RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

დავა სასამართლოებში და ბრალდებები პრესკონფერენციებით

დავა, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქონებას ეხება, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური.

24 საათი 24.12.09

დავა, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქონებას ეხება, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური.

პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან დღემდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარდა, არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და დავის დასრულებას ჯერ კიდევ არ უჩანს ბოლო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, გარდაცვლილის ოჯახის წევრები ქონების უკანონოდ წართმევის დეტალებზე საუბრობენ და დარწმუნებული არიან, რომ უკანონოდ წართმეულს მალე კანონით დაიბრუნებენ. ქართული მართლმსაჯულების მიერ პატარკაციშვილის ანდერძის აღმასრულებლად გამოცხადებული ჯოზეფ ქეი და მისი ინტერესების დამცველები კი ირწმუნებიან, რომ კანონი სწორედ მათ მხარეს არის. რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, მხარეები ერთმანეთს კვლავ ღიად, პრესკონფერენციების საშუალებით დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს ახალი ბრალდებებიც წაუყენეს.

რამდენიმე დღის წინ ჯოზეფ ქეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გიბრალტარის სასამართლოში მიმდინარე დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდა.

"ჯოზეფ ქეის წარმომადგენლების განცხადება, რომ მათ მოიპოვეს გამარჯვება გიბრალტარის სასამართლოში, აბსურდულია. ჯოზეფ ქეი სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობს, ქართული საზოგადოების წინაშე წარდგეს, როგორც ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის "უანგარო" აღმასრულებელი, მისი სამკვიდროს მმართველი და წარმატებული ბიზნეს-იმპერიის დამფუძნებელი, მაგრამ გიბრალტარის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით ყველაფერი საპირისპიროდაა დამტკიცებული," - ირწმუნებიან გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრები და მათი ინტერესების დამცველები, ჯოზეფ ქეის ადვოკატების მიერ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების საპასუხოდ. მათ სპეციალურ ბრიფინგზე დოკუმენტაცია წარმოადგინეს და გიბრალტარისა და ლონდონის სასამართლოებში პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავებზე ისაუბრეს.

პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატების განცხადებით, 17 დეკემბერს გიბრალტარის უმაღლესმა სასამართლომ პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის შორის არსებული სამართლებრივი დავის შესახებ წერილობითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული დავა ეხებოდა გიბრალტარის ორი ტრასტის (პარტნორთა შორის იურიდიული შეთანხმება, რომელიც გულისხმობს პარტნორთა ურთიერთდათმობას და მინდობილობას ბიზნესზე) მფლობელობას, რომელშიც მთელი რიგი ფასეული აქტივები შედის. ჯოზეფ ქეი პრეტენზიას გამოთქვამდა ამ ტრასტების მფლობელობაზე. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი კი ამტკიცებდა, რომ ტრასტები ბადრი პატარკაციშვილის მიერ იყო შექმნილი და მას ეკუთვნოდა.

პატარკაციშვილების ადვოკატების განმარტებით, გიბრალტარში სასამართლოში მიმდინარე საქმე გასულ კვირამდე კონფიდენციალური იყო და პრესას მისი გაშუქების საშუალება არ ჰქონდა. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კი ჯოზეფ ქეიმ მოსამართლეს სთხოვა, ის კვლავ კონფიდენციალურად დაეტოვებინა. თუმცა, ბოლოს, მოსამართლემ დააკმაყოფილა პატარკაციშვილის ოჯახის თხოვნა, საქმე საჯაროდ გამოქვეყნებულიყო და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებები ღია ინფორმაციაა.

პატარკაციშვილებისა და მათი დამცველების მიერ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გიბრალტარელი მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ტრასტების 86 პროცენტის აბსოლუტურ მესაკუთრედ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დასახელდა. ხოლო 14 პროცენტის შესახებ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა თეორიული პრეტენზია. ანუ მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ამ 14 პროცენტზე ჯოზეფ ქეის შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ თეორიული პრეტენზია.

გუშინ პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატებმა მოსამართლის გადაწყვეტილებები დოკუმენტურად წარმოადგინეს და დეტალურად გაშიფრეს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრებმა ჯოზეფ ქეის აქტივების დაყადაღება ითხოვეს, რაზეც მოსამართლემ ორდერი გასცა.

"მოსამართლემ გასცა კიდევ ერთი ორდერი, რომელიც ქეის ტრასტში შემავალი ყველა აქტივის განკარგვას უკრძალავს," - განაცხადეს პატარკაციშვილების ადვოკატებმა. მათივე განმარტებით, პატარკაციშვილის ოჯახის თხოვნით და გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოზეფ ქეის კუთვნილ ყველა აქტივზე მსოფლიო შეზღუდვის ორდერი გაიცა და მისი ყოველკვირეული საარსებო ხარჯები მხოლოდ 100 ფუნტ სტერლინგამდე შეიზღუდა.

რაც შეეხება ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც პატარკაციშვილების ოჯახი ქონების განმკარგველად ჯოზეფ ქეის პრეტენზიას ასაჩივრებს. პატარკაციშვილების ადვოკატების ინფორმაციით, 4 დეკემბერს ინგლისის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმად, ქეი აღიარებულია არასათანადო პოზიციის მქონე განმკარგველად, არკადი პატარკაციშვილის ქონების შეუფერებელ ადმინისტრატორად ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი