RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

წიგნის პრეზენტაცია უზენაეს სასამართლოში

ქართველი მოსამართლეები პროცესებს ჰარვარდის სკოლის კონცეფციის მიხედვით წარმართავენ.

24 საათი 25.02.10

ქართველი მოსამართლეები პროცესებს ჰარვარდის სკოლის კონცეფციის მიხედვით წარმართავენ.

წიგნი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მოამზადა, მხარეებთან მოსამართლის ურთიერთობის სტანდარტებს ადგენს.

როგორ უნდა ესაუბროს მოსამართლე პროცესის მონაწილეს, რომელიც საკუთარ პოზიციას ნათლად ვერ აყალიბებს, ან როცა პიროვნება პროცესზე საკუთარი პრობლემებით გაღიზიანებული და მოწინააღმდეგე მხარეზეა გაბრაზებული, როგორია მორიგების ფსიქოლოგიური ასპექტები - დაინტერესებულ პირებს ამ და სხვა საკითხებზე ბევრი საინტერესო რჩევის მიღება ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით შეუძლიათ.

წიგნის ძირითადი ნაწილი მოსამართლის მიერ დარბაზის მართვის პროფესიულ სტანდარტს ადგენს. აქამდე მოსამართლის მთავარ ცოდნად მიჩნეული იყო მხოლოდ დავის იურიდიული საკითხების გადაწყვეტა. მოსამართლე კი, რომელსაც ემოციებით დატვირთული პროცესების მართვა უწევს, მარტო იურიდიული საკითხების ცოდნით მხარეებთან წარმატებული ურთიერთობის დამყარებას ვერ უზრუნველყოფს.

მხარეებმა თავი რომ დაჩაგრულად და დამცირებულად არ იგრძნონ, თითოეულ მათგანს შესაძლებლობა რომ მიეცეთ სრულად და გასაგებად აღწერონ თავიანთი პრობლემები და ინტერესები, მათი პოზიციები სწორად რომ იქნეს აღქმული პროცესის მონაწილეებისა და სასამართლოს მიერ, ამ ყველაფრის შესახებ სახელმძღვანელოშია მოთხრობილი. კომუნიკაციის სტანდარტები ქართული და უცხოური გამოცდილების შეჯერების შედეგად შეიქმნა. მასში ჰარვარდის იურიდიული სკოლის კონცეფციაა გამოყენებული. ეს კონცეფცია მხარეთა შორის მორიგების პროფესიულ სტანდარტებს ადგენს. აღნიშნული კონცეფცია წარმატებულად იქნა გამოყენებული 1979 წელს ეგვიპტესა და ისრაელს შორის წარმოებული მოლაპარაკებებისას, სადაც მომრიგებლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებდა.

მოსამართლეებისთვის განკუთვნილი წიგნი სწორედ მხარეებს შორის მორიგების წარმატებულად წარმართვას, პროცესებზე მხარეების პოზიციების გასაგებად წარმოჩენას, თანამედროვე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამოყენებას და საერთო ჯამში, სასამართლო პროცესების სწრაფად და ეფექტურად დასრულებას შეუწყობს ხელს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი