RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სასარგებლოდ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოდან გაგზავნილ კიდევ ერთ საქმეზე გამოიტანა.

24 საათი 08.02.10

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოდან გაგზავნილ კიდევ ერთ საქმეზე გამოიტანა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობამ განმცხადებლებს - კლაუს და იური კილაძეებს ხელი შეუშალა მიეღოთ კომპენსაცია, რომელიც მათ, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ, ეკუთვნოდათ.

საქმე ისაა, რომ კლაუს და იური კილაძეების მამა 1937 წელს საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა უკანონოდ დახვრიტა, 1938 წელს კი მათი დედა დააპატიმრა და გადაასახლა.

დედის დაპატიმრებისთანავე, ოჯახს ბინა და მთელი პირადი ქონება ჩამოერთვა. ამის შემდეგ კლაუსი და იური ჯერ - თბილისში, შემდეგ კი რუსეთის ბავშვთა სპეციალურ თავშესაფარში იყვნენ, სადაც ისინი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ.

დაახლოებით 2 წლის შემდეგ, ბებიის ძალისხმევით, ბავშვები საქართველოში ჩამოიყვანეს. 1956 წელს, კლაუს და იური კილაძეების დედა, 1957 წელს კი მამა რეაბილიტირებულებად გამოაცხადეს.

1998 წლის 19 აგვისტოს, საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ კლაუს და იური კილაძეები, ისევე როგორც მათი მშობლები, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარა. თუმცა, კლაუს და იური კილაძეების მოთხოვნა, მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ქართულმა მართლმსაჯულებამ არ დააკმაყოფილა. რის მიზეზადაც, სასამართლომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვრეპლად აღიარებულ პირთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე სპეციალური ნორმატიული აქტის არარსებობა დაასახელა.

ევროპული სასამართლოს წინაშე დავის არსებით საგანს სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ვაკუუმი წარმოდგენდა. საქმე ისაა, რომ "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის ფულადი კომპენსაციის მიცემის შესაძლებლობას, თუმცა არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, მისი გაცემის წესს და მიუთითებს ამ მიზნით ცალკე კანონის მიღების აუცილებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ მითითებული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სპეციალური კანონის მიუღებლობამ, რომელიც განმცხადებლებს მისცემდა კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, ისინი განუსაზღვრელი ვადით ჩააგდო სამართლებრივ გაურკვევლობაში. ამ კონტექსტში ევროპულმა სასამართლომ ცალკე ხაზი გაუსვა უკვე ხანდაზმული პირების მდგომარეობას, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ, უმოქმედობის გამო, რეალურად ჩამოართვა შესაძლებლობა, სიცოცხლეშივე ესარგებლათ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით.

“ევროპის ადმიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ განმცხადებელთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაადასტურა, რომ მათ მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი დაირღვა. ევროსასამართლომ თითოეულ განმცხადებელს 4 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია მიანიჭა,” - აცხადებენ “ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრები, რომლებიც “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” ერთად, ევროპულ სასამართლოში კილაძეების ინტერესებს იცავდნენ. კილაძეების ინტერესების დამცველების განმარტებითვე, ვროპულმა სასამართლომ პირდაპირ დაავალდებულა საქართველოს ხელისუფლება, გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულების მიზნით, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებები დროულად განახორციელოს.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ის ვერ პოულობს მნიშვნელოვან მიზეზს, რომლის გამოც სახელმწიფოს, იმის მიუხედავად, რომ მის განკარგულებაში იყო 11 წელი, არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პროცესის დასაწყებად.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების მიზნით ეროვნულ დონეზე აუცილებელია ზოგადი ხასიათის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელება, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის მსხვრეპლად აღიარებულ პირებს საშუალებას მისცემს, სრულად ისარგებლონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით. მით უმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პოტენციური მსხვერპლების რაოდენობა საქართველოში 600 და 16 000 ადამიანს შორის მერყეობს.

კილაძეების ინტერესების დამცველების განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებაზე მონიტორინგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი