RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

ვის უნა­ხა­ვენ გა­დამ­წ­ვარ ტყე­ებს?

გუ­შინ სა­მი წე­ლი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის ტყე­ებ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნ­და.

24 საათი 16.08.11

გუ­შინ სა­მი წე­ლი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის ტყე­ებ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნ­და.

არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნია თვით­მ­ხილ­ვე­ლი იმი­სა, რომ ცეცხ­ლის გა­ჩე­ნამ­დე ბორ­ჯო­მი-ცე­მის ტყე­ე­ბის თავ­ზე რუ­სუ­ლი შვე­ულ­მ­ფ­რე­ნე­ბი დაფ­რი­ნავ­დ­ნენ და იქ ჭურ­ვებს ყრიდ­ნენ. ხან­ძარ­მა 20 დღე­ზე მეტ­ხანს გას­ტა­ნა. შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით 1100 ჰექ­ტა­რი ტყის ფარ­თო­ბი გა­ნად­გურ­და.

მა­ლე­ვე პრე­ზი­დენ­ტ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბ­ლე­ის ტრი­ბუ­ნი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­სე­თის მი­ერ ბუ­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის - ეკო­ცი­დის (ატ­მოს­ფე­როს, მი­წის, წყლის რე­სურ­სე­ბის მო­წამ­ვ­ლა, ცხო­ველ­თა და მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­ყა­როს მა­სობ­რივ გა­ნად­გუ­რე­ბა) შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. იმის გა­მო, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო მი­ერ­თე­ბუ­ლი არ იყო იმ კონ­ვენ­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც ეკო­ცი­დის სა­კითხებს არე­გუ­ლი­რებს, კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას და შემ­დეგ მი­სი დარ­ღ­ვე­ვის­თ­ვის რუ­სეთ­თან და­ვა (კა­ნონს უკუქ­ცე­ვის ძა­ლა არ აქვს) უშე­დე­გო იქ­ნე­ბო­და. სა­ქარ­თ­ვე­ლომ აქ­ცენ­ტი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ შე­ტა­ნილ სა­ჩი­ვარ­ზე გა­ა­კე­თა. რო­გორც "24 სა­ათს" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აც­ნო­ბეს, ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თ­ლო­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ შე­ტა­ნილ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა­შო­რის გა­ნაცხად­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი ზი­ა­ნის შე­სა­ხე­ბაც არის ნათ­ქ­ვა­მი.

დღე­ის­თ­ვის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­კითხებ­ზე არა­ნაკ­ლებ აქ­ტუ­ა­ლუ­რი ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბია. გა­დამ­წ­ვა­რი ტყის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის გა­ცოცხ­ლე­ბა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­წ­ვა­რი ტყის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შეს­წავ­ლის დრო კი საკ­მა­რის­ზე მე­ტი აღ­მოჩ­ნ­და იმის­თ­ვის, რომ ტყე­ში ქერ­ქი­ჭა­მია მავ­ნებ­ლე­ბი და­ბუ­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, სა­ში­ში მწე­რი ნა­ხან­ძ­რა­ლი ტყი­დან ახ­ლად ამო­სულ ხე­ებ­ზეც ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა, რაც მი­სი გა­ნად­გუ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­საც ქმნის.

"რა თქმა უნ­და, სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, რომ მავ­ნებ­ლე­ბი და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ეს გა­ზაფხუ­ლი გა­და­ვი­ტა­ნეთ და ნარ­ჩე­ნე­ბის გა­მო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი არ არის," - და­მა­ი­მე­დე­ბელ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს სატყეო სამ­მარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ნა­თია იორ­და­ნიშ­ვი­ლი. მან "24 სა­ათ­თან" იმ მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რის გა­მოც ტყე­ე­ბი ხან­ძ­რის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან დღემ­დე არ არის გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი. იორ­და­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ზო­გა­დად ნა­ხან­ძ­რალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის რო­გორც ქვე­მოთ დაყ­რი­ლი ნარ­ჩე­ნი, ასე­ვე გამ­ხ­მა­რი ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ წაქ­ცე­უ­ლა. მი­სი თქმით, ტყის მოვ­ლა-აღ­დ­გე­ნის წე­სის თა­ნახ­მად, ხან­ძ­რის შემ­დეგ ხე-ტყის მოჭ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ტყის აღ­დ­გე­ნის პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­იშ­ვე­ბა.

აგ­ვის­ტოს ომის გა­მო ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე კო­მი­სი­ამ შე­ის­წავ­ლა. ნა­თია იორ­და­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დამ­წ­ვა­რი ხე­ე­ბის მოჭ­რი­სა და გა­მო­ტა­ნის სა­კითხის შე­სა­ხებ თვი­თონ მეც­ნი­ე­რებს ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვი მო­საზ­რე­ბე­ბი ჰქონ­დათ. ზო­გი ამ­ბობ­და, რომ მი­სი მოჭ­რა და გა­მო­ტა­ნა ერო­ზი­ის პრო­ცესს კი­დევ უფ­რო გა­აღ­რ­მა­ვებ­და, ნა­წი­ლი კი დამ­წ­ვა­რი ხე­ე­ბის­გან ტყის გა­სუფ­თა­ვე­ბის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას მო­ითხოვ­და. "რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, უკ­ვე 2010 წელს შექ­მ­ნი­ლი კო­მი­სია შე­თან­ხ­მ­და, რომ ნი­ა­და­გი არ­ც­თუ ისე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ამ ხე­ე­ბის მოჭ­რა-გა­მო­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ნი­ა­და­გუ­რი და გე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ექ­ს­პერ­ტებ­მა დას­კ­ვ­ნა­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ მოჭ­რი­ლი ხე­ე­ბის ნა­წილს ერო­ზი­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თ­ვის, ბა­რი­ე­რე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ხო­ლო და­ნარ­ჩენს გა­მო­ი­ტა­ნენ. პრო­ექ­ტ­ში, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­მოდ­გო­მა­ზე და­იწყე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია," - აღ­ნიშ­ნავს იორ­და­ნიშ­ვი­ლი. ტყის აღ­დ­გე­ნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ად­გილ­ზე სა­ნერ­გეს მოწყო­ბა­საც მო­ი­ცავს.

პრო­ექ­ტი უცხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მომ­ზად­და. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირაკ­ლი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი "24 სა­ათ­თან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ფი­ნე­თის მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტყე­ე­ბის აღ­დ­გე­ნა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა და და­ახ­ლო­ე­ბით 1.5 მი­ლი­ო­ნი ევ­რო გა­მოჰ­ყო. გა­დაწყ­და, რომ ეს პრო­ექ­ტი გა­ე­რო-ს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (UNDP) მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ეს არის მე­ნეჯ­მენ­ტის გეგ­მა, რო­გორ უნ­და აღად­გი­ნონ გა­დამ­წ­ვა­რი ტყე­ე­ბი. პრო­ექ­ტი და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად სატყეო სამ­მარ­თ­ვე­ლოს გა­და­ე­ცა და ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ჯა­რო არ არის. რო­გორც მა­ჭა­რაშ­ვი­ლი შე­ნიშ­ნავს, ფი­ნე­თის და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხე­ბი მეწყ­რის სა­შიშ­რო­ე­ბის არი­დე­ბას, ასე­ვე ახა­ლი ნერ­გე­ბის დარ­გ­ვას მოხ­მარ­დე­ბა, ხო­ლო ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილ­ში ტყის ბუ­ნებ­რი­ვი აღ­დ­გე­ნის ხელ­შეწყო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

გა­ე­რო-ს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფი­სის პრეს­სამ­სა­ხურ­ში "24 სა­ათს" გა­ნუცხა­დეს, რომ პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტყის ეკო­სის­ტე­მის აღ­დ­გე­ნა" ჯერ­ჯე­რო­ბით მომ­ზა­დე­ბის ფა­ზა­შია. ტყის აღ­დ­გე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ გეგ­მა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა შე­მოდ­გო­მა­ზე მზად იქ­ნე­ბა და აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბიც და­იწყე­ბა.

პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბამ­დე, მა­შინ, რო­ცა სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჯერ კი­დევ ახა­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ (მა­შინ­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით) გარ­კ­ვე­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა. ირაკ­ლი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მა­სობ­რი­ვი ჭრის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­წ­ვა­რი ტყე­ე­ბი და­ბა წაღ­ვე­რის მი­და­მო­ებ­ში მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბით შე­მო­ღო­ბეს. თუმ­ცა ამან ხე­ე­ბის უკა­ნო­ნი მოჭ­რა ვერ შე­ა­ჩე­რა. "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა" მო­ნი­ტო­რინგს ატა­რებ­და. შარ­შან სა­მი­ნის­ტ­როს გა­და­ვე­ცით ფო­ტო­მა­სა­ლა, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო, რო­გორ ჭრიდ­ნენ ხე­ებს. მათ თა­ვი­სი­ვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მი­მარ­თეს. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ამ ფაქ­ტ­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე აღიძ­რა და ვი­ღა­ცე­ე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ ამით ტყე­ებს დი­დად არ ეშ­ვე­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­მო­ღობ­ვა უშე­დე­გო გა­მოდ­გა," - აღ­ნიშ­ნავს მა­ჭა­რაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, აგ­ვის­ტოს ომის შემ­დ­გომ გა­კე­თე­ბულ­მა სხვა­დას­ხ­ვა კო­მენ­ტარ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ლო­დი­ნი შე­უქ­მ­ნა, რომ დამ­წ­ვა­რი ტყე­ე­ბის ნაც­ვ­ლად ახალს მა­ლე­ვე გა­ა­შე­ნებ­დ­ნენ. "ამ სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ასე სწრა­ფად არ ხდე­ბა, " - შე­ნიშ­ნავს მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. სპორტი >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. ავტო >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. საზოგადოება >>

    aa
  23. თვალსაზრისი >>

    aa
  24. ინტერვიუ >>

    aa
  25. პოლიტიკა >>

    aa
  26. უცხოეთი >>

    aa
  27. პრესომბუდსმენი >>

    aa
  28. თვალსაზრისი >>

    aa
  29. რევიუ >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. სტილი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. რევიუ >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. მარანი >>

    aa
  37. მარანი >>

    aa
  38. მარანი >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. ავტო >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. მეცნიერება >>

    aa
  54. მეცნიერება >>

    aa
  55. რევიუ >>

    aa
  56. საზოგადოება >>

    aa
  57. რევიუ >>

    aa
  58. ამბები >>

    aa
  59. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  60. რევიუ >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. სპორტი >>

    aa
  63. სპორტი >>

    aa
  64. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი