RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

კონტრაბანდისტებზე ნადირობისთვის

ამერიკული ინვესტიცია საქართველოში

24 საათი 27.10.09

ამერიკული ინვესტიცია საქართველოში

ამერიკამ 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოს საზღვრებზე კონტროლის სისტემის დამონტაჟებისთვის. ცოტა ხნის წინ საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საღვარზე დააყენეს ელექტრონული მოწყობლობა, რომელიც რადიოქატიურ ნივთიერებას აღმოაჩენს.

ამის თაობაზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა გაზეთმა Corriere della Sera, რომლის ინფორმაციითაც, ამერიკის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გამოიწვია იმან, რომ კონტრაბანდისტები, რომლებიც გამდიდრებულ ურანით ვაჭრობენ, სწორედ საქართველოს საზღვრებით სარგებლობენ. წერილის ავტორის განცხადებით, ამერიკის ეს სოლიდური პროექტი, აგვისტოს ომმა შეაფერხა. თუცა, ამერიკის ბირთვული უსაფრთხოების დაცვის სამსახურმა საქართველოში უკვე დაამონტაჟა ყველაზე თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს რადიოაქტიური მტვერიც კი.

ამერიკის 50-მილიონიანი ინვესტიციით, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვრების გარდა, აღიჭურვა 20 სასაზღვრო პუნქტი, მათ შორის აეროპორტები, პორტები და საბაჟოები.

"ჩვენი ხელისუფლება სრულფასოვნად ვერ აკონტროლებს სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, რითაც სარგებლობენ კონტრაბადისტები," - Corriere della Sera-ს განუცხადა ორგანიზებული დანაშაულისა და კოტრაბანდის წინააღმდეგ მებროლი ტრასნაციონალური ცენტრის დირექტომა ალექსანდრე კუხიანიძემ.

გაზეთი წერს, რომ ქართველ მაღალჩინოსანთა განცადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი კიდევ უფრო საშიში გახდა, რადგანაც, მოექცა სამილიტარიზაციო ზონაში. რუსი სამხედროები არ აკონტროლებენ ადგილობრივი კლანებს საქმიანობს, რომლებიც დაკავებული არიან სიგარეტის, იარაღის, ნარკოტიკის და ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდით. რაც შეეხება რადიოაქტურ ნივთიერებებს, გაზეთის ინფორმაციით, ის საქართველოს ტერიტორიაზე ძველი არხებით შედის.

გაზეთი წერს, რომ რამდენიმე წლის წინ ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს ვინმე გარიკ დადაიანი, რომელსაც ქილაში მოთავსებული ჩაის ქვეშ დამალული ჰქონდა ატომური ბომბის დასამზადებლად გამზადებული გამდიდრებული ურანი. დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ნივთიერება უნდა გადაეცა თურქი შუამავლისთვის, რომელსაც ურანი "მუსულმანისთვის" მიჰქონდა.

გაზეთის ინფორაციით, ამ დღეებში საქართველოს სპეცსამსახურებმა ჩაატარეს მორიგი სპეცოპერაცია იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ცეზუმ-137-ის პარტიას სთავაზობდა მყიდველს. გაზეთი პეცოპერაციის სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა წერს, რომ ცეზუმ-137-ით "ჭუჭყიანი ბომბის" დამზადებაა შესაძლებელი და 500 გრამი ეს ნივთიერება საკმარისია ამერიკის ან ევროპის ნებისმერი ქვეყნის ორი საცხოვრებელი კვარტალის "ასაღებად".

Corriere della Sera წერს იმასაც, რომ ერთი წლს წინ ქართველმა სამართალდამცველებმა გამოავლინეს პენსიონერების ბანდა, რომელიც ყოფილი პოლიციელებით და ფიზიკის ისტიტუტის თანაშრომლებით იყო დაკომპლეტებული. ჯგუფის წევრები აპირებდნენ 700 გრამი ცეზიუმის გაყიდვას.

"ვშიშობ, რომ ტერორისტები რადიოაქტურ ნივთიერებებს ყიდულობენ აქაც და იქაც, სადაც მსგავსი ნივთიერებების "სამარხია" და საიდანაც საქართველოშიც შემოედინება," - გაზეთს განუცხადა საქართველს რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების წინაღმდეგ მებრძოლი სპეციალური ჯგუფის უფროსმა.

გაზეთის ინფომაციით, შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილიც.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კონტრაბანდისტების 1 პროცენტმაც კი წარმატებით განახორციელოს გარიგება," - განუცხადა გაზეთს შოთა უტიაშვილმა.

რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ განხორციელებული ამერიკული პროექტი, რომელიც საქართველოს საზღვრებზე უახლესი აპარატურის დამონტაჟებას გულისხმობს, ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. 2006 წელს ქართველი სამართალდამცველებისა და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც გამდიდრებული ურანის გაყიდვას ცდილობდა.

გაზეთ The New York Times-ის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტებთან ერთად საქართველოში ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვი, რომელმაც რუსეთიდან საქართველოში შეიტანა 100 გრამი, 90 პროცენტით მაღალგამდიდრებული ურანი და ცდილობდა მილიონ დოლარად გაყიდვას. აღმოჩენილ ნივთიერება - ურან-235-ს გამოკვლევა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიაში ჩაუტარდა, სადაც დადგინდა, რომ თბილისში ნაპოვნი ურანის იშვიათი ფორმა, სავარაუდოდ, რუსული წარმოებისა უნდა ყოფილიყო. ამავე მონაცემებით, ნივთიერება 10 წლის წინათ იყო დამზადებული.

The New York Times-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია იყო უნიკალური შემთხვევა, "რამდენადაც მაღალგამდიდრებული ურანი წარმოადგენდა მზა მასალას ატომური ბომბისთვის".

ქართველმა სამართალდამცველებმა ამ ფაქტისას აღმოაჩინეს კონტრაბანდის უზარმაზარი ქსელი, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე გადიოდა. რუსეთის მხარემ მაშინ თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

The New York Times-ის ინფორმაციით, თბილისში ჩატარებულ ოპერაციაში, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და FBI-ის თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც.

"ქართულ მხარეს ნივთიერების ამოღებასა და კონტრაბანდასთან დაკავშირებული პირების პასუხისგებაში მიცემაში დავეხმარეთ, შემდეგ ფედერალურმა ბიურომ და ენერგეტიკის სამინისტრომ ამ ნივთიერებების ანალიზი ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ამოღებული ნივთიერება გამდიდრებული ურანია," - განაცხადა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა. მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატები თანამშრომლობს რუსეთის მთავრობასთან ბირთვული ტერორიზმის და ბირთვული კონტრაბანდის თავიდან აცილების თვალსაზრისით.

"ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ყველა სახელმწიფომ, რომელთაც ინფორმაცია აქვთ ამგვარი ძალიან საშიში ნივთიერებების კონტრაბანდის თაობაზე, წარმოადგინონ ეს ინფორმაცია. მათზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმით და სად წარმოადგენენ ამ ინფორმაციას, მაგრამ მთავარ პრინციპად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ შევიმუშავოთ ისეთი მექანიზმები და სამუშაო პრინციპები, რომლებიც წაახალისებს ამგვარი ინფორმაციის გაზიარებას," - განაცხადა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ბირთვული ნივთიერების მხოლოდ "მცირე რაოდენობა აღმოაჩინეს, შეშფოთების საგანია ის ფაქტი, რომ პოტენციურად, შესაძლოა, პირებს უფრო დიდ რაოდენობაზეც მიუწვდებოდეთ ხელი. ეს ძალიან საშიში ნივთიერებაა და თუ ის ცუდ ხელში ჩავარდება, მისმა გამოყენებამ შეიძლება უდანაშაულო მოსახლეობას მიაყენოს ზიანი. ჩვენ ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ იქნება უფრო დიდი რაოდენობის კონტრაბანდის მცდელობები. ეს რეალურ ტრაგედიამდე მიგვიყვანს," - დასძინა მაკკორმაკმა.

გაზეთ Times-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტთა მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე რუსული სამხედრო ობიექტებიდან მოიპარეს 40 კილოგრამი ურანი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას რეალური საფრთხე დაემუქრება, თუ ამ რადიაქტიური მასალების კონტრაბანდული გზით გატანა მოხდება, რადგან ნივთიერებები "ჭუჭყიანი ბომბის" დასამზადებლად ვარგისია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი