ცოდნას გეოგრაფია არ გააჩნია
ქსენოფობად, რომ არ შემრაცხოს ამ ინტერვიუს მკითხველმა, პირდაპირ და ხისტად ვიტყვი, რომ საქართველოში მეცნიერება არ არსებობს.
24 საათი 13.05.12
ქსენოფობად, რომ არ შემრაცხოს ამ ინტერვიუს მკითხველმა, პირდაპირ და ხისტად ვიტყვი, რომ საქართველოში მეცნიერება არ არსებობს.
უფრო სწორად, ის ფსევდო სტატუსით მიედინება და ასე იმიტომ, რომ მოკვეთილია აკადემიურ მსოფლიოს. ანუ დოქტორები გვყავს, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის, რაც ნონსენსია, რადგან მეცნიერებას საზღვარი არ გააჩნია. ხელი ამ მოჯადოებული წრის ფორმირებას რასაკვირველია კომუნისტებმა შეუწყვეს და ისინი, რომ არა დიმიტრი უზნაძის «განწყობის თეორია" ("The Psychology of Set" - New York, 1966) არაფრით დარჩებოდა საბჭოური დონის პუბლიკაციად. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ ამ თეორიას მკველვარები (საქართველოს გარეთ) ფაქტობრივად იყენებენ, მაგრამ ოფიციალური ციტირებისგან თავს იკავებენ. რატომ? იმიტომ, რომ აკადემიურ სამყაროში არსებობს დოგმა: თუ გინდა იყო მეცნიერი (და არა ლოკალური «მეცნიერი") შენი კვლევა იმ დონის უნდა იყოს, რასაც მსოფლიოს ე.წ. "A Level" სამეცნიერო ჟურნალი აქვეყნებს, რომელთა სათავეებში, ყველანაირი «ბედის ირონიის" გარეშე, ამერიკული გამოცემებია მოხვედრილი. ამერიკა და საბჭოური თუ პოსტ-საბჭოური მეცნიერება კი, სრულიად არათავსებადია. გამგები მიმიხვდება, რომ, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, დიმიტრი უზნაძის და სხვა არაერთის ნაშრომი გარემოების მსხვერპლია... დღესაც, ბევრი მიგიპატიჟებთ «ფენსი" სადოქტორი პროგრამაზე სასწავლებლად, მაგრამ მეორეა დაიკავებს თუ არა თქვენი კვლევის შედეგი ადგილს მეცნიერებაში. ხვალ ეს შესაძლებელია... ყოველ შემთხვევაში, პირველი ასეთი მცდელობა, რომ ქართველმა საქართველოში მოახერხოს სადოქტორო პროგრამის გავლა იმ დონით და სტანდარტით, რასაც მსოფლიო მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტში დაფიქსირდა (PhD.CSB.ge). გვერდში მას აშშ განვითარების სააგენტო უდგას უკვე რვა წელია, ხოლო გზას აკადემიური მსოფლიოსკენ კი აშშ ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამერიკის მენეჯმენტის აკადემია ხსნის. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და მეთვალყურე ლიზა ლამბერტია - ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული და წონიანი მეცნიერი.
- თქვენ პირადად და ჯორჯიის უნივერსიტეტი აქტიურად ხართ ჩართული იმაში, რომ საქართველოში სამეცნიერო საქმიანობა, სახელდობრ დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო მოთხოვნებთან. როგორია რვაწლიანი პროგრამის შედეგები და აქედან გამომდინარე საქართველოს პერსპექტივა ამ მიმართულებით?
- უპირველესად მინდა გამოვხატო პოზიტიური დამოკიდებულება იმისადმი, რომ მაქვს შანსი გავხდე მონაწილე პირველი სადოქტორო პროგრამის განხორციელებისა საქართველოში, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ჯორჯიის უნივერსიტეტთან ერთად აშშ განვითარების სააგენტოს თანადგომით ახორციელებს. რეალურად, ეს არ არის უბრალოდ დადებითი მოვლენა ან მარტივად თანამშრომლობა. პირველ რიგში ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნივერსიტეტისთვის, რადგან სადოქტორო პროგრამის გარეშე წარმოუდგენელია უმაღლესი სასწავლებლის არსებობა. ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამა იყოს უნიფიცირებული დანარჩენ აკადემიურ მსოფლიოსთან. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს არის ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის საჭირო საქმე, რადგან საუბარი ეხება მეცნიერებას.
- ალბათ გექნებათ იმის გამოცდილება, რომ სხვა ქვეყანამ, რომელიც აქამდე არ გახლდათ უნიფიცირებული ხსენებულ აკადემიასთან, წარმატებით მოახერხა გარკვეული გზის გავლა. როგორია ეს გზა პრაქტიკული თვალსაზრისით და უფრო კონკრეტულად?
- ასეთი ფორმულა რასკვირველია არ არსებობს. საუბარი ეხება იმას, რომ გაიხსნას გზა და უნივერსიტეტს მიეცეს სადოქტორო პროგრამის განხორციელების საშუალება. ფაქტობრივად, ეს ტექნიკური საკითხია. რაც შეეხება დანარჩენს, ეს რასაკვირველია თავად ქვეყანამ, უნივერსიტეტმა და მისმა დოქტორანტებმა უნდა გააკეთონ. ჩვენ ხელი შევუწყვეთ იმას, რომ ცოდნის გაზიარების საშუალება მიეცეს მკვლევარს. ხელი შევუწყვეთ ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში თავად უნივერსიტეტს, გავაცანით პრინციპები, ენა რომლითაც აკადემიური სამყარო კომუნიცირებს, ვაზიარეთ მთავარ შეხედულებებს და ასე შემდეგ. დანარჩენი რასაკვირველია იმაზეა დამოკიდებული, რას შესძენენ კაცობრიობას მომავალი ქართველი მეცნიერები. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. მეორე, რომელიც გაცილებით რთულია, უკვე იმას მოიცავს, რომ მკვლევარებმა თავად განავითარონ შესწავლის სფერო და არეალი. სინამდვილეში, ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს სადოქტორო პროგრამები, თუმცა ყველა როდი ახორციელებს კვლევას შესაბამისი ხარისხით. პროგრამა, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ სწავლობს ორგანიზაციურ ქცევასა და მენეჯმენტს. სწორედ ამ მიმართულებით ყალიბდება მართვის პრინციპები მსოფლიოში. შესაბამისად ყველას, განურჩევლად წარმომავლობისა, აქვს შანსი შეცვალოს რაღაც გლობალური მასშტაბით. რასაკვირველია კვლევა ღირებული და ახლის მთქმელი უნდა იყოს.
- რა გააკეთა კავკასიის ბიზნეს სკოლამ იმისთვის, რომ პროგრამა წარმატებით გაეხსნა?
- არაერთი რამ. პირველ რიგში, ეს არის ნებისა და მზაობის გამოხატვა. საქმე ის არის, რომ ეს ნაბიჯი საკმაოდ დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. რვა წლის განმავლობაში ჯორჯიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით კავკასიის უნივერსიტეტმა დაასაბუთა, რომ გააჩნია პროგრამის მართვის პოტენციალი და შესაძლებლობა. რასაკვირველია უნდა აიღინიშნოს აშშ განვითარების სააგენტოს როლი ამ ყველაფერში, თუმცა პრინცპიული მნიშვნელობის არის ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა სფეროს უკვე შესძინა რამდენიმე მკვლევარი და ეს გახლავთ ის პირველი ნაკადი, რომელმაც სადოქტორო პროგრამა ჯორჯიის უნივერსიტეტში გაიარა. ამის შემდეგ, სწორედ ეს ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში იმას, რომ მეცნიერებას უფრო და უფრო მეტი დაინტერესებული პირი შეუერთდეს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სადოქტორო პროგრამას ბევრი ქვეყანა უზრუნველყოფს, თუმცა სამეცნიერო კვლევაში ყველას წვლილი არ შეაქვს. საქართველომ და კავკასიის უნივერსიტეტმა კი ეს ბარიერი უკვე გადალახეს.
- არ შეაქვთ წვლილი, უბრალოდ არ ძალუძთ, თუ ორივე?
- ალბათ ბერვი მიზეზი არსებობს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ მთავარია სურვილი და მზაობა. ის, რომ სამეცნიერო კვლევა და აკადემიური საქმიანობა დიდ დროსა და შრომას მოითხოვს ახალი არავისთვის არის და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. აქ გეოგრაფიულ მაჩნებელზე მეტად მაინც ნებისა და შრომისმოყვარეობის ფაქტი მოქმედებს. ვიღაც შეიძლება ამ სფეროს სხვაგვარად უყურებდეს ან აღიქვამდეს, მაგრამ მე და ის ხალხი, ვინც აკადემიურ საქმიანობაში ვართ ჩართული, ამას სიამოვნებით და სიხარულით ვაკეთებთ. იმის თქმა მინდა, რომ პასუხისმგებლობის უმაღლესი განცდის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია გინდოდეს.
- საქართველო ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა მსოფლიო სამეცნიერო დონეებს საბჭოურმა ხანამ ჩამოაშორა. დიდი ხანი დაგვჭირდება ამ სტერეოტიპის დასანგრევად?
- რასაკვირველია ეს ნეგატიური ფაქტორი არსებობს, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ მისი გარღვევა ძალიან მარტივია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გზა უკვე არსებობს... და მთავარი: ვერც ამერიკელი იტყვის, რომ საწყის ეტაპზე რამე იცის. ცოდნას ყველა იძენს. ცოდნას კი გეოგრაფია არ გააჩნია. უმთავრესი ის არის, რამდენად გააღმავებს მკვლევარი საკუთარ და სხვათა ცოდნას.
- ფაქტია, რომ სამეცნიერო გამოცემათა სრული უმრავლესობა ამერიკული წარმოშობისაა. პუბლიკაციების 80 პროცენტზე მეტი ან ამერიკელთა მიერ არის შექმნილი, ან მათ მიერ, ვინც ამერიკულ სასწავლებლებში გაიარა საგანმანათლებლო პროგრამა. რატომ?
- იმიტომ, რომ ათეულობით წლების მაძილზე ამერიკულ სასწავლებლებში არ დარღვეულა და შეცვლილა ფუნდამენტური პრინციპები, რასაც მეცნიერების გაღმავება ეფუძნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვაგან საპირისპირო მოხდა, მაგრამ ჩვენთან გამოკვეთილად არის დაფიქსირებული, რომ ესა თუ ის ჰიპოთეზა ან თეორია სიბრტყეზე სრული ტრანსპარანტულობით გამოდის და, იგივე, კრიტიკა ეფუძნება მხოლოდ მეცნიერებას და არა პიროვნულ ან სხვა ტიპის ფაქტორს. ანუ, არის გარემო, სადაც არსებობის სრული უფლება ნებისმიერ იდეას აქვს. კრიტიკა ეხება მხოლოდ თემას. ეს კი სრულყოფილს ხდის კვლევის ხარისხს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: შეიძლება და საკმაოდ მიღებულია დიდი ხნის პროფესორის მიერ წამოჭრილი საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს დამწყებმა მკლევარმა და მას აუცილებლად მოუსმენენ ყველა ამერიკული სასწავლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის.
- არაერთხელ მსმენია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უჭირთ მაგალითად, მენეჯმენტის აკადემიის გამოცემების გვერდებზე შეღწევა...
- პრაქტიკული თვალსაზრისით, პირველ რიგში საჭიროა მკვლევარი და სადოქტორო პროგრამა, რომელშიც ის იღებს მონაწილეობას იყოს აკადემიის წვერი. გაწევრიანება არც ისე რთულია და ეს საშუალებას იძლევა გზა გაიხსნას ნაშრომებისკენ და, რასაკვირველია, თავად სამეცნიერო წრეებისკენ. მენეჯმენტის აკადემია დღეისთვის ოცი ათასზე მეტ მკვლევარს აერთიანებს მსოფლიოს გარშემო და ეს კიდევ ერთხელ მოწომობს იმას, რომ გეოგრაფიას ნაკლები უპირატესობა ენიჭება. ყოველი მათგანი, რასაკვირველია, ემორჩილება ასე ვთქვათ კოდექსს, რომელიც არსებობს სამეცნიერო წრეებში და ის მკაცრად განსაზღვრავს მოქმედებს წესებს.
- რა შედის ამ წესებში?
- სრული სიზუსტით გაიტესტოს ყველა იდეა, კრიტიკა მიეძღვნას თემას და არა პიროვნებას, დაცული იყოს გამჭვირვალობა და ასე შემდეგ.
- მსმენია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, გამოვლინდა მეცნიერი, რომელიც ყალბ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აგებდა ჰიპოთეზებს და აქვეყნებდა კიდეც. როგორც ვიცი ეჭვქვეშ დადგა ის ათობით პუბლიკაციაც, რომლებმაც რეფერენსებში გამოიყენეს ამ ავტორის ნაშრომები. ხსენებულმა კოდექსმა რატომ ვერ შეძლო ამისგან თავის დაცვა?
- პლაგიატის ეს გახმაურებული შემთხვევა ნიდერლანდებში დაფიქსირდა, რამაც სრულიად სამეცნიერო წრეები გააოცა, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ მსგავსი ფაქტის გამორიცხვა ხდება ტარნსპარანტულობაზე დაყრდნობით. თუ დააკვირდებით, საწყის ეტაპზე და, ხშირად, შემდეგაც ყველა მკვლევარის ნაშრომი რამდენიმე კო-ავტორის მიერ არის შექმნილი. ანუ კვლევას, მისი აკადემიური თუ ემპირიული ნაწილის ჩათვლით, თვალყურს კოლეგებიც ადევნებენ. სწორედ ეს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, კოლაბორაცია და კოლეგიალურობა გამორიცხავს პლაგიატის ან ფალსიფიკაციის ალბათობას. ყველა ავტორი ამ წესს უპირობოდ იცავს.
- ხსენებული კოდექსი დაწერილია თუ დაუწერელ წესებსაც მოიცავს?
- ორივეს. არსებობს ეთიკის ნორმები და ამას ემატება ე.წ. გაიდლაინები, რომელიც მენეჯმენტის აკადემიის ვებგვერდეც არის გამოქყვენებული. აკადემიის წევრობა, იმასაც ნიშნავს, რომ კოდექსის პირობებს აღიარებ და ემორჩილები.
- ბოლოს, ეს თქვენი მეორე ვიზიტია საქართველოში რამდენიმე წლიანი პაუზით. რა შეიცვალა, თქვენი შეხედულებით?
- საქართველოში უკვე არსებობს გზა, რომლის დახმარებითაც მკლევარს, ქვეყნიდან გაუსვლელად, ძალუძს წვლილი შეიტანოს მეცნიერებაში. ამ ეტაპზე მთავარი ეს არის.
ინტერვიუ ჯორჯიის შტატის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ
ლიზა ლამბერტთან
ოთარ ქირია