RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

News from Bologna

ამ სვეტს შუა საუკუნეებიდან გიგზავნით.

24 საათი 19.12.10

ამ სვეტს შუა საუკუნეებიდან გიგზავნით.

დროის მანქანა არ მქონია - ძველისძველ იტალიურ მიწებზე ჩვეულებრივი, თანამედროვე თვითმფრინავით აღმოვჩნდი.

უცნაური რეისი გახლდათ: ბილეთში არაფერი ეწერა იმის შესახებ, რომ ოდინდელ ბოლონიაში მოვხვდებოდი.

დაუჯერებელია, მაგრამ აქ ჯერ არაფერი იციან ოცდამეერთე საუკუნეზე. არაფერი სმენიათ, ვთქვათ, თერთმეტ სექტემბერს დანგრეული ცათამბჯენების ან დამოუკიდებელი კოსოვოს შესახებ (ბოლონიელებს თავისი ორი ცალი ცათამბჯენი აქვთ - პიზის კოშკივით დახრილები და სვანურ კოშკთა მსგავსი).

კაცს ვერ ნახავ, რომელსაც ლენინის, სტალინის ან ჰიტლერის სახელები გაუგია. ანკი ვის რად უნდა? პრობლემები, ბოლონიელებს, ისედაც თავზე საყრელად გვაქვს...

აქაური ახალი ამბები ასეთია:

კარლოს დიდმა, როგორც იქნა, "თავისუფალი ქალაქის" სტატუსი მოგვანიჭა. თუმცა მაინც არ მოგვასვენა ფრიდრიჰ წითურწვერამ - ერთობლივად შემოგვიტია ჩვენ და პაპის საყდარს. ჩვენ კი რა ვქენით: ფრიდრიჰის საყვარელი ვაჟი ჩავიგდეთ ხელში და დილეგში ვამყოფეთ სრული 22 წელი...

ყველამ იცის, როგორი ერთგულებაც გამოიჩინა ამ ქალაქმა რომის პაპის მიმართ. თუმცა დაგვიფასა კი ვინმემ? თავისუფლებას პაპებიც გვეცილებიან.

შურთ ჩვენი. ბრაზობენ, ასეთი კარგები, ჭკვიანები და ნიჭიერები რომ ვართ.

სულ ახლახან, 1088 წელს დავაარსეთ ევროპაში პირველი უნივერსიტეტი. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გაგანია მეთერთმეტე საუკუნეში მხოლოდ ჩვენ გვყავს - ბოლონიელებს.

შეშურდებათ ჩვენი, აბა რა!

ამ დღეებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა:

პაპმა კლიმენტ VII-ემ კარლოს მეხუთეს ჩვენს ქალაქში დაადგა გვირგვინი...

ყველანი იქ გახლდით, გვიანობამდე არ დავშლილვართ.

საღვთო რომის იმპერატორი ტანდაბალი, მაგრამ დაკუნთული კაცი აღმოჩნდა, თუმცა ყბა ჰქონია მეტისმეტად წინ გამოწეული... ეტყობა ამიტომაც ატარებს წვერ-ულვაშს. ამბობენ, უფლისწული ფილიპეც თან ჰყავსო, მაგრამ მე არ დამინახავს. ანკი რას დაინახავ ამდენ ხალხში! წმინდა პეტრონიუსის ტაძარში არც შევსულვარ - ბოლონიის ღარიბ-ღატაკობასთან ერთად ვიდექი მოედანზე.

იმპერატორი მაშინ დავინახე, როცა ტაძრიდან გამოსულმა, ოქროს მონეტები გადმოგვაყარა...

კიდევ რა გითხრათ. ჰო, ამ დღეებში ერთი ახალგაზრდა მხატვარი ჩამოვიდა ტოსკანადან. თავისი ნახატი გამოუფინა აქაურ არისტოკრატებს, იქნებ ვინმემ იყიდოსო. ნახატს "წმინდა ჩეჩილია" ჰქვია, მხატვარი კი ისეთი ნორჩია, ერთ ადგილზე ვერ ისვენებს - სულ აქეთ-იქით დარბის... ჩემი აზრით, სიდარბაისლე აკლია...

როგორ თქვეს, რა ჰქვიაო? მგონი, რაფიელი... თუ, არა - რაფაელი.

"ჩეჩილია" კი, ვაღიარებ, მომეწონა. აშკარად ნიჭიერი ბიჭი ჩანს ეს რაფაელი. ვნახოთ, რას იზამს.

მოკლედ, ჩვენთან ასეთი ამბებია, თქვენკენ რა ხდება? არ მიწყინოთ, მაგრამ არა მგონია, ჩვენზე უკეთ გრძნობდეთ თავს თქვენებურ 2010 წელს.

ჩემის მხრივ კი პირობას ვდებ, რომ მომავალ შაბათსაც მოგამარაგებთ ბოლონიური News-ებით.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი