RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, პარასკევი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ფ­ლიქ­ტის რე­გი­ონ­ში იმ­სა­ხუ­რე­ბენ მშვი­დო­ბას

10 ივლისს საქართველოში ჩამოდის ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი. ეს ვიზიტი შდგება კავკასიური ტურნეს ფარგლებში.

24 საათი 10.07.12

10 ივლისს საქართველოში ჩამოდის ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი. ეს ვიზიტი შდგება კავკასიური ტურნეს ფარგლებში.

2009 წლიდან საქართველოში შეწყდა ეუთო-ს მისიის მუშაობა, რაშიც რუსეთმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. სწორედ ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან.- ცხა­დია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეუთო-ს მი­სია რუ­სე­თის ზე­წო­ლის შე­დე­გად გა­უქ­მ­და. ამა­ვე დროს, რუ­სეთ­მა უარი თქვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბის შეშ­ვე­ბა­ზე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ეს საკ­მა­ოდ მყი­ფეს ხდის უსაფ­რ­თხო­ე­ბას კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნებ­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბის არ­დაშ­ვე­ბამ ხე­ლი შე­უწყო ტრან­ს­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შუ­ლის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. რო­გორც ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, რას ეტყ­ვით ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას - რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით შე­იძ­ლე­ბა ეუთო-ს მი­სი­ის აღ­დ­გე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

- მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ეუთო არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც 56 სა­ხელ­მ­წი­ფოს აერ­თი­ა­ნებს, მათ შო­რის - სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და რუ­სეთს. ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის კონ­სე­სუ­სია - ყვე­ლა წევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და შე­თან­ხ­მ­დეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე. იმის გა­მო, რომ ვერ მო­ხერ­ხ­და კონ­სე­სუ­სის მიღ­წე­ვა ეუთო-ს მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­სა­ხებ, თე­მა და­ი­ხუ­რა 2009 წელს.

დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მე­ლიც 2008 წე­ლის კონ­ფ­ლიქ­ტის შემ­დეგ იმარ­თე­ბა და რო­მელ­საც ეუთო, გა­ე­რო და ევ­რო­კავ­ში­რი თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბენ, არის ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს უსაფ­რ­თხო­ე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა ამ ზო­ნა­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე მზად იყოს, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცეს­ში და გა­დად­გან პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი კონ­ფ­ლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ფ­ლიქ­ტის რე­გი­ონ­ში იმ­სა­ხუ­რე­ბენ მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, იცხოვ­რონ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით. ეუთო მუ­შა­ობს პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც ამ სახ­ლ­ხის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა. ეს გუ­ლის­ხ­მობს სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი საზღ­ვ­რის ორი­ვე მხა­რეს მყო­ფი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. ამ პრო­ექ­ტებს ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სა­მი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ეუთო-მ ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, უკ­ვე დას­რულ­და. ახ­ლა კი ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ წყლის პრო­ექ­ტის მე­ო­რე პა­კეტს.

ამას გარ­და, ეუთო, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კ­ვირ­ვებ­ლო მი­სი­ას­თან ერ­თად, ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას უწევს რე­გუ­ლა­რულ შეხ­ვედ­რებს ინ­ცინ­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე. ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ასე­ვე, ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში და­იწყო. ამ მე­ქა­ნიზ­მის ჩარ­ჩოს ფარ­გ­ლებ­ში, ეუთო ეხ­მა­რე­ბა უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს გან­მ­ტ­კი­ცე­ბას ფერ­მე­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ საზღ­ვარ­თან არი­ან. ეუთო ძა­ლის­ხ­მე­ვას არ იშუ­რებს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ეუთო-ს მი­სი­ის აღ­დ­გე­ნას ან სხვა ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მ­ნას, რა­თა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს უსაფ­რ­თხო­ე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, ხელს შე­უწყობს ეუთო-ს რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა ინ­ცინ­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­სა და ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. ეუთო-ს მი­სი­ის აღ­დ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეუთო-ს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის ქარ­თ­ველ პი­რებ­თან ერ­თად, ივ­ნის­ში გა­ნი­ხი­ლეს. ამ სა­კითხს, 9-10 ივ­ლისს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩე­მი ვი­ზი­ტის დრო­საც და­ვა­ყე­ნებ.

- რამ­დე­ნად ფარ­თოდ იქ­ნე­ბა ეუთო წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო რჩევ­ნებ­ზე? ფარ­თო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ვგუ­ლის­ხ­მობთ რო­გორც დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, ისე დაკ­ვირ­ვე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას.

- მი­ვე­სალ­მე­ბი ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სის (OSCE/ODIHR) მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ ასეთ ნა­ად­რევ მოწ­ვე­ვას 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. OSCE/ODIHR-მა ივ­ნი­სის შუა რიცხ­ვებ­ში გა­მო­აგ­ზავ­ნა პირ­ვე­ლა­დი მი­სია, რომ­ლებ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რის წინ შე­სა­ბა­მი­სი მოხ­სე­ნე­ბაც წა­რად­გი­ნეს. დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფის რე­კო­მენ­და­ცი­ით, უნ­და გან­თავ­ს­დ­ნენ სა­დამ­კ­ვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბი, რო­მე­ლე­ბიც შე­ა­ფა­სე­ბენ მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ეუთო-ს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან და ად­გი­ლობ­რივ კა­ნონ­მ­დე­ლო­ბას­თან.

ძი­რი­თა­დი სა­დამ­კ­ვირ­ვებ­ლო გუნ­დი იქ­ნე­ბა 28 კა­ცი­ა­ნი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი, და ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. მე­ო­რე არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­დამ­კ­ვირ­ვებ­ლო მი­სია - 350 კა­ცი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო დღეს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რებს, მათ შო­რის - ხმის მი­ცე­მას, მათ დათ­ვ­ლას და შე­დე­გე­ბის გა­მოთ­ვ­ლას. ODIHR-მა სთხო­ვა მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, მი­ავ­ლი­ნონ დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეუთო არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ექ­ვ­სი კვი­რით ად­რე და­იწყებს და ის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დ­გომ პე­რი­ოდ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლა­დაც დარ­ჩე­ბა. მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­დამ­კ­ვირ­ვებ­ლო მი­სია კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერ­თი კვი­რით ად­რე ჩა­მო­ვა.

- ეუთოს დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მხო­ლოდ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფ­ლიქ­ტის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკ­ვე გკითხეთ, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი მყი­ფე მშვი­დო­ბა. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში კვლა­ვაც ხში­რია ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, შე­ტა­კე­ბე­ბი სა­ხე­ლი­სოფ­ლე­ბო ძა­ლებ­თან და ბან­დი­ტიზ­მი. აქვს თუ არა ეუთო-ს რა­ი­მე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის?

- მარ­თ­ლაც, ეუთო მხარს უჭრს ეუთო-ს მინ­ს­კის ჯგუ­ფის მცდე­ლო­ბას, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფ­ლიქ­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვარ­დეს, ცეცხ­ლის შეწყ­ვე­ტის რე­ჟი­მი გაძ­ლი­ერ­დეს და ინ­ცინ­დე­ტე­ბი გა­მო­ი­ძი­ონ. ეს სა­კითხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­უბ­რი­სას, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩე­მი ვი­ზი­ტის დროს და­ვა­ყე­ნე და ამა­ზე ვი­სა­უბ­რებ სომ­ხეთ­ში 11-12 ივ­ლისს. ზო­გა­დად, ეუთო მხარს უჭერს ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­მ­წი­ფოს, გა­ნა­ხო­რი­ე­ლონ სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი, რა­თა ეფექ­ტუ­რად გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ უსაფ­რ­თხო­ე­ბის არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს. ეუთო-ს ფარ­გ­ლებ­ში, პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე, ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, მაგ­რამ ჩვენ ამ რე­გი­ონ­ში არ ვართ წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

- ირ­ლან­დი­ას - ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ობს ეუთო-ს მიმ­დი­ნა­რე წელს, აქვს დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნათ, უკი­დუ­რე­სად რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ის - შინ­ფე­ი­ნის ლი­დერ­მა მარ­ტინ მაკ­გი­ნეს­მა ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს და ეს იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი. რო­გორც ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვა­ნი, რას ურ­ჩევ­დით ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რის გა­ზი­ა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ირ­ლან­დი­ის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან?

- მარ­თ­ლაც, ირ­ლან­დი­ამ, რო­მე­ლიც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს ეუთო-ს 2012 წელს, სა­კუ­თარ პრი­ო­რი­ტე­ტად გან­საზღ­ვ­რა გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ეუთო-ს ოფი­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ირ­ლან­დი­ის ვი­ცე-პრე­მი­ე­რის ემონ გილ­მო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, აპ­რილ­ში დუბ­ლინ­ში ჩა­ტარ­და კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­მაც ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის მა­გა­ლით­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა კონ­ფ­ლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი და­გაჭ­რის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის სამ­შ­ვი­დო­ბო პრო­ცე­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა იმის ილუს­ტ­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი შე­ხედ­ვით უიმე­დო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლი. მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვას დრო, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა, ნდო­ბა და რწმე­ნა სჭირ­დე­ბა. თით­ქ­მის 30 წე­ლი დას­ჭირ­და "დი­დი პა­რას­კე­ვის" შე­თან­ხ­მე­ბის მიღ­წე­ვას, რო­მელ­მაც ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში მშვი­დო­ბა მო­ი­ტა­ნა. მე ვიტყო­დი, მშვი­დო­ბის მი­საღ­წე­ვად და მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა, ღია და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კო­მუ­ნი­კა­ცია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის და სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში ნდო­ბის ამაღ­ლე­ბა. ეს არის ის, რა­საც ჩვენ ვცდი­ლობთ, გა­ვა­კე­თოთ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. მათ შო­რის არის ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მა­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და იმ პრო­ე­ტე­ბის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც კონ­ფ­ლიქ­ტის რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნი­ებს და­ეხ­მა­რე­ბა.

ესა­უბ­რა

მაგ­და ლე­კი­აშ­ვი­ლი

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. ამბები >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. განათლება >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. თვალსაზრისი >>

    aa
  28. ინტერვიუ >>

    aa
  29. პოლიტიკა >>

    aa
  30. უცხოეთი >>

    aa
  31. პრესომბუდსმენი >>

    aa
  32. თვალსაზრისი >>

    aa
  33. რევიუ >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. სტილი >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. მარანი >>

    aa
  41. მარანი >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. კულინარია >>

    aa
  44. კულინარია >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. ავტო >>

    aa
  54. ავტო >>

    aa
  55. ავტო >>

    aa
  56. ავტო >>

    aa
  57. მეცნიერება >>

    aa
  58. მეცნიერება >>

    aa
  59. რევიუ >>

    aa
  60. საზოგადოება >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. ამბები >>

    aa
  63. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  64. რევიუ >>

    aa
  65. რევიუ >>

    aa
  66. სპორტი >>

    aa
  67. სპორტი >>

    aa
  68. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი