RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
4 სექტემბერი, შაბათი 2010
თბილისი ... ...
ამბები >>

ჯარიმა და შემსუბუქებული სასჯელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს ვ.ო.-ს საპროცესო შეთანხმებით, მინიმალური სასჯელი - 500 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.

24 საათი 08.02.10

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს ვ.ო.-ს საპროცესო შეთანხმებით, მინიმალური სასჯელი - 500 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაეს სასამართლოში განუმარტეს, მართლმსაჯულებამ ასეთი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, დანაშაულის ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით მიიღო.

20 წლის ვ.ო ცივი იარაღის ტარების ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა ქეთევან წამებულის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რა დროსაც პირადი გასინჯვისას შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული, ცივი იარაღი - დასაკეცი დანა, ფიქსირებული მოწყობილობით.

საქმე ისაა, რომ მოქმედი კანონმდებლოით, ოცდაერთი წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება დანაშაულად ითვლება.

"21 წლის ასაკს მიუღწეველი პირების შემთხვევაში, კანონმდებელმა გაითვალისწინა მოზარდის ასაკობრივი ცვლილებები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ნასამართლევ პირთან დაკავშირებით - მისი წარსული, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მიმართ მთელი ის უარყოფითი თანამდევი შედეგები, რაც მოსდევს ნარკოტიკული საშუალებების სისტემატურად მოხმარებას და, შესაბამისად, ცივი იარაღის ტარება ამ კატეგორიის მოქალაქეთა მხრიდან დანაშაულად ცნო და დააწესა სისხლისასამართლებრივი პასუხისმგებლობა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული წარმოადგენს ერთგვარ პრევენციულ საშუალებას, ცივი იარაღით მძიმე დანაშაულთა თავიდან აცილების მიზნით",- განმარტავენ სასამართლოში.

“სასამართლომ კანონის სრული დაცვით, განიხილულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც სრულად დადასტურდა განსასჯელის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. ვ.ო.-მ სრულად აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ დანა სწორედ მისი საკუთრება იყო,” - აცხადებენ სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა.

როგორც უზენაესი სასამართლოში განმარტავენ, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამამართლებელი ნაწილის შეცვლის შესახებ.

საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისათვის მ.დ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისათვის წარდგენილი ბრალი კი მოუხსნა.

სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ. სახელმწიფო ბრალმდებელმა მსჯავრდებულისთვის ბრალისა და მსჯავრის დამძიმება, ხოლო ადვოკატმა განაჩენში სასიკეთო ცვლილების შეტანით მსჯავრდებულის სასჯელმოხდილად ცნობა და პატიმრობიდან გათავისუფლება ითხოვა.

სისხლის სამართლის კოლეგიამ არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

“სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შემდეგ გაარკვია მ.დ.-ს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი (გადაჭრილი თოფის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდების ნაწილში) და ეს უკანასკნელი სწორად გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი,” - განმარტავენ ქუთაისის სააპელაციო სა ამართლთოში.

ამავე განაჩენით, მ.დ.-ს მსჯავრი კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში შეუმსუბუქდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილება მისი პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით შევიდა. მ.დ.-ს სასჯელი ერთი წლით შეუმცირდა.

ყველაზე პოპულარული
  1. ჭიდაობა >>

    aa
  2. ფეხბურთი >>

    aa
  3. ფეხბურთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი