RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ხუთშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

მსჯავ­რ­დე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ვერ­სია

პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი 39 წლის მსჯავრდებულის, ზურაბ დელიანიძის ოჯახის მოთხოვნით, გარდაცვლილის ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

24 საათი 05.05.12

პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი 39 წლის მსჯავრდებულის, ზურაბ დელიანიძის ოჯახის მოთხოვნით, გარდაცვლილის ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა, ასევე, გავრცელდა გარდაცვლილის ფოტოები, სადაც მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ორი დღის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გაკეთდა, სხვადასხვა ადგილას რამდენიმე აქცია და ბრიფინგი ჩატარდა და პატიმრის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიაც გამოიკვეთა.

სხვა შემ­თხ­ვე­ვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იური­დი­ულ დახ­მა­რე­ბის სა­კითხ­თა სა­მი­ნის­ტ­რომ, პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ვერ­სი­ის სა­პა­სუ­ხოდ, საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბი­თი პა­სუ­ხი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბი­ს მი­ხედ­ვი­თაც, მსჯავ­რ­დე­ბუ­ლი ავად­მ­ყო­ფობ­და ვე­ნე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე ფორ­მით და მას სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­ერ ყო­ველ­გ­ვა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და.

“მსჯავ­რ­დე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მყი­სი­ე­რად და­იწყო გა­მო­ძი­ე­ბა და და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თ­ლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­ს­პერ­ტი­ზა,”» - ნათ­ქ­ვა­მია სა­მი­ნის­ტ­როს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა დე­ლი­ა­ნი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს ჯერ მომ­ხ­და­რის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის მოთხოვ­ნით მი­მარ­თა, შემ­დეგ კი სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გარ­დაც­ვ­ლი­ლი პა­ტიმ­რი­სა და მი­სი ოჯა­ხის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ომ­ბუდ­ს­მე­ნის გან­მარ­ტე­ბით, სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ავ­რ­ცე­ლა მსჯავ­რ­დე­ბუ­ლის პი­რად სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ხელ­ყოფს რო­გორც გარ­დაც­ვ­ლი­ლი მსჯავ­რ­დე­ბუ­ლის, ასე­ვე სხვა პირ­თა უფ­ლე­ბებს და რომ­ლის დაც­ვაც, ომ­ბუდ­ს­მე­ნის მტკი­ცე­ბით, სა­მი­ნის­ტ­როს, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით ევა­ლე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი აცხა­დებს, რომ სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა და სა­ჯა­როდ გა­მო­ტა­ნა წარ­მო­ად­გენს გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხ­ვე­ვას, იმის გა­მო, რომ ამით ილა­ხე­ბა არა მარ­ტო გარ­დაც­ვ­ლი­ლი პი­რის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, არა­მედ ჩრდი­ლი ად­გე­ბა პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, ასე­ვე პირ­თა სხვა წრეს.

“სა­მი­ნის­ტ­როს არ­გუ­მენ­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­კითხი­სად­მი “სა­ზო­გა­დე­ო­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი” არ­სე­ბობ­და, არ წარ­მო­ად­გენს პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბის სა­ფუძ­ველს, რაც კარ­გად უნ­და ეს­მო­დეთ სა­მი­ნის­ტ­როს უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს,” - აცხა­დებს გი­ორ­გი ტუ­ღუ­ში. ომ­ბუდ­ს­მე­ნი, იმ პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის მი­მართ ითხოვს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მის აღ­ძ­ვ­რას, რომ­ლებ­მაც, კა­ნო­ნით და­ცუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

გარ­დაც­ვ­ლი­ლი პა­ტიმ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი კი კვლავ ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან, რომ ის სას­ტი­კად არის ნა­წა­მე­ბი. გარ­დაც­ვ­ლი­ლის მე­უღ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ის 17 აპ­რილს არ შე­უშ­ვეს მე­უღ­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და არც ის გა­ა­გე­ბი­ნეს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო პა­ტი­მა­რი. 1 მა­ისს კი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მის­ვ­ლი­სას, შემ­თხ­ვე­ვით შე­იტყო. გარ­დაც­ვ­ლი­ლის მე­უღ­ლის მტკი­ცე­ბით­ვე, მას მა­ნამ­დე პა­ტიმ­რის ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნაც არ შე­ატყო­ბი­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ცხედ­რის­თ­ვის ჩა­ტა­რე­ბულ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­ს­პერ­ტი­ზას. ექ­ს­პერტ ალექ­სან­დ­რე გე­ჯა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­ლი­ა­ნი­ძის გვამს, გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, ცე­მის კვა­ლი არ ჰქონ­და. ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც აღე­ნიშ­ნე­ბო­და, იყო ნა­წო­ლე­ბი, რაც ვი­თარ­დე­ბა ავად­მ­ყო­ფის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი წო­ლით, უმოძ­რა­ო­ბით და არა­სა­თან­დო მოვ­ლით ცი­ხის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში. ექ­ს­პერ­ტის მტკი­ცე­ბით, ის ნა­წო­ლე­ბი, რო­მე­ლიც ცხე­დარს აღე­ნიშ­ნე­ბა და რაც კარ­გად ჩანს გავ­რ­ცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზეც, თა­ვი­სი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თით იმ­დე­ნად ღრმაა, რომ ორ დღე­ში ვერ გან­ვი­თარ­დე­ბო­და.

“აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად ჩა­უ­ტარ­და პა­ტი­მარს მკურ­ნა­ლო­ბა. ამ კუთხით შე­იძ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა და არა იმით ნა­ცე­მი იყო თუ არა პა­ტი­მა­რი,» - აცხა­დებს ექ­ს­პერ­ტი და გარ­დაც­ვ­ლი­ლის მე­უღ­ლის ეჭვს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მი­სი ქმა­რი ად­რე იყო გარ­დაც­ვ­ლი­ლი და არა იმ დი­ლას, რო­ცა მან შემ­თხ­ვე­ვით გა­ი­გო, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად თვლის.

გუ­შინ სა­ღა­მოს, იმ დროს, რო­დე­საც სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იური­დულ დახ­მა­რე­ბის სა­კითხ­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­დაც­ვ­ლი­ლი პა­ტიმ­რის საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბის­თ­ვის მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა.

“ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა დე­ტა­ლი გახ­დეს ცნო­ბი­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა, უფ­რო სწრა­ფად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად ითა­ნამ­შ­რომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ჩვენ რა თქმა უნ­და, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­თან და მი­ვე­სალ­მე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას”, - გა­ნაცხა­და სას­ჯე­ლაღ­რუ­ლე­ბის პრო­ბა­ცი­ი­სა და იური­დულ დახ­მა­რე­ბის სა­კითხ­თა მი­ნის­ტ­რ­მა.

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. სპორტი >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. ავტო >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. საზოგადოება >>

    aa
  23. თვალსაზრისი >>

    aa
  24. ინტერვიუ >>

    aa
  25. პოლიტიკა >>

    aa
  26. უცხოეთი >>

    aa
  27. პრესომბუდსმენი >>

    aa
  28. თვალსაზრისი >>

    aa
  29. რევიუ >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. სტილი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. რევიუ >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. მარანი >>

    aa
  37. მარანი >>

    aa
  38. მარანი >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. ავტო >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. მეცნიერება >>

    aa
  54. მეცნიერება >>

    aa
  55. რევიუ >>

    aa
  56. საზოგადოება >>

    aa
  57. რევიუ >>

    aa
  58. ამბები >>

    aa
  59. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  60. რევიუ >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. სპორტი >>

    aa
  63. სპორტი >>

    aa
  64. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი