RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 ივნისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

ომ­ბუდ­ს­მე­ნი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს

სახალხო დამცველი ხელისუფლებას ბავშვთა სახლებში ნორმალური მართვის სისტემის, კონტროლისა და თანაბარ პირობებში ჩაყენების რეკომენდაციას აძლევს.

24 საათი 28.04.12

სახალხო დამცველი ხელისუფლებას ბავშვთა სახლებში ნორმალური მართვის სისტემის, კონტროლისა და თანაბარ პირობებში ჩაყენების რეკომენდაციას აძლევს.

გიორგი ტუღუშის განმარტებით, 2011 წლის დეკემბერში, ბავშვთა სახლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჩატარებულ რეფორმაში პოზიტიურ ნაბიჯებთან ერთად, პრობლემები კვლავ ფიქსირდება. გიორგი ტუღუში განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინს საჯარო სკოლებში ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და განათლების შეზღუდვის ყველა ფაქტის შესწავლის და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს.

სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვ­თა მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მოპყ­რო­ბის, ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­თან, ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის პერ­სო­ნა­ლის მი­ერ სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან. წკეპ­ლით ცე­მა, ბოთ­ლის ჩარ­ტყ­მა, კუთხე­ში და­ყე­ნე­ბა, ახა­ლი ტან­საც­მ­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვა, შე­ჯან­ჯღა­რე­ბა, დას­ჯის მიზ­ნით ფი­ზი­კუ­რი შრო­მა და ა.შ. ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მოპყ­რო­ბა, უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, დი­დი ზო­მის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ ქუ­ჩა­ში მათხოვ­რო­ბა და სხვა სა­ხის ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, რომ­ლის მე­ნეჯ­მენ­ტი ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის მი­ერ. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია და ბავ­შ­ვ­თა ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ხარ­ვე­ზე­ბი და ა.შ. - ბავ­შ­ვ­თა მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ეს ფაქ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ­მა პრე­ვენ­ცი­ულ­მა ჯგუფ­მა 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში ბავ­შ­ვ­თა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი­სას, რო­მე­ლიც 13 დიდ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­სა და 17 მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

ომ­ბუდ­ს­მე­ნის ინ­ფორ­მა­ციი, იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვა გახ­და სა­ჭი­რო, რა­თა აღ­საზ­რ­დელ­ზე ძა­ლა­დო­ბის­თ­ვის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი და პერ­სო­ნა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ.

თუმ­ცა, რო­გორც ომ­ბუდ­ს­მ­დ­ნი აცხა­დებს, მო­ნი­ტო­რინ­გი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლი მრა­ვა­ლი დარ­ღ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, უკეთ არის და­ცუ­ლი.

"წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, ამის არა­ერ­თი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და. პრობ­ლე­მე­ბია ბავ­შ­ვ­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბის კუთხი­თაც. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში ეზო­ში თა­მა­შის დროს, ბავ­შ­ვ­მა ნა­ჯა­ხით თი­თი მო­ი­ჩე­ხა," - აცხა­დებს გი­ორ­გი ტუ­ღუ­ში.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებ­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას, 12 წლის მ.კ. გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლობ­და, ხე­ლე­ბი სვი­ტე­რის სა­ხე­ლო­ებ­ში და­ე­მა­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, მას ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თი­თი. შემ­თხ­ვე­ვის გახ­სე­ნე­ბი­სას აღ­საზ­რ­დე­ლი იძა­ბე­ბო­და და უხერ­ხუ­ლად იშ­მუშ­ნე­ბო­და.

"ჩე­მით და­მე­მარ­თა "...ხო ნა­ჯა­ხი და­ვირ­ტყი, შე­შას ვჩე­ხავ­დი.… მეც მინ­დო­და, რომ მუ­შა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ექ­თ­ნო­ში შე­მიყ­ვა­ნეს, ჩე­მი თი­თი სად არის-მეთ­ქი ვტი­რო­დი... სას­წ­რა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს... მი­ა­კე­რეს მაგ­რამ მე­რე გა­შავ­და და ზუგ­დიდ­ში მო­მა­შო­რეს… ,700 ლა­რი და­უჯ­და "მ" მას­წავ­ლე­ბელს, თვი­თონ მითხ­რა, შე­ნი თი­თი 700 ლა­რი და­მიჯ­დაო," - თქვა წა­ლენ­ჯი­ხის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის აღ­საზ­რ­დელ­მა სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რათ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ექი­მის ჩა­ნა­წე­რი არას­რუ­ლია. ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით­ვე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დღემ­დე ხდე­ბა ამა­ვე აღ­საზ­რ­დე­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა.

"მითხ­რეს, გუ­ლის შუ­ი­ლი გაქ­ვ­სო... პარ­ნი­კის უფ­რო­სად დამ­ნიშ­ნა დი­რექ­ტორ­მა… მე ვმუ­შა­ობ, რომ დავ­თე­სო ყვე­ლა­ფე­რი. ვბა­რავთ... შა­ბათ-კვი­რას ვმუ­შა­ობ, სკო­ლი­დან რომ მო­ვალ ვმუ­შა­ობ 3 სა­ა­თი­დან ასე 6 სა­ა­თამ­დე... ფუტ­კ­რე­ბის 6 სკაა, ად­რე 14 სკა იყო… წვი­მა რომ იქ­ნე­ბა, სათ­ბურ­ში შე­ვი­ტანთ ხოლ­მე მე და "X" , ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი და დავ­ჯ­დე­ბი ხოლ­მე", -გა­ნაცხა­და იგი­ვე ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს უფ­როსს, უზ­რუნ­ველ­ყოს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი უსაფ­რ­თხო­ე­ბის პი­რო­ბე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ომ­ბუდ­ს­მე­ნი ასე­ვე მო­ითხოვს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვ­თა მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მოპყ­რო­ბის ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და იმ სა­ჯა­რო სკო­ლებ­შიც, სა­დაც მშობ­ლე­ბის ზრუნ­ვას მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი და­დი­ან.

"წყნე­თის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის ფსი­ქო­ლო­გის გად­მო­ცე­მით, 137-ე სკო­ლა­ში გა­სულ წელს შე­იქ­მ­ნა კლა­სი, სა­დაც მხო­ლოდ დევ­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი და ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი არი­ან ჩა­რიცხუ­ლი. ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ადას­ტუ­რებს ამ ფაქტს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 137-ე სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამ­გ­ვა­რი სეგ­რე­გა­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბის შე­დეგს არ წარ­მო­ად­გენ­და, ეს კლა­სი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს, რაც ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის სე­რი­ო­ზულ პრო­ტესტს იწ­ვევს. ფსი­ქო­ლო­გის მო­საზ­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ მი­ზეზს, რის გა­მოც ბავ­შ­ვებს ბო­ლო 2 თვეა სკო­ლა­ში არ უვ­ლი­ათ," - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში. ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ამა­ვე სკო­ლა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლი­დან დათხო­ვის ხში­რი პრაქ­ტი­კა. ბავ­შ­ვის მი­ერ რა­ი­მე სა­ხის დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თავს მა­თი დრო­ე­ბი­თი დათხოვ­ნის ზო­მას.

ფსი­ქო­ლო­გის გან­ცხა­დე­ბით, ხში­რად ბავ­შ­ვე­ბი ამ ქმე­დე­ბის­გან მე­ო­რად სარ­გე­ბელ­საც იღე­ბენ - თუ რო­მე­ლი­მეს სკო­ლის გაც­დე­ნა სურს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამის უმოკ­ლე­სი გზა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ჩა­დე­ნაა.

ბავ­შ­ვ­თა სახლ "სათ­ნო­ე­ბა­ში" სპე­ცი­ა­ლურ პრე­ვენ­ცი­ულ ჯგუფს სა­მი აღ­საზ­რ­დე­ლი ესა­უბ­რა 131-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მათ მი­მართ მოპყ­რო­ბა­ზე.

"სხვა ბავ­შ­ვე­ბი რომ რა­ღა­ცას აშა­ვე­ბენ, მე მაბ­რა­ლე­ბენ და ლე­ი­ლა ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი თმებს მჩე­ჩავს, ასე­ვე ე.შ-ც. ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლია მთე­ლი გაკ­ვე­თი­ლი კუთხე­ში გვა­ყე­ნებს," - გან­ცუცხა­და 9 წლის მო­ზარ­დ­მა მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რებს. ბავ­შ­ვ­თა მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მოპყ­რო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას კოჯ­რის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის 6-მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

თე­ლა­ვის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა და რამ­დე­ნი­მე აღ­მ­ზ­რ­დელ­მა სპე­ცი­ა­ლურ პრე­ვენ­ცი­ულ ჯგუფს მი­ა­წო­დეს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია თე­ლა­ვის მე-8 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­თი გად­მო­ცე­მით, სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ახ­დე­ნენ ბავ­შ­ვე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას შემ­დე­გი იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბით: "ქა­ლა­ქის ბავ­შ­ვე­ბი" და "ინ­ტერ­ნა­ტის ბავ­შ­ვე­ბი".

ბა­თუ­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფს 2 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ესა­უბ­რა ბა­თუ­მის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოპყ­რო­ბის შე­სა­ხებ. 9 წლის აღ­საზ­რ­დე­ლის მო­ნათხ­რო­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი კუთხე­ში აყე­ნებს ბავ­შ­ვებს.

"კა­რი­ტა­სის" მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლის აღ­საზ­რ­დე­ლებ­მა მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფს წა­რუდ­გი­ნეს ჩა­ნა­წე­რი იმ გა­მოთ­ქ­მე­ბი­სა, რომ­ლებ­საც თბი­ლი­სის მე-12 სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი (ირ­მა) იყე­ნებს მათ­თან და სხვა ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში: "ჭი­ა­ყე­ლა, ღო­რის ტი­ლი, ტურ­ტ­ლი­ა­ნი, ნა­ძი­რა­ლა". ის ასე­ვე იყე­ნებს ფრა­ზებს: "მანდ არ მო­მიყ­ვა­ნო, თო­რემ მი­გაჭყ­ლი­ტავ", "გა­ჩერ­დი, თო­რემ მო­ვე­დი და მიგ­ძუყ­ნე". აღ­ნიშ­ნუ­ლი ფრა­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ა­დას­ტუ­რეს ასე­ვე სხვა აღ­საზ­რ­დე­ლებ­მაც.

სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­სულ წელს იყე­ნებ­და ჯოხს, რო­მელ­საც თა­ვი და ბო­ლო წით­ლად ჰქონ­და შე­ფე­რა­დე­ბუ­ლი და დის­ციპ­ლი­ნის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, ზურ­გ­ზე ურ­ტყამ­და ბავ­შ­ვებს. აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ რუ­სუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გა­სულ წელს თავ­ში ბე­ჭედს უკა­კუ­ნებ­და და ყურს უწევ­და იმ ბავ­შ­ვებს, ვი­საც და­ვა­ლე­ბა არ ჰქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ რო­გორც წი­ნა წლებ­ში, წელ­საც, სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, კვლავ ყუ­რადღე­ბით გა­ეც­ნო­ბი­ან ან­გა­რიშს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

ყველაზე პოპულარული
  1. კალათბურთი >>

    aa
  2. რაგბი >>

    aa
  3. რევიუ >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. თვალსაზრისი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. პოლიტიკა >>

    aa
  8. უცხოეთი >>

    aa
  9. ბლოგი >>

    aa
  10. პრესომბუდსმენი >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. მუსიკა >>

    aa
  13. თვალსაზრისი >>

    aa
  14. სტილი >>

    aa
  15. რევიუ >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. მარანი >>

    aa
  19. მარანი >>

    aa
  20. მარანი >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. კულინარია >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ამბები >>

    aa
  36. საზოგადოება >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. კინო >>

    aa
  39. თეატრი >>

    aa
  40. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  41. რევიუ >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი