RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ყვე­ლა­ზე დი­დი მარ­ში

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აშშ-ში ვი­ზიტს აგ­რ­ძე­ლებს.

24 საათი 04.02.12

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აშშ-ში ვი­ზიტს აგ­რ­ძე­ლებს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­რი­ლენ­დის შტა­ტის ქა­ლაქ ბე­თეზ­და­ში, სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ჰოს­პი­ტალ­ში, ვი­ცე-პოლ­კოვ­ნი­კი ალექ­სან­დ­რე ტუ­ღუ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა და მა­მა­ცო­ბის­თ­ვის ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნი გა­დას­ცა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ამე­რი­კის სამ­ხედ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სრუ­ლი­ად ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო სა­კუ­თარ თავს უკეთ და­ი­ცავს.

"უნ­და გვეს­მო­დეს - ახ­ლა მი­ღე­ბუ­ლია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სამ­ხედ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გა­და­ვი­დეს სა­ერ­თოდ ახალ, სხვა ეტაპ­ზე და სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვით რე­ა­ლუ­რად დავ­კავ­დეთ. ეს იმის გაგ­რ­ძე­ლე­ბაა, რაც აქამ­დე ავ­ღა­ნეთ­ში ხდე­ბო­და. ტყუ­ი­ლად არა­ფერს ჩა­უვ­ლია. ჩვე­ნი მთა­ვა­რი და­სა­ცა­ვი და საზ­რუ­ნა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოა. ეს ბი­ჭე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის არი­ან. მე ამა­ყი ვარ, რომ სა­უ­კუ­ნე­ებ­მა და ჩვე­ნი მტრე­ბის მცდე­ლო­ბამ ვერ ჩაკ­ლა მებ­რ­ძო­ლი სუ­ლი, მე­ომ­რის სუ­ლი და ეს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არის ის, რაც გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გრძელ­ვა­დი­ა­ნად და რაც აქ­ცევს მას წარ­მა­ტე­ბულ და ძლი­ერ ქვეყ­ნად," - გა­ნაცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნად წარ­მო­უდ­გენ­ლად დი­დი ტრა­გე­დი­აც არ უნ­და იყოს ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცი­ა­ში ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და ოფიც­რე­ბის სი­ცოცხ­ლის და­ნა­კარ­გი, ეს ფას­და­უ­დე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თ­ვის. "ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­მია ძლი­ერ­დე­ბა," - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ჯორ­ჯ­თა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც გა­მო­ვი­და სიტყ­ვით. მან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე, ქვეყ­ნის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა­ზე, მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებ­ზე ისა­უბ­რა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, ზო­გის­თ­ვის - ყვე­ლაფ­რის­გან მოწყ­ვე­ტი­ლი ად­გი­ლი. 90-იან წლებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და და მი­სი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სას ყო­ველ­თ­ვის სა­ჭი­რო ხდე­ბო­და იმის ახ­ს­ნა, რომ ეს არის არა ამე­რი­კის შტა­ტი ჯორ­ჯია, არა­მედ სხვა ქვე­ყა­ნა - სა­ქარ­თ­ვე­ლო.

"ყვე­ლა­ზე დი­დი მარ­ში, რო­მე­ლიც უკა­ნას­კ­ნე­ლი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვაწყ­ვეთ, ის არის, რომ მსოფ­ლიო რუ­კა­ზე სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და­ვიმ­კ­ვიდ­რეთ," - გა­ნაცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. მან­ვე დას­ძი­ნა, რომ რე­ფორ­მე­ბის სა­კითხ­ში დათ­მო­ბა­ზე წას­ვ­ლა ყო­ველ­თ­ვის ინა­ნა.

"მე იღ­ბ­ლი­ა­ნი ვარ, რად­გან რე­ფორ­მე­ბის შან­სი რამ­დენ­ჯერ­მე მო­მე­ცა. აქე­დან ერ­თი რამ ვის­წავ­ლე - არ გა­და­დო საქ­მე და ნუ იფიქ­რებ, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ. ასე რომ, ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, თუ გაქვს შან­სი რა­ღა­ცის შე­საც­ვ­ლე­ლად, გა­მო­ი­ყე­ნე, რა­თა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღარ მო­გი­წი­ოს მას­თან დაბ­რუ­ნე­ბა," - გა­ნაცხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­მა და შე­ნიშ­ნა, რომ მან რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბი­სას შე­საძ­ლოა, შეც­დო­მე­ბიც და­უშ­ვა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო რე­ფორ­მე­ბის შემ­დეგ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა.

"ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა გა­ოთხ­მა­გე­ბუ­ლია. და­ნა­შა­უ­ლი ხუთ­ჯერ შემ­ცირ­და. სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 17%-მდე შემ­ცირ­და. მიმ­დი­ნა­რე­ობს მთე­ლი ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მო­დერ­ნი­ზე­ბა. ავა­შე­ნეთ ახა­ლი გზე­ბი, გა­ი­ზარ­და შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. არ მე­გუ­ლე­ბა არც ერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც დიდ პროგ­რესს ასეთ მოკ­ლე დრო­ში მი­აღ­წევ­და," - გა­ნაცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი" პე­რი­ო­დი და რე­ფორ­მე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც გა­იხ­სე­ნა. პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, რად­გან არ გვქონ­და ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია, გათ­ბო­ბა, ხელ­ფა­სე­ბი და სუ­ფევ­და კო­რუფ­ცია, - შე­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტ­მა.

"თუ­კი ამის ნახ­ვა გსურთ, რუ­სეთ­ში წა­დით, ასე­თი რამ იქ ახ­ლაც ხდე­ბა. ამის სა­ნა­ხა­ვად დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა არ დაგ­ჭირ­დე­ბათ. არა­ვინ იხ­დი­და გა­და­სა­ხა­დებს. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­დე­გად, რო­მელ­მაც ჩვენ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი გუნ­დი მო­ვი­და. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს გუნ­დი კვლა­ვაც ახალ­გაზ­რ­და დარ­ჩე­ბა," - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მუდ­მი­ვად ცდი­ლობს ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის შე­მო­ერ­თე­ბას.

მან­ვე გა­ნაცხა­და, რომ მი­სი პირ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ხელ­ფა­სი 40 დო­ლარს შე­ად­გენ­და. სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის დროს ქვეყ­ნის ხა­ზი­ნა ცა­რი­ე­ლი იყო.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­მა პო­ლი­ცი­ა­სა და სხვა უწყე­ბებ­ში გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებ­ზეც ისა­უბ­რა და დას­ძი­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა.

"ახ­ლა პო­ლი­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბის 86% აქვს, მა­შინ რო­ცა ძველ პო­ლი­ცი­ას ნდო­ბის მხო­ლოდ 5% ჰქონ­და," - გა­ნაცხა­და პრე­ზი­დენ­ტ­მა და შე­ნიშ­ნა, რომ ეს ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით უმაღ­ლე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და სა­ქარ­თ­ვე­ლო ზოგ­ჯერ ფი­ნეთ­სა და და­ნი­ა­საც კი უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, დღე­საც კი, რუ­სე­თის მა­ფი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის 70% სა­ქარ­თ­ვე­ლო­და­ნაა, მა­შინ რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 5-ჯერ უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე რუ­სეთ­ში.

"ევ­რო­კავ­ში­რის სან­დო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე უსაფ­რ­თხოა და აქ და­ნა­შა­უ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია. ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი ის­ლან­დია იყო, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად კუნ­ძუ­ლია. მაგ­რამ ჩვენ ახ­ლა მა­თაც გა­ვუს­წა­რით - ეს ისე შევ­ძე­ლით, რომ არ შეგ­ვიქ­მ­ნია ოკე­ა­ნე ჩვენს ქვე­ყა­ნა­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს შო­რის. ჩვენ ბევ­რი სხვა ცვლი­ლე­ბაც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ," - გა­ნაცხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­მა.

ჯორ­ჯ­თა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოს­ვ­ლი­სას სა­ა­კაშ­ვილს რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც ჰკითხეს.

მი­სი თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტ­რი ვე­რა ქო­ბა­ლია, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და, ვერ ბრუნ­დე­ბა სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში, რად­გან რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ მი­სი სახ­ლი მი­სი სა­კუთ­რე­ბა აღარ არის.

"გა­მო­დის, რომ მედ­ვე­დე­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს სა­ჯა­რო რე­ეს­ტ­რებს ამ­გ­ვა­რი სა­კითხე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტად. რა თქმა უნ­და, მჯე­რა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სა­ჯა­რო რე­ეს­ტ­რე­ბის, მაგ­რამ არა ისე­თე­ბის, რომ­ლებ­საც მედ­ვე­დე­ვი და პუ­ტი­ნი მარ­თა­ვენ," - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­სი ლიკ­ვი­და­ცია სურ­და და რამ­დენ­ჯერ­მე და­ფიქ­სირ­და კი­დეც, რომ მის პი­რად თვით­მ­ფ­რი­ნავს უმიზ­ნებ­და მზად­ყოფ­ნა­ში მოყ­ვა­ნი­ლი რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა.

"ერ­თხელ აერო­პორ­ტ­ში მივ­დი­ო­დი და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ჩე­მი პი­რა­დი მცვე­ლიც არის, მითხ­რა, რომ რა­დარ­ზე ნა­ხეს, რო­გორ იყო და­მიზ­ნე­ბუ­ლი ჩემს თვით­მ­ფ­რი­ნავ­ზე სრულ მზად­ყოფ­ნა­ში მოყ­ვა­ნი­ლი რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა. ღი­ლაკ­ზე მხო­ლოდ თი­თის და­ჭე­რა უნ­დო­და და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მკითხა, რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვით. მე ვუთხა­რი - მა­ინც უნ­და გავ­ფ­რინ­დეთ-მეთ­ქი. ერ­თხე­ლაც ჩე­მი პრეს­მ­დი­ვა­ნი მო­ვი­და და ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა მითხ­რა, რომ ჩემს თვით­მ­ფ­რი­ნავს ჩა­მო­აგ­დებ­დ­ნენ, რად­გან ყვე­ლა რუ­სუ­ლი ვებ­გ­ვერ­დი იუწყე­ბო­და, რომ 40 წუთ­ში გაფ­რე­ნას ვა­პი­რებ­დი. მე ჩემს პრეს­მ­დი­ვანს ვუთხა­რი, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ეთ­ქ­ვა - ვი­ცით, რომ გვი­მიზ­ნებთ, ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, არ გვჭირ­დე­ბა ვებ­სა­ი­ტებ­ზე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა. ჩვენ გხე­დავთ, მაგ­რამ არ გვა­დარ­დებს, რად­გან ჩვე­ნი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი მა­ინც გაფ­რინ­დე­ბა, ეს ხომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა," - გა­ნაცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი თავ­სე­ბა­დო­ბა აქვს თი­თო­ე­ულ მე­ზო­ბელ­თან, სხვაგ­ვა­რად ქვე­ყა­ნა ასეთ გა­რე­მო­ში ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ბუ­ნე­ბით გახ­ს­ნი­ლი, დრე­კა­დი და ბევ­რის ამ­ტა­ნი ხალ­ხია, მაგ­რამ არას­დ­როს შე­გუ­ე­ბია თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გ­ვას.

"ეს მხო­ლოდ ჩე­მი მო­საზ­რე­ბა არ არის. თუ მო­ის­მენთ, რას ამ­ბო­ბენ მოს­კოვ­ში, დღეს იქ ყვე­ლა ლი­დე­რი აცხა­დებს, რომ ქარ­თუ­ლი ტი­პის რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა სურთ, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა, - სხვა­თა შო­რის, მედ­ვე­დევ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ კო­რუფ­ცია და­ა­მარ­ცხა, ჩვენ ვინც არ მოგ­ვ­წონს და გვძულს, ეს სა­ა­კაშ­ვი­ლიაო."

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, რუ­სე­თის მოქ­მედ­მა ლი­დე­რებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მა გა­და­ი­ღეს, თუმ­ცა შან­სი ხე­ლი­დან გა­უშ­ვეს, რად­გან მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ.

"თუ ეს ნე­ბა არ არ­სე­ბობს, არა­ფე­რი გა­მო­ვა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ გვეს­მის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კა. მა­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ რე­ფორ­მე­ბი და­სავ­ლე­თის ტრო­ას ცხე­ნი ჰგო­ნი­ათ. ნაც­ვ­ლად იმი­სა, მიხ­ვ­დ­ნენ, რომ რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის­თ­ვის გა­ა­კე­თე­ბენ, მხო­ლოდ მათ­თ­ვის იქ­ნე­ბა კარ­გი. მი­აჩ­ნი­ათ, რომ მსოფ­ლი­ოს მათ­თ­ვის მხო­ლოდ ცუ­დი სურს. მსოფ­ლი­ოს კი პი­რი­ქით - მათ­თ­ვის კარ­გი უნ­და," - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი