RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

"ახალგაზრდობა უ-დანა-კარგოდ"

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიისთვის დევიზი გამოვლინდა

24 საათი 25.02.10

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიისთვის დევიზი გამოვლინდა

"ახალგაზრდობა უდანაკარგოდ," - ამ დევიზმა საქართველოს პროკურატურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. მისი ავტორია თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელი თინათინ ყიფიანი.

პროკურატურამ და განათლების სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიისთვის საუკეთესო დევიზის გამოსავლენად კონკურსი 1 თებერვალს გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, 50-ზე მეტი ვარიანტიდან გამარჯვებულის გარდა შეირჩა კიდევ 5 სლოგანი, რომლებიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიისას სხვადასხვა ღონისძიებებში გამოიყენება.

კონკურსში გამარჯვებულ თინათინ ყიფიანს ლეპტოპი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გადასცეს.

საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის ერთობლივი კამპანია 1 თებერვალს დაიწყეს. პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას. სწორედ ამიტომ 2010 წელი საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო სკოლის წლად გამოაცხადეს. მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება - საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი გააგრძელებს საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციებს სამართლებრივ თემებზე, გაიმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით. ყველა ღონისძიება კონკურსში გამარჯვებული დევიზის ეგიდით წარიმართება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გუშინ კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. საქმე ისაა, რომ სამინისტრო პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს და 2009 წლის ივლისში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. გუშინ იუსტიციის სამინისტროში ამ პროექტის განხილვა გაიმართა, სადაც კანონპროექტი განიხილეს. შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გერმანელმა ექსპერტმა, გერმანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისარმა ჰანს ტიშლერმა. მან წარმოადგინა დეტალური დასკვნა კანონპროექტის შესახებ და ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში 2010 წლის მეორე ნახევარში იგეგმება, მოიცავს შემდეგ ძირეულ პრინციპებს: მონაცემთა შეგროვება ხდება მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნისათვის; პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, ხოლო არასწორი მონაცემები უნდა გასწორდეს, ან განადგურდეს. კანონპროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მონაცემთა სუბიექტის (ანუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის) უფლებებს. კანონპროექტით რეგლამენტირებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიერ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და მისი ეფექტიანი დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშოისო ვალდებულებების შესრულებას და ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი