პოლიტიკური პარტიების აქციებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებს, პარტიის სურვილის შემთხვევაში, პოლიციის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ეს შეთანხმება პარტიებსა და უწყებათაშორის კომისიას შორის გუშინწინდელ სხდომაზე გაფორმდა.
24 საათი 16.07.12

როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, ამისთვის პარტიამ კომისიას აქციის ჩატარების შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს, რის შემდეგაც გამოიყოფა ერთი საკონტაქტო პირი შსს-დან, რომელიც სიტუაციას ადგილზე გააკონტროლებს. საჭიროების შემთხვევაში კი, მისი ინფორმაციის საფუძველზე საქმეში პოლიცია ჩაერევა.
“ეს შეთანხმება იმისთვის შედგა, რომ თავიდან ავიცილოთ აქციებზე ფიზიკური დაპირისპირებები,” - აღნიშნა კინწურაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების აქციებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებზე პოლიციის დასწრების ინიციატივა მერეთის ინციდენტის შემდეგ გაჩნდა.
შეთანხმებას მხარს უჭერენ”ეროვნულ-დემოკრატები”,”ქრისტიან-დემოკრატები”,”ნაციონალური მოძრაობა”,”ქართული დასი” და”ჩვენ თვითონ”.