანქანა, რომლებიც ამჟამად მუშაობს, არ იქნება საკმარისი, რათა ცეცხლისგან ყველა სააგარაკო დასახლება დაიცვას. ამიტომ მინისტრმა მებაღეებსა და მოსახლეობას მოუწოდა, "ყველაფრისთვის მზად იყვნენ."

უახლოესი დღეების განმავლოაბში მეტეოროლოგები სიცხის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან. ტემპერატურა, სავარაუდოდ, 40 გრადუსს გადააჭარბებს.

კრიტიკული ვითარების გამო რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შვებულება შეწყვიტა და სოჭიდან მოსკოვში დაბრუნდა. პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას ჩაატარებს.

საინტერესოა, რომ იაკუტიაში, სადაც არქტიკული ჰავაა, აუტანელი სიცხის შედეგ ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცა.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი