RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სულ სხვა ოპე­რა

დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამდენ კილომეტრზეა გადაჭიმული პეკინის პროსპექტი, მაგრამ ზუსტად ვიცით, რამდენი მათხოვარი ზის ან დგას მაღაზიების წინ და გაზეპირებული ტექსტით გამვლელების გულის აჩუყებას ცდილობს:

24 საათი 04.02.12

დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამდენ კილომეტრზეა გადაჭიმული პეკინის პროსპექტი, მაგრამ ზუსტად ვიცით, რამდენი მათხოვარი ზის ან დგას მაღაზიების წინ და გაზეპირებული ტექსტით გამვლელების გულის აჩუყებას ცდილობს:

ხუთი ერთ მხარეს, 8 - მოპირდაპირედ. ეს დისბალანსი კი მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ "იქით" უფრო ბევრი მაღაზიაა გახსნილი. ამ ცამეტი მათხოვრიდან მხოლოდ ორია მამაკაცი.

მათხოვარი - ვწერთ ამ სიტყვას და გული გვისკდება, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ შარში არ გაგვხვიოს. აკი მკაცრად გაგვაფრთიხლეს, რომ ინვალიდის მაგივრად შშმპ (ანუ შეზღრუდული შესაძლებლობის მქონე პირი) უნდა ვიხმაროთ; რომ "უპატრონო ბავშვის" ნაცვლად ალბათ მმბ (მზრუნველობას მოკლებული ბავშვი) უნდა დავწეროთ... გვაქვს ეჭვი, რომ "მათხოვარსაც" უფრო კეთილშობლური სინონიმი გამოუძებნეს.

ერთგვარი სოციოლოგიურ გამოკითხვას ვატარებთ. ჩვენი კითხვა ასეთია: რამე რომ იყოს, წახვალთ თუ არა მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც, ქუჩასთან შედარებით, ბევრად უკეთესი პირობებია შექმინილი? პასუხები ასე გადანაწილდა: 7 კაცმა საერთოდ არ იცოდა, არსებობს თუ არა ასეთი დაწესებულება თბილისში; ოთხმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა მოგვიგო, რომ დიდი სიამოვნებით წავიდოდა, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდა და მხოლოდ ორმა ხანდაზმულმა გაგვცა ასეთი პასუხი: "რას მერჩით, შვილებო, იქ როგორ წავალ? მირჩევნია, კაპიკები შევაგროვო, მაგრამ ჩემიანებს ვუყურო ... " გამოგიტყდებით, ამ ორი ადამიანის პასუხმა ყველაზე მეტად დაგვაფიქრა - და იმიტომ არა, რომ აქ, პეკინზეც თამაშდება "სამგროშიანი ოპერა". სულაც არ გამოვრიცხავთ, რომ ამ დატანჯული ადამიანების უკან რომელიმე მექი დანა იდგეს და წილში ეჯდეს ამ ისედაც გაუბედურებულ ხალხს. არათუ არ გამოვრიცხავთ, ჩვენი თვალითაც გვინახავს, როგორ მოსრიალდა ერთ-ერთ ქუჩაზე "შავი ბუმერი", როგორ გამოჩნდა გაღებული კარიდან წაწვეტებული "ინსპექტორები" და როგორ მიირბინა საწყალმა ბებომ მანქანასთან. სხვათა შორის, ამ ბებომ მანამადე ხურდა ფული იქვე, მაღაზიაში გადაახურდავა და პატრონს ქაღალდის კუპიურებით გაუსწორდა. ამ მეტად მტკივნეულ და დელიკატურ პრობლემაზე ლაპარაკი სხვა დროისთვის გადავდოთ. მგონი, აჯობებს, მოხუცებულთა თავშესაფრებზე ვილაპარაკოთ - როგორც კერძოზე, ისე სახელმწიფოზე.

 

სა­ხელ­მ­წი­ფო­თი და­ვიწყოთ, რო­მე­ლიც თემ­ქა­ზე, თბი­ლი­სის ზღვის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასე ქვია: თბი­ლი­სის ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნა­ტი. ასე­თი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს ქუ­თა­ის­შიც, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მხო­ლოდ თბი­ლი­სით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლეთ. "თავ­შე­სა­ფარს" და "პან­სი­ო­ნატს" შეგ­ნე­ბუ­ლად ვხმა­რობთ, რო­გორ სი­ნო­ნიმს, რად­გან "პან­სი­ო­ნა­ტი" იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც ამ სიტყ­ვას გა­აჩ­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს. არ ვა­პი­რებთ, გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" გზას და­ვად­გეთ და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი მოვ­ყ­ვეთ, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ თემ­ქა­ზე მოხ­ვედ­რილ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კუ­თარ ვი­ნა­ო­ბას არ მა­ლავს. მო­დი, ასე ვთქვათ: ამ­ბო­ბენ იმას, რაც, მა­თი აზ­რით, სუ­ლაც არ არის სა­თა­კი­ლო: რომ შვი­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში და­დი­ან და მთე­ლი დღე მარ­ტო ყოფ­ნა მოს­წყინ­დათ; რომ სახ­ლებ­ში ვა­ნა-ტუ­ა­ლე­ტე­ბი სადღაც შორს აქვთ, აქ კი ერ­თი ხე­ლის გაწ­ვ­დე­ნა­ზეა; რომ ცუდ რა­ი­ო­ნებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, ავა­რი­ულ ბი­ნებ­ში, აქ კი, თემ­ქა­ზე, ისე­თი სიო ქრის ... უყუ­რებ მათ ოთა­ხებ­ში კედ­ლებ­ზე მი­მაგ­რე­ბულ ფო­ტო­ებს - შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი და რწმუნ­დე­ბი, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ აშ­კა­რად უკეთ არი­ან. იმ 115 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი­დან, ვინც აქ ხვდე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა და სა­ხელ­მ­წი­ფოც, ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში, ამ კა­ტე­გო­რი­ის ხან­დაზ­მუ­ლებ­ზე აკე­თებს სწო­რე­ბას. მაგ­რამ ამ ოჯა­ხებ­ში, მათ შო­რის მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან­შიც, ერ­თი მათ­ლა­ფა წვნი­ა­ნი ალ­ბათ ბე­ბი­ე­ბის­თ­ვის და ბა­ბუ­ე­ბის­თ­ვი­საც მო­ი­პო­ვე­ბა. ცხა­დია, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც ამ­ქ­ვეყ­ნად გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არა­ვინ ეგუ­ლე­ბა და თავ­შე­სა­ფარ­ში ბევ­რად უკეთ გრძნობს თავს, ვიდ­რე სახ­ლ­ში, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბა აქ ოჯა­ხურ­მა კონ­ფ­ლიქ­ტებ­მა მო­იყ­ვა­ნა. რად­გან ასეთ დროს შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გარ­ჩე­ვა, დე­დამ­თი­ლია მტყუ­ა­ნი თუ რძა­ლი, ნურც ჩვენ ჩა­ვე­რე­ვით სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. რომ არა ეს ფაქ­ტო­რი, აქ ვერც ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მოხ­ვ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც აქეთ იხ­დი­ან ფულს პან­სი­ო­ნატ­ში მო­სახ­ვედ­რად - ზო­გი 90 ლარს, ზო­გიც -უფ­რო მეტს.

თემ­ქა­ზე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ თუ არ­სე­ბობს თავ­შე­სა­ფა­რი, ცხა­დია, ის ბევ­რად უკე­თე­სი უნ­და იყოს, ვიდ­რე არის. თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ამ კონ­კ­რე­ტულ თავ­შე­სა­ფარ­ში მხო­ლოდ 115 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ, რიგ­ში კი 49 ხან­დაზ­მუ­ლი დგას, ყვე­ლა­ფერ­ზე მეტყ­ვე­ლებს. ეს თავ­შე­სა­ფა­რი ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს აშენ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, კო­მუ­ნის­ტუ­რი სტან­დარ­ტე­ბით - უზარ­მა­ზა­რი ვეს­ტი­ბუ­ლე­ბი­თა თუ ფარ­თო დე­რეფ­ნე­ბით. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს აქ მოხ­ვედ­რას პრო­ტექ­ცია სჭირ­დე­ბო­და, თა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი. დღეს ეს დე­რეფ­ნე­ბი და ჰო­ლე­ბი გა­მო­ყი­ნუ­ლია და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც მათ გა­აჩ­ნია - რომ ახ­ლობ­ლე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­უ­ხა­ლოვ­დ­ნენ და ოდ­ნავ მა­ინც შე­იმ­სუ­ბუ­ქონ ყო­ფა - რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვერ ას­რუ­ლებს. დღე­ვან­დე­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წყა­ლო­ბით (დი­რექ­ტო­რი: ნი­ნო დვა­ლიშ­ვი­ლი), ერ­თ­მა­ნეთს სა­სა­დი­ლო­ში მა­ინც ხვდე­ბი­ან. ად­რე კი ამა­საც ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ, რად­გან საჭ­მელს ოთა­ხებ­ში ჩა­მო­ა­რი­გებ­დ­ნენ ხოლ­მე, რო­გორც ცი­ხე­ში და ისე­დაც ტრამ­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჭა­მა­შიც მარ­ტო­კე­ბი იყ­ვ­ნენ. საჭ­მელს რაც შე­ე­ხე­ბა: არა მგო­ნია, სა­გან­გე­ბოდ ჩვენ­თ­ვის და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ გემ­რი­ე­ლად, მით უფ­რო, რომ გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად მი­ვე­დით. მე­ნი­უც მშვე­ნი­ე­რია და მო­ხუ­ცე­ბიც მოვ­ლი­ლი არი­ან. თბე­ბი­ან - ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც თვე­ში 12 000 ლა­რის ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სურს იხ­დის. მაგ­რამ აქ სით­ბო მხო­ლოდ ოთა­ხებ­შია და, ისე­დაც, ელექ­ტ­რო­გა­მათ­ბობ­ლე­ბი ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ზოგ­ჯერ უაღ­რე­სად სა­ში­შია. კარ-ფან­ჯ­რის გა­მოც­ვ­ლა და სა­ხუ­რა­ვის გა­და­ხურ­ვაც ასე­ვე ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით მო­ხერ­ხ­და, მან­ვე მო­ა­წეს­რი­გა სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, რაც აქა­უ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რომ ცხე­ლი შხა­პი რო­ცა უნ­დათ, მა­შინ მი­ი­ღონ, ოღონდ სა­ერ­თო საშ­ხა­პე­ებ­ში. მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ოთა­ხებ­ში მხო­ლოდ ტუ­ა­ლე­ტი და ცივ­ზე ცი­ვი წყა­ლია. ექი­მიც ყავთ და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტიც და დრო­დად­რო ქორ­წი­ლებ­საც იხ­დი­ან. რო­გორც ყველ­გან, აქაც კინ­კ­ლა­ო­ბენ და რიგ­დე­ბი­ან, უხა­რი­ათ და დარ­დო­ბენ, ენატ­რე­ბათ და ივიწყე­ბენ ... და ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც წე­სი, დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში ირ­ჩე­ვა. ისიც მორ­ჩი­ლად უს­მენს და ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას იწყებს: საჭ­მე­ლი, სას­მე­ლი, წა­მა­ლი ... რო­გორც ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­თაც მუდ­მი­ვად უხ­დე­ბათ საქ­მის გარ­კ­ვე­ვა, რო­ცა რო­მე­ლი­მე მათ­განს სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში და­წო­ლა სჭირ­დე­ბა. თვე­ში 600 ლა­რი თი­თო ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე! ძა­ლი­ან კარ­გად ჟღერს, მაგ­რამ იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ამ თან­ხა­ში შე­დის ყვე­ლა ხარ­ჯი, რაც პან­სი­ო­ნატს გა­აჩ­ნია, დი­და­დაც ნუ გა­ვი­ხა­რებთ. ნურც ზედ­მე­ტად პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით და ნუ მო­ვითხოვთ, რომ თავ­შე­სა­ფა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და თავ­შე­სა­ფა­რი ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე დალ­ხე­ნილ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თ­ნა­ი­რი გვქონ­დეს. მაგ­რამ, რად­გან ჩვენ­თა­ნაც დად­გა ეს პრობ­ლე­მა, აჯო­ბებს, აქ­ცენ­ტი სწო­რედ მსგავ­სი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შექ­მ­ნილ სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნოთ. და რაც მთა­ვა­რია, მუდ­მი­ვად გვახ­სოვ­დეს, რომ დამ­თ­ბა­რი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ოფი­სე­ბი სწო­რედ მა­შინ ჩანს მიმ­ზიდ­ვე­ლი, რო­ცა გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ასეთ­სა­ვე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

n n n

ფაქ­ტია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ მყო­ფი მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბი მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო მხო­ლოდ მცი­რე კონ­ტი­გენ­ტის შე­ნახ­ვას ახერ­ხე­ბენ, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა კი­დეც ხან­დაზ­მულ­თა კერ­ძო თავ­შე­საფ­რე­ბი­სა თუ პან­სი­ო­ნა­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა. ამ კერ­ძო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა ისე­თი თავ­შე­საფ­რე­ბიც არ­სე­ბობს, სა­დაც ხან­დაზ­მუ­ლებს ყო­ველ­თ­ვი­უ­რად სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­დახ­და უწევთ. ეს პრაქ­ტი­კა სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბია და მი­სა­სალ­მე­ბე­ლიც, მაგ­რამ ისიც ვთქვათ, რომ იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ხან­დაზ­მულს საკ­მა­რი­სი ფუ­ლი გა­აჩ­ნია კერ­ძო თავ­შე­სა­ფარ­ში და­სარ­ჩე­ნად, მა­თი სიმ­ცი­რის გა­მო იქ მო­ხუ­ცე­ბულ­თა მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი ხვდე­ბა.

ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, რე­პორ­ტა­ჟის მომ­ზა­დე­ბი­სას, თავ­შე­საფ­რე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­გან გარ­კ­ვე­ულ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას წა­ვაწყ­დით. ჩვე­ნი ვი­ნა­ო­ბის წარ­დ­გე­ნის შემ­დეგ მათ ჩვენ­თან სა­უბ­რის სურ­ვი­ლი აღარ უჩ­ნ­დე­ბო­დათ. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ რეკ­ლა­მი­რე­ბა, ხმა­უ­რი არ სჭირ­დე­ბათ. ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ვე­ცა­დეთ მეტ-ნაკ­ლე­ბად ამომ­წუ­რა­ვად გად­მოგ­ვე­ცა, თუ რა ხდე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კერ­ძო თავ­შე­საფ­რებ­ში. აქ­ვე დავ­ძენთ, რომ ამ­ჯე­რად მხო­ლოდ თბი­ლი­სით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლეთ.

კერ­ძო თავ­შე­სა­ფარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თად წყა­როდ შე­მო­წი­რუ­ლო­ბას ასა­ხე­ლებს. მათ შო­რი­საა ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი სათ­ნო­ე­ბის სახ­ლი "კა­თარ­ზი­სი". შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ამ მხრივ ეს სახ­ლი აშ­კა­რად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია, რად­გან ბევ­რი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნია "კა­თარ­ზისს" დრო­დად­რო ხელს უმარ­თავს. შე­სა­ბა­მი­სად, აქ უფ­რო ბევ­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის დახ­მა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ, უმ­თავ­რე­სად მა­თი, ვინც იქა­უ­რო­ბას მხო­ლოდ და­სა­პუ­რებ­ლად აკითხავს და ვის­თ­ვი­საც ცხე­ლი სა­დი­ლი მის­წ­რე­ბაა. მუდ­მი­ვად აქ მხო­ლოდ 17 ხან­დაზ­მუ­ლი ცხოვ­რობს და ისევ და ისევ შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სე­ბის გა­მო, და­ნარ­ჩე­ნებს ჭერ­ქ­ვეშ ვერ იფა­რე­ბენ. ცო­ტა არ იყოს, ყურს ხვდე­ბა ასე­თი კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც "კა­თარ­ზი­სის" მე­ნე­ჯე­რის­გან მო­ვის­მი­ნეთ: "თქვენც ხომ ხე­დავთ, რო­გო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა? თუ მო­ხუ­ცი სუფ­თაა, სუ­ნი არ ას­დის, ნორ­მა­ლუ­რად აზ­როვ­ნებს - ერ­თი სიტყ­ვით, მო­წე­რი­გე­ბუ­ლია - შე­უძ­ლია მო­ვი­დეს." ისი­ნი, ვინც არც სუფ­თე­ბი არი­ან და ნორ­მა­ლუ­რა­დაც ვერ აზ­როვ­ნე­ბენ, "კა­თარ­ზისს" ნუ გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბით.

ასე­ვე შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით არ­სე­ბობს დიდ დი­ღომ­ში მდე­ბა­რე მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რი "ბე­თე­ლი", რო­მე­ლიც გერ­მა­ნე­ლებ­მა და­ა­ფუძ­ნეს. თავ­შე­სა­ფა­რი ორ­მოც მო­ხუც­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და ამ­ჟა­მად ყვე­ლა ად­გი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. აქ ან­გა­რიშ­გე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა მოქ­მე­დებს, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის პენ­სი­ის ნა­ხე­ვა­რი "ბე­თე­ლის" ან­გა­რიშ­ზე ირიცხე­ბა. "ამ­ჟა­მად ად­გი­ლე­ბი არ გვაქვს. ახალ ბი­ნა­დარს ძვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­ვი­ღებთ. ჩვენ მხო­ლოდ იმ მო­ხუ­ცებს ვი­ღებთ, რომ­ლებ­საც პატ­რო­ნი, მიმ­ხე­და­ვი არ ჰყავთ, სა­ღად აზ­როვ­ნე­ბენ, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მათ აქ კვე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, სით­ბო არ აკ­ლი­ათ," - აცხა­დე­ბენ თავ­შე­სა­ფარ­ში.

"გაბ­რი­ელ ბე­რის სა­ხე­ლო­ბის მო­ხუც­თა და უძ­ლურ­თა სახ­ლი" თბი­ლის­ში, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, იჯა­რით აქვთ აღე­ბუ­ლი. რო­გორც ამ სახ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე გვიხ­ს­ნის, მა­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია მხო­ლოდ შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით არ­სე­ბობს და, სამ­წუ­ხა­როდ, მწი­რი სახ­ს­რე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ 22 ხან­დაზ­მუ­ლის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ვინც ამ სახ­ლის მო­ბი­ნად­რედ გახ­დო­მას გა­დაწყ­ვეტს, სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ყო­ველ­თ­ვი­უ­რად 400 ლა­რი უნ­და იქო­ნი­ოს, პლუს კუთ­ვ­ნი­ლი პენ­სი­ის ნა­ხე­ვა­რი.

კი­დევ ერ­თი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რი ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, ჯა­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს - მო­ხუც­თა და ინ­ვა­ლიდ­თა სახ­ლი "სათ­ნო­ე­ბა სათ­ნო­თათ­ვის" მხო­ლოდ სკლე­რო­ზით, ეპი­ლეფ­სი­ი­თა და პარ­კინ­სო­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს იღებს. აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა: ბე­ნე­ფი­ცი­არს პატ­რო­ნი არ უნ­და ჰყავ­დეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც სათ­ნო­ე­ბის სახ­ლი კის­რუ­ლობს მის ჭი­რი­სუფ­ლო­ბას. ამ­ჟა­მად სახ­ლ­ში ოცი მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი ცხოვ­რობს. სათ­ნო­ე­ბის სახ­ლი მათ ოთხ­ჯე­რა­დი კვე­ბით, ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბით, სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს. სამ­წუ­ხა­როდ, თავ­შე­საფ­რის კა­რე­ბი ჩვენ­თ­ვის და­ხუ­რუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და და მხო­ლოდ დი­რექ­ტორ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა. ჩვენც დი­რექ­ტო­რის და­რე­ჯან ტა­ტუ­აშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლეთ: "ეს მო­ხუ­ცე­ბი სკლე­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩა­წო­ლი­ლია, რა უნ­და ნა­ხოთ? ისი­ნი აქ ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან. ჩვენს სა­იტ­ზე მო­ცე­მუ­ლია ბან­კის ან­გა­რი­ში, სა­დაც მსურ­ველს მო­ხუ­ცე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად თან­ხის გა­ღე­ბა შე­უძ­ლია. პატ­რულ­მა ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ იცის. რო­დე­საც სახ­ლის რო­მე­ლი­მე მო­ბი­ნად­რე გარ­და­იც­ვ­ლე­ბა, პატ­რულს ვატყო­ბი­ნებთ და მა­თაც ახა­ლი მო­ხუ­ცი მოჰ­ყავთ. იმ მო­ხუც­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ­თან მოხ­ვ­დე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ჩვენც ვართ."

თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი კი­დევ ერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი ლუ­თე­რა­ნულ ეკ­ლე­სი­ას ეკუთ­ვ­ნის. იქ მო­სახ­ვედ­რად მო­ხუ­ცი გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ან ლუ­თე­რა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რი უნ­და იყოს. რო­გორც ამ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ნა­ცახ­დეს, მათ მხო­ლოდ რვა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ. იქაც ყვე­ლა ად­გი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

n n n

P.S. წე­რი­ლის სა­თა­უ­რი და­ვით ან­დღუ­ლა­ძის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სპექ­ტაკ­ლ­მა გაგ­ვახ­სე­ნა. დი­ახ, ისიც სხვა სპექ­ტაკ­ლი იყო, ოღონდ ბრეხ­ტის "სამ­გ­რო­ში­ა­ნი ოპე­რის" მო­ტი­ვებ­ზე. რომ არ შეგ­ვახ­სე­ნონ, რომ მათხოვ­რო­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბი­სა არ იყოს, ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სიაა, ჩვენც დავ­ძენთ: პო­ლი­ტი­კო­სო­ბაც, მე­ტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი ძვე­ლი ხე­ლო­ბაა. ასე რომ, ვინც ამ საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, იმათ ვურ­ჩევთ, თუნ­დაც პი-არ აქ­ცი­ე­ბის მო­საწყო­ბად დრო­დად­რო მი­უ­სა­ფარ ადა­მი­ან­თა თავ­შე­საფ­რებ­საც ეწ­ვი­ონ - იქ ნამ­დ­ვი­ლად სულ სხვა ოპე­რა თა­მაშ­დე­ბა.

სა­ლო­მე გო­გო­ხია

სო­ფიო თო­დუა

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი